მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
ნახატების გამოფენა-გაყიდვა
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2018-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2018-06-01
ბოლო ზარი - 2018-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2018-03-03
სიყვარულის დღე - ვალენტინობა - 2018-02-14
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    სექტემბერი    » «    2018    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ეს სიყვარულია, თუ გატაცება? - 2011-12-03

...ვერ გამირკვევია, რა ძალა მიზიდავს მისკენ, საიდან წარმოიშვა ჩემში გამუდმებით მასთან ყოფნის ასეთი მწველი, თითქმის ამოუწურავი სურვილი. რატომ განვიცდი მარტოობას, როცა მის გვერდით არა ვარ?.. ასე რატომ მიხარია მასთან ყოფნა? რატომაა, რომ გამუდმებით ჩემს ფიქრებშია?.. რა მემართება?.. როდემდე?.. სადამდე?.. იქნებ სიზმარია?.. იქნებ არაფერიც არაა და ვაზვიადებ ყველაფერს? ან, იქნებ ისაა ის ერთადერთი, ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვისთვისაც ღირდა ლოდინი?.. იქნებ ვცდები?.. მაქვს კი შეცდომის უფლება? 

აი, შეცდომებზე დაფიქრება კი უკვე გულს მიმძიმებს და მაშინებს. განა ცოტაა ისეთი ადამიანი, ვინც თავის დროზე "ამჩატდა", არ დაუკვირდა, არ დაელოდა უფრო ძლიერ და ღრმა გრძნობას, იფიქრა, რომ უკვე იპოვა... და ნანობს... ნანობს იმიტომ, რომ გრძნობა განელდა, გაცივდა, გაქრა... შერჩა მხოლოდ დაკარგული დრო, დაღლილობა, იმედგაცრუება და დაძაბული ნერვები... 

გამოცდილ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, ზოგი ამბობს, რომ მხოლოდ დრო დაგვარწმუნებს ნამდვილ სიყვარულში და აჩქარება არ შეიძლება. ზოგი კი, პირიქით -  სიყვარულს პირველი ამოსუნთქვისთანავე შეიგრძნობ, მიხვდები რომ ის "ის" არის და მისი ხელიდან გაშვება არასოდეს მოგინდებაო... ხედავთ, რა რთულია ყველაფერი? 

ამერიკელმა მეცნიერებმა სასიყვარულო განცდების კლასიფიკაცია შექმნეს -  განსაზღვრეს სიყვარულის 6 სახე: 

  1. ეროსი - მგზნებარე სიყვარული-გატაცება - ეს არის მდგომარეობა მძაფრი ემოციური არამდგრადობის და მერყეობის, აღფრთოვანებული ეიფორიასა და მტანჯველ ეჭვიანობას შორის.
  2. ლუდუსი -  სიყვარული-თამაში, რომლის მიზანია სიამოვნების მიღება;
  3. სტორგე - თბილი და მშვიდი სიყვარული-მეგობრობა;
  4. მანია - სიყვარული-შეპყრობილობა, რომელიც ადამიანს ყოვლად დამოკიდებულს ხდის სიყვარულის ობიექტზე (ეროსისა და ლუდუსის შეერთებით მიიღება).
  5. პრაგმა, რომელიც დამყარებულია რაციონალურ შერჩევასთან (ლუდუსისა და სტორგეს შეერთებით მიიღება).
  6. აგა-პე - უმწიკვლო სიყვარული-თავდადება (ეროსის და სტორგეს შეერთებით  მიიღება).   

ამერიკელი ფსიქოლოგი დოროთი ტენნოვი ამბობს, რომ მგზნებარე სიყვარულის ხანგრძლივობა არის დაახლოებით 3 წელი. ურთიერთობის განვითარების შემდეგ იცვლება კმაყოფილებით და კომპენსირდება სხვა მომენტებით - სითბოთი, სიმშვიდით, სტაბილურობით და საიმედოობით. 

რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს, თუ რა სხვაობაა სიყვარულსა და გატაცებას შორის, ფსიქოლოგებს ძალიან საინტერესო მოსაზრება აქვთ: გატაცება ნიშნავს იმას, რომ ვპოულობთ ადამიანში იმ თვისებებს, რომლებსაც ჩვენ პირველ რიგში ვაფასებთ. სიყვარული კი უმეტეს შემთხვევაში ბრმაა. ამ დროს ადამიანს არ შეუძლია თავი აკონტროლოს. შეიძლება სიყვარულის ობიექტი ისეთი ადამიანი იყოს, რომელიც საერთოდ არ ჯდება ჩვენს გემოვნებაში. აი, თურმე სადაა "ძაღლის თავი დამარხული"! 

ფსიქოლოგთა აზრით, მხოლოდ ვნებაზე დამყარებული ურთიერთობაც კი შეიძლება იყოს ხანგრძლივი. გაუზიარებელი სიყვარულიც კი, თავის მხრივ, შეიძლება იყოს "ბედნიერი". ტანჯვა სასიყვარულო ვნებებისაგან უკეთესია, ვიდრე მისი სრულიად არარსებობა. ურთიერთობა -  ეს ურთიერთდამოკიდებულებაა. სიყვარულში ვიღაცა კოცნის, ვიღაცა კი ლოყას უშვერს... არავითარი ფორმულა სიყვარულისა არ არსებობს, განცდების აგებულება არ ემორჩილება არავითარ ანალიზს. მიგელ დე უნამუნო ამბობს - "თუ სიყვარულს განვსაზღვრავთ, ის გაქრება. სიყვარული - ეს მხოლოდ საიდუმლო როდია, არამედ თავადაა საიდუმლოება". 

აი, აქ გავჩერდები! დაე, ისე იყოს როგორც არის! ...მე მომწონს, მიხარია, მსიამოვნებს, ბედნიერს მხდის... და ეს ყველაზე მთავარია. დანარჩენს დრო აჩვენებს. 

თქვენ კი, ჩემო კარგებო, გირჩევთ არ აჩქარდეთ სანამ საბოლოოდ დაუკავშირებდეთ ერთმანეთს ცხოვრებას. გამოსცადეთ ერთმანეთი და დარწმუნდით, რომ ნამდვილად ისაა ის ერთადერთი, ვისთვისაც ღირდა ლოდინი. მერე კი მეც გამანდეთ თქვენი სიყვარულის ამბები. ბედნიერებას გისურვებთ! 

თქვენი პერლა

alt

ავტორი: ემილი.

 

 

 
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO