მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03

მეგობრებო,

პირველ რიგში დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხართ. გილოცავთ გაზაფხულის დადგომას. მართალია ჯერ გაზაფხული მხოლოდ კალენდარზეა, მაგრამ მალე დათბება და მზე და სითბო გულშიაც გადაინაცვლებს.

3 მარტი დედის დღეა!

მივულოცოთ და მოვეფეროთ ყველა დედას!
ხშირად ვამბობთ ხოლმე, ,,რად უნდა სიყვარულს დღე, თუ გიყვარს ყველა დღე სიყვარულისაა,, ,,დედა ხომ ყოველდღე საყვარელია,,. მართალია, დედა ყოვეთვის საყვარელია, მაგრამ, აბა ვაღიაროთ, რამდენი ასეთი დღე გავიდა, რომ დედას არ მოვფერებივართ? რამდენი ხნის წინ ვუთხარით ბოლოს დედას, რომ გვიყვარს და გვეამაყება?

ალბათ ბევრი დამეთანხმეთ, რომ დიდი ხანია ეს არ გაგიკეთებიათ. 3 მარტი კი სწორედ ის დღეა, ის შანსია, როცა დედებს კიდევ ერთხელ ვაგრძნობინებთ იმ დიდ სითბოს და სიყვარულს, რომელიც სწორედ მათ შექმნეს ჩვენში.

დედა ყველას ჰყავს, ადამიანს, ცხოველს მწერს.. ამქვეყნად იქნება თუ იმქვეყნად, დედა მაინც არსებობს და ჩვენს გვერდითაა. არასოდეს გვტოვებს და მაშინაც კი მზრუნველობს, როდესაც ჩვენ თვითონ ვართ დედები.. მერე დიდედები..

მგონია, რომ ქალი მაშინ კი არ ხდება დედა, როდესაც შვილი ეყოლება, არამედ მაშინ, როდესაც დედობა გაიღვიძებს ქალში. ამიტომ, მივულოცოთ მომავალ დედებსაც, მითუმეტეს თუ უკვე არიან იმ დიდი გძნობის მატარებლები, რასაც დედობა ჰქვია.

ყველა სულიერს დედამისი საუკეთესო ჰგონია. იცის რომ სხვებსაც ჰყავთ კარგი დედები, მაგრამ მისი განსაკუთრებულია.
გამონაკლისი არც მე ვარ. თანაც მეჩვენება, რომ სუბიექტური არა ვარ. ყველა ადამიანი გარკვეული მისიით იბადება. მგონია, რომ დედაჩემი სწორედ დედობისთვის დაიბადა. არა უბრალოდ სიცოცხლის მოვლინებისთვის, არამედ ზრუნვის, სითბოს, მეგობრობის, თავდადების და სიყვარულის ზღვის გაზიარებისთვის.

პირველ რიგში, დედაჩემს მივულოცავ ამ დღეს. შემდეგ ვულოცავ ყველა დედას, მომავალს თუ უკვე გამხდარს. ჩვენს გვერდით მყოფს თუ იმ ქვეყნიდან ჩვენზე მზრუნველს. მოხუცს, ახალგაზრდას..

გილოცავთ და ბედნიერ დედობას გისურვებთ!

თქვენი პერლა

 

 alt

info@perla.ge

 
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO