მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ფერთა სიმბოლიკა

ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით.
თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანის თვალმა ბუნებაში შეიძლება გაარჩიოს 300 ფერის ტონალობა. მხატვარი კი ამ ფერებს გაათმაგებულად აღიქვამს.
მე-20 საუკუნის მიწურულს ამერიკელებმა გამოსცეს “ფერთა ატლასი,” სადაც 7000 ფერია აღნიშნული, აქედან 4000-ს აქვს სახელი, ხოლო დანარჩენი ნომრებით არის აღნიშნული. რაც არ უნდა საოცარი იყოს, ეს უამრავი ფერი, რომელებიც ხიბლს აძლევენ ჩვენს სამყაროს, სულ რამოდენიმე ფერისაგან გამომდინარეობენ. ეს არის სამი ძირითადი ფერი: ყვითელი, ლურჯი და წითელი. ხოლო თეთრი და შავი არის აბსოლუტური სინათლე და აბსოლუტური სიბნელე, რომლებიც ამ ფერებს ანიჭებენ მუქ და ღია ტონალობებს (სინათლესა და სიბნელეს).
ფერი როგორც საგანი არ არსებობს. იგი საგნის თვისებაა. ეს არ ეხება ცას და ცისარტყელას _ ზუსტად ცისარტყელას ფერებიდან გამოჰყვეს მხატვრებმა 3 ძირითადი ფერი და ამ სპექტრის ფერებიდან დაასახელეს ცივი და თბილი ფერებიც. თბილია ის ფერები, რომლებიც მზეს უკავშირდება (ყვითელი, წითელი, ნარინჯისფერი...), ხოლო ის ფერები, რომლებიც უკავშირდება თოვლს, არის ცივი (ლურჯი, იისფერი, თეთრი, ცისფერი, ნაცრისფერი...). თბილი ფერი არის აქტივობის, ცხოველმყოფელობის, ხოლო ცივი დაკავშირებულია პასიურობასა და სიმშვიდესთან.
განსხვავებული ფერები ადამიანში სხვადასხვა ემოციებს იწვევს. საკმარისია ზუსტად გავეცნოთ ფერთა ხასიათს და ჩვენთვის ნათელი გახდება მრავალი მხატვრის შედევრის ჩანაფიქრი.
გოეთე ამბობდა: “ყველა ფერს თავისი ხასიათი აქვს და თუ ადამიანი კარგად დაუკვირდება ფერთა ჩანაფიქრს, მის წინ გადაიშლება მთელი გრძნობათა სამყარო...” იგი ფიქრობდა, რომ თეთრ ფერში ყველა ფერი იბადება, ხოლო შავში _ კვდება.

თეთრი _ აბსოლუტური სინათლის ფერია, ამიტომაც უმანკოების, ჭეშმარიტების, უბიწოების და ღვთიურობის სიმბოლო გახლავთ.
სახარებაში თეთრი სისპეტაკის ფერადაა წარმოდგენილი, სადაც სიმბოლურად ღვთაებრივი ნათებაა გამოსახული. სითეთრისაკენ განსაკუთრებული ლტოლვა ადამიანის პასიურობით აიხსნება. თეთრი ფერის მოყვარული ადამიანი არის გულწრფელი, გაწონასწორებული, კეთილი და მორჩილი. ეს ფერი მხატვრობაში ყველაზე ცივ ფერად არის აღიარებული. სიმართლის და სიწმინდის ფერი ამშვიდებს სისხლის მიმოქცევას, ამიტომაც საოპერაციო ბლოკები სწორედ ამ ფერშია შეღებლი.
აზიურ ქვეყნებში თეთრი გლოვის სიმბოლური ფერია.

წითელი ფერი ყველაზე ძლიერი ფერია. ის ენერგიის, სიცოცხლის, სიყვარულისა და ვნების, მოძრაობისა და აგრესიის ფერია. ამ ფერის მოყვარული ადამიანი არის მოუსვენარი, ენერგიული, სავსე ახალ-ახალი იდეებით. წითელი ფერი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გვაძლევს ფიზიკურ ძალას და ენერგიას, გვგვრის მადას. იგი მტკიცე ხასიათისაა. აზიაში ამ ფერს პატივს სცემენ, იგი სიყვარულის, ბარაქისა და მრავალშვილიანიობის სიმბოლოა.


ნარინჯისფერი_ საკმარისია წითელს ცოტა ყვითელი ფერი გავურიოთ და ამ აგრესიულ ფერს მაშინვე ხალისი და მხიარულება ემატება, ეს ჯოჯოხეთის ცეცხლი უმალ მოგიზგიზე ალად გადაიქცევა. ნარინჯისფერი თავდაჯერებულია, შეუდრეკელი. მასთან ყოველთვის ხალისობ. საკმარისია მოიწყინო ან დაიღალო, იგი წამში აღგიდგენთ სასიცოცხლო ძალებს. იგი თბილი მზის ფერია. რაც უფრო მეტ ყვითელ ფერს შევურევთ, მით უფრო ინტელექტუალური ხდება, გულწრფელი, მხიარული და თბილი. მაგრამ გადამეტებული ფერი თავს გვტკენს, გვღალატობს. ევროპელებისათვის ყველაზე საყვარელი ფერი, მზისა და სითბოს სიმბოლო, უკავშირდება ინტელექტსა და აზროვნების განვითარებას.
ჩვენთვის ასეთი საყვრელი ფერი აფრიკელებს სძულთ, რადგან მათთვის ეს ფერი ავადმყოფობასთან, კარანტინთან და საშიშროებასთან ასოცირდება.

წვანე ფერი დედამიწას ყვითელმა და ლურჯმა აჩუქა. ეს არის გაზაფხულის, აღმოცენებისა და განახლების ფერი (მარად მწვანე, უკვდავების ფერი). მწვანე ფარი ადამიანს იმედს აძლევს. იგი ასევე აღიქმევა მისტიკურ ფერად, რომელიც ბუნებრივ და ზებუნებრივს აკავშირებს. მხატვარ კანდინსკის სიტყვებით, ეს არის აბსოლუტური სიმშვიდის ფერი. (“მოლზე მჯდომი მცოხნავი ძროხა”...) ის ცოტათი ეგოისტური ფერიცაა.

ლურჯი. რაც უფრო უძიროა ფერი, მით უფრო უხმობს ადამიანს უსასრულობისკენ. ეს არის ტიპიური ზეციური ფერი, გამუქებისას არაადამიანური ნაღვლის ფერს იძენს. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მისი სიმბოლიკა არის უსასრულობა, მარადიულობა, ჭეშმარიტება, ერთგულება და რწმენა. იგი ყველაზე მშვიდია და ყველაზე ნაკლებად “მატერიალურია”. ეს რომანტიული ფერი ხსნის ემოციურ დაღლილობას.
ცისფერი აორმაგებს ლურჯის ძალებს _ ხსნის ნერვიულობას. იგი ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი ფერია.

იისფერი _ ეს არის წითელისა (ცხელ-აქტივობისა) და ლურჯი (ცივი-პესიმისტური) ფერების შერწყმა. ლურჯი წითელს ზომიერებისაკენ და სულიერებისაკენ მიუთითებს. იისფერი არის ინტუიციის, სიმშვიდის ფერი, იგი ზრდის გონების განვითარებას და დინამიურობას. ასევე ზრდის ადამიანში პატივისცემის გრძნობას. იგი ლურჯისა და წითელის ჰარმონიული სიმბოლოა.

ყავისფერი, ეს არის სამი ძირითადი ფერის ნაზავი _ ანუ როგორც მხატვრები უწოდებენ, “ტალახის” ფერი, სიღარიბის, თავმდაბლობის სიმბოლო, სიმშვიდისა და სიწყნარის. იგი ადამიანს აძლევს საკუთარი თავის რწმენას და იმედს (უკომფლიქტო სტატიური მდგომარეობა).


შავი ფერი ეს არის მისტიკური, შეუცნობელი (შინაგანი სამყაროსა და სიმკაცრის სიმბოლო).
იგი მსოფლიოს უმეტეს ნაწილში მწუხარების, სიკვდილის, სიბნელის, უმეცრების, ბოროტებისა და სიმდაბლის ნიშანია; ნეგატიური ძალის უნივერსალური სიმბოლო. შავი იყო ყველაფერი, რაც ადამიანს სძულდა და აშინებდა.
სამგლოვიარო სიმბოლიკა ჩვენში წარმართული დროიდან მოდის. ძველად ფიქრობდნენ, რომ გარდაცვლილის სული ლამობდა ახლობლებიდან თანამგზავრად ვინმე წაეყვანა. შავ საბურავში კი ვეღარ ამოიცნობდნენ სასურველ თანამგზავრს. ქრისტიანულ და ისლამურ სამყაროში შავი მიწიერი ვნებისაგან განდგომას ნიშნავს, მწუხარებას და სიმშვიდეს, იდუმალებას.
მიუხედავად ამდენი სიბნელისა, შავი ბევრისთვის პატივსაცემი ფერია. როგორც მხატვრები ამბობენ, შავი არის მისტიკური, შეუცნობელი, იდუმალების ფერი. ეს არის სიმკაცრის სიმბოლო. ამ ფერის მოყვარული ადამიანი პროტესტს უცხადებს თავის ბედისწერას.
შავი ფერი ყველა ფერს იზიდავს და შთანთქავს. ეს ფერები მასში იკარგებიან, რათა შემდეგ, როგორც ეგვიპტის ღვთაება მინა, ისევ აღმოცენდეს. შავი ხომ მისი სიმბოლური ფერია.

ვარდისფერი _ არის წითელი ენერგია დამცხრალი და განეიტრალებული თეთრი ფერის სიმშვიდით. იგი ქალური საწყისია, უსიტყვო სიყვარული, რომანტიულობა, სიკეთე და ზედმეტი მგრძნობიარობა.

ჟოლოს ფერი _ სიყვარული, სინაზე, მისწრაფება, ინტიმურობა და არაკეთილსინდისიერება.

ზურმუხტის ფერი _ კეთილდღეობა, სოლიდარობა, მომთხოვნელობა, თანამიმდევრობა და წესრიგი.

ოქროსფერი _ მას საწინააგმდეგო ფერი არა აქვს. იგი ღვთაებრივი ბუნების სიმბოლოა. ამიტომ უხატავენ წმინდანებს ოქროსფერ შარავანდედს, შეუცნობლის, ღვთიური სამყაროს სიმბოლო.


ფირუზის ფერი _ განწმენდა, ევოლუცია, ცვლილებები, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, მორიდებულობა, პატივმოყვარეობა.

ნაცრისფერი

_ ჩრდილი, სტაბილურობა, რეალიზმი, გაორება, დარდი და მოწყენილობა.


ავტორი: ჯინა ბერიაშვილი

alt

შეაფასეთ სტატია :
         
zura chikviladze
(2011-01-16 21:00:02)

me  dzalian didi interesit gavecani ferta simbolikas da saocrad bevri ram shevityve gmadlobt

shav legi
(2010-12-28 02:51:47)
ferebi tu amdens ambobdnen, ar vicodi!
giorgi svanidze
(2010-12-26 21:51:45)

dzalian saintereso informaciaa..bevri ram gavige

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO