მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ონავარი გოგონა ვარსკვლავის კარიერით

ლეტიცია კასტა, (ლეტიცია, ლაურა, მარია კასტა), საფრანგეთში, ნორმანდიის პატარა ქალაქ პონ-ოდემერში დაიბადა. მამით კორსიკელი და დედით ნორმანდიელი გოგონა, უფროს ძმასთან, ჟან ბატისთთან და პატარა დასთან, მარი ანჟთან ერთად იზრდებოდა.


ლეტიცია სკოლაში არც ისე კარგად სწავლობდა და გაკვეთილზე ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. მასწავლებლები ხშირად ჩიოდნენ მისი ,მოლაყბეობის,, გამო.

ბევშვობიდან არ უყვარდა სპორტი და ფიზიკური დატვირთვა. თუმცა დედამ დაარწმუნა, რომ ძიუდოს წრეზე ჩაწერილიყო. ასეც მოიქცა. ძიუდი დიდად არ ეხატებოდა გულზე, მაგრამ იქ შეყვარებული იპოვა და სიყვარულმა 9 წელი გააძლებინა ძიუდოს წრეზე და ყველაფერი ყავისფერი ქამრით დაგვირგვინდა.

12 წლის ლეტიციას უკვე მოწიფული ქალის სხეული ჰქონდა. თუმცა ისევ ის ონავარი გოგონა იყო, როგორც 8-9 წლის ასაკში. არაფრად აგდებდა თავის მომხიბვლელობას, და ესირცხვებოდა, რომ უკვე ქალს ემსგავსებოდა.
სამაგიეროდ ეს მისმა ძმამ შეამჩნია და ლეტიცია სილამაზის კონკურსზე დაუკითხავად ჩაწერა. ძმის წყალბით, 1993 წელს ლეტიცია მის ლუმიო გახდა.

ლეტიციას იმ საღამოსვე დაავიწყდა, რომ ,,მისი, იყო. რამდენიმე დღის შემდეგ, დასთან ერთად პლაჟზე ერთობოდა. ბედნიერმა შემთხვევავ, ზუტად ამ დროს მიიყვანა იქ ფოტოგრაფი ფრედერიკ კრესო და სამოდელო სააგენტო ,, Madison,,ის წარმომადგენელი.
ამ შეხვედრის შემდეგ, ლეტიცია პარიზში დაიბარეს. გოგონა მამამ მიიყვანა სააგენტოში. დიდხანს ეძებდნენ დაბნეულები სააგენტოს დამფუძნებლის, ვინსენტ პერეს სამუშაო ოთახს.. როდესაც ,,მუსიე მერესმა,, ლეტიციას თვალი მოჰკრა, მადლობა გადაუხდა მის ,,აღმომჩენს,,. ამ დღიდან დაიწყო ლეტიციას სამოდელო კარიერა.

მაშინვე მიიქცია ყურადღება თავისი ბუნებრივი მომხიბვლელობით, ბავშვური უდარდელობითა და სიცოცხლის მოყვარული გამომეტყველებით. სულით ხორცამდე კორსიკელი, არ გავდა შიმშილით გატანჯულ, მდუმარე მანეკენებს. ლეტიცია კისკისებდა, ბერს ლაპარაკობდა, სხვებსაც ამხიარულებდა. ცხოვრება უხაროდა და არც მტანჯველ დიეტებს წყალობდა.

კარიერის დასაწყისშივე, მშვენიერი გოგონა მოდის ,,გრანდ სენიორმა,, Guess _ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა, პოლ მარსიანომ შეამჩნია. მან ლეტიციას შესთავაზა Guess_ის სარეკლამო სახე გამხდარიყო. ასე ჩაეყარა საფუძველი მის მსოფლიო აღიარებას.

ლეტიციას ფოტოები მოდურ ჟურნალებში 1994 წლიდან გამოჩნდა. ამავე წელს მიიღო მონაწილეობა ჟან პოლ გოტიეს ჩვენებაში.

ამის სემდეგ სათვალავი აირია. იგი იყო ჟურნალების გარეკანზე, ჟურნალებში, ჩვენებებზე, სარეკლამო აბრებზე.. ეს გრძელდებოდა მანამ, სანამ ლეტიციამ ერთ-ერთ უმსხვილეს ხელშეკრულებას არ მოაწერა ხელი.
1996 წლიდან იგი, თეთრეულის მწარმოებელი, ნომერი პირველი ამერიკული ბრენდის, Victoria Secret ის მოდელი გახდა.

 

2 წლის შემდეგ, ლეტიცია უკვე ბრენდის ნებიერაა. მისი ჩვენებების ჩანაწერებს , მილიონობით ადამიანი ათვალიერებდა. პარალელურად პოზირებდა საცურაო კოსტუმებში ჟურნალისთვის Sports Illustrated. იგი წლის ყველაზე სექსუალურ ქალად დასახელდა.

თავბრუდამხვევი წარმატების მიუხედავად, შინ მისული, ისევ ის, ხმაურიანი, კორსიკელისთვის დამახასიათებელი ცეცხლოვანი ხასიათის გოგონაა. მისთვის ყველაზე დიდ ფასეულობად კვლავ ოჯახი და ახლობლელი რჩება.

2000 წელს, ლეტიცია საფრანგეთის სიმბოლოდ,მარიანას სახედ დასახელდა. ჩამოისხა მისი გამოსახულების ბიუსტი და საფრანგეთის ყველა ქალაქის მერიაში დაიდგა.

ლეტიცია ჟურნალზე, ლეტიცია პოდიუმზე, ლეტიცია ეკრანზე.. მერიაში.. და სახლში, ოჯახურ ვახშამზე, გემრიელი კერძებით სავსე მაგიდასთან..
სხვადასხვა დროს იგი მონაწილეობდა ისეთი ბრენდების სარეკლამო კამპანიებში, როგორებიცაა: Guess, Victori's Secret, L'Oreal, Ives Saint Laurent, Ralph Lauren, Givenchy..

1998 წელს კინოეკრანებზეც იხილეს, ფილმში ,,ასტერიხსი და ობელიქსი,,

ამას მოჰყვა, ფილმი ,,ცისფერი ველოსიპედი,, . ეს ფილმი გადამწყვეტი იყო მისი კარიერისთვის. სწორედ მისი გადაღებების დროს გადაწყვიტა ლეტიციამ მიეტოვებინა მოდელის კარიერა და კინემატოგრაფიაში გადაბარგებულიყო.

შემდეგ იყო ფილმები, ,,ბოშა,, ,,ძლიერი სულები,, (2001) ,,ნეტარების ქუჩა,, (2001) ამის შემდეგ მან შესვენება აიღო, რათა დრო შვილის აღზრდისთვის დაეთმო.

ბევრი ამბობდა რომ ეს მისი საქმე არ იყო, რომ ლეტიცია კინოს აღარ უნდა დაბრუნებოდა. მან ყველას დაუმტკიცა, რომ ნიჭიერი და შრომისმოყვარეა და კვლავ აქტიურად ჩაება მსახიობის საქმიანობაში.
2011 წელს, მოიპოვა სეზარი, მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისათვის ფილმში ,, Gainsbourg,,

,,ყოველთვის ვიცნებობდი დიდ და ხმაურიან ოჯახზე. სადაც უამრავი ბავშვი ირბენდა და იხმაურებდა, სადაც სითბო და სიმყუდრობე იქნებოდა,, ოცნება აუხდა,
დღეს ლეტიცია პარიზს, ლონდონს, ნიუ იორკსა და იტალიას შორიც ცხოვრობს. მისი ოჯახი ყოველთვის მასთანაა. ახალგაზრდა დედას 3 შვილი ჰყავს, წარუმატებელი სიყვარულის, სტეფან სედნაუსგან 10 წლის გოგონა სატინა, ხოლო ამჟამინდელ მეუღლესთან, სტეფანო აკორსისთან, 5 წლის ვაჟი ორლანდო და 2 წლის გოგონა ათენა.

,,მე იღბლიანი და ბედნიერი ვარ. მაქვს საყვარელი საქმე და საოცნებო ოჯახი, მეტი რაღა ვთქვა?,,

 

შეაფასეთ სტატია :
         

(2011-03-04 20:32:32)

ras gavs eg upatrono

shav legi
(2011-02-17 20:06:33)

magari vinmea!

cicila lomidze
(2011-02-17 12:37:55)

me kidev dzaan momcons, MAVVNE, tvali garkad gaaxile, ra gogoa if if if:P :))))

muto muto
(2011-02-16 10:53:10)

magari gogonaaa.....sg perla

mavne 03
(2011-02-16 02:06:48)

 არ მომწონს! გოგო რო ვიყო, მე უფრო ლამაზი ვიქნებოდი! და ბიჭი რო იყოს, ხო რა თქმა უნდა ვაჯობებდი!

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO