მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ბავშვის ოთახის გაფორმება

საბავშვო ოთახის რემონტი ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო საქმეა, რადგან სტილის, დეკორაციებისა და მთლიანად ინტერიერის სწორად არჩევაზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული თუ რამდენად სრულფასოვანი ბავშვობა ექნება თქვენს პატარას. საბავშვო ოთახის ორგანიზება არ ნიშნავს იმას, რომ უბრალოდ დადგათ სარწეველა საწოლი და მიმოფინოთ რბილი სათამაშოები. ყველაფერი უნდა იყოს კარგად მოფიქრებული, ყველაზე პატარა დეტალიც კი. ძირითადი ფაქტორები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ რემონტის დროს, არის უსაფრთხოება, ფუნქციონალურობა და ჰარმონია.

ბავშვის ოთახი მაქსიმალურად გათვლილი უნდა იყოს განვითარებისა და დასვენებისათვის. ამიტომ დიდი ყურადღება მიაქციეთ სამუშაო გარემოს. ბავშვს უნდა ჰქონდეს არამარტო ინტელექტუალური, საგანმანათლებლო თამაშები, არამედ დროის აქტიურად და სახალისოდ გასატარებელი სხვადასხვა საშუალებები. თუ თქვენ გაქვს ძალიან შეზღუდული სივრცე, უმჯობესია გამოიყენოთ ტრანსფორმერი ავეჯი: გასაშლელი საწოლი, დასაკეცი მაგიდა და ა. შ.

ყველაზე მთავარი კი მაინც უსაფრთხოებაა. საბავშვო ოთახში არ შეიძლება იყოს ბასრი კიდეები, აალებადი მასალები, ასევე მყიფე და ადვილად მსხვრევადი ნივთები, რამაც შეიძლება თქვენს პატარას ზიანი მოუტანოს.

alt

alt

მზის სინათლე ძალიან კარგად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკურ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაზე. ამიტომ ბავშვისათვის უნდა შევარჩიოთ რაც შეიძლება განათებული ოთახი. ფანჯარა, საიდანაც სინათლე შემოდის, ასევე მოითხოვს ყურადღებას. უმჯობესია დავაყენოთ ეკოლოგიურად სუფთა ფანჯრის კონსტრუქცია, რომელიც დაიცავს ბავშვს ქუჩიდან შემოსული ხმაურისაგან, მტვრისაგან და მწერებისაგან.
იმ შემთხვევაში, როდესაც ვერ ახერხებთ უზრუნველყოთ სრულყოფილი ბუნებრივი განათება ოთახში, უნდა გამოიყენოთ რაც შეიძლება მეტი ხელოვნური სინათლის წყარო. რომლის სპექტრიც იქნება რბილი, მსუბუქი და არაგამაღიზიანებელი. არანაირი დღის სინათლის ნათურები და ფერადი თვალისმომჭრელი სანათები.

ფერი, აი კიდევ ერთი მთავარი ასპექტი. უნდა ეცადოთ, რომ ჰარმონია იყოს ყველაფერში. თუ თქვენ წითელი ფერის სარწეველა საწოლი უნდა დადგათ ბავშვისათვის, არ ღირს ამავე ფერის შპალერის გაკვრა. ერთფეროვნება ზეწოლას ახდენს ადამიანზე და ქმნის ცუდ განწყობას. ამ შემთხვევაში სჯობს აირჩიოთ უფრო ნათელი ფონი კედლისათვის. ნახატები და შპალერის ფონი, უმჯობესია იყოს ნეიტრალური და მშვიდი. ოპტიმალური ვარიანტია ნაზი ცისფერი, კრემისფერი, ლიმონისფერი, პატარა უმნიშვნელო უზორებით. არ ღირს გამოიყენოთ მულტფილმების პერსონაჯებით მოხატული შპალერი. ეს აფერხებს ბავშვის ფანტაზიის განვითარებას (ასეთი ვარიანტი მხოლოდ ძალიან პატარა ასაკში შეიძლება დავუშვათ). ასევე უნდა მიაქციოთ ყურადღება შპალერის მასალას. უკეთესია თუ აირჩევთ ისეთ შპალერს, რომელიც ირეცხება. უდავოა, რომ არჩევანი ამ სფეროში ძალიან დიდია.

altalt

რაც შეეხება იატაკს, კარგი იქნება თუ გამოიყენებთ ხის ან ლამინირებულ პარკეტს. ლინოლეუმსა და რბილ იატაკს აქვთ თავისი მინუსები (ლინოლეუმი ძალიან ცურავს, ხოლო რბილი იატაკი მტვერს აგროვებს). პარკეტის ან ლამინატის არჩევის შემთხვევაში ყურადღება მიაქციეთ, რომ მასალა აკმაყოფილებდეს ძირითად მოთხოვნებს უსაფრთხოებისა და ეკოლოგიურობის თვალსაზრისით, რაც აუცილებლად უნდა იყოს დამტკიცებული სპეციალური სერთიფიკატით. მასალის ფერი უნდა იყოს არჩეული ოთახის ფერთა გამის შესაფერისად.
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ისიც, რომ ბავშვი იატაკზე არამარტო დადის, არამედ გორავს, დაცოცავს და სძინავს კიდევაც. ამიტომ იატაკი უნდა იყოს არამარტო გამძლე და ეკოლოგიურად სუფთა, არამედ თბილიც. ამის მიღწევა თქვენ შეგიძლიათ იატაკის ქვეშ გამათბობელი სისტემის მოთავსებით.

ჭერი, ეს მშობლების ფანტაზიის უბანია, სადაც შეუძლიათ არამარტო შეღებონ, შეათეთრონ, ან სხვადასხვა ფორმა მისცენ, არამედ მიაწებონ მასზე მანათობელი (რომლების სინათლეს ისრუტავენ და ღამით ანათებენ) ვარსკვლავები, ფიგურები, ან ჩიტები. ჩაბნელებულ ოთახში დაძინების დროს თქვენი პატარა დაინახავს არა ერთფეროვან სიბნელეს და საშინელ აჩრდილებს, არამედ ვარსკვლავებიან ცას, ან ლამაზ ფიგურებს.
შეძლებული მშობლებისათვის, ან მათთვის, ვისაც სურს თავის შვილს აჩუქოს ზღაპარი, არსებობს ვარსკვლავებიანი ცის მზა მოდელი. ეს შეკიდული ჭერია გამზადებული გაფორმებებით. ასეთი ჭერი ძვირი ჯდება, სამაგიეროდ დიდი სიხარული მოაქვს.

საბავშვო ოთახი - ეს მთელი სამყაროა ბავშვის აღქმაში. დაფიქრდით ამაზე და აჩუქეთ თქვენს პატარას ბედნიერება. ოთახის გაფორმების დროს შეჯერდით რომელიმე განსაზღვრულ თემატიკაზე და მაშინ ყველაფერი შესანიშნავად გამოგივათ.

ავტორი: ემილი.

alt

alt

alt

 

alt

alt

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
shav legi
(2011-04-03 22:02:28)

altმაგარია!

cicila lomidze
(2011-03-28 11:56:13)

vaimeee, ra magariaaaa, rogor momcooons tiiiitqmis kveeeeeeeeeeelaalt

mavne 03
(2011-03-25 13:56:28)

altalt

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO