ბლინებს ძალიან დიდი ისტორია აქვთ. ვარაუდობენ, რომ დღეისათვის გავრცელებული მეთოდები, მე 11 საუკუნეში უკვე არსებობდა. დღეს ბლინების ბევრი ვარიანტი არსებობს, (ტკბილი, სანელებლებიანი, ხორციანი, ხიზილალით და ა შ.) და ბევრი ქვეყნის სამზარეულოში უჭირავს თავისი ადგილი. გთავაზობთ ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ რეცეპტს, იმედია მომზადებას არ დაიზარებთ და პერლასაც შესთავაზებთ ნახელავს
მასალა:
250 გ. ფქვილი 4 ც. კვერცხი 0,5 ლ. რძე 50 გ. კარაქი 1 სუფრის კ. რომი მარილი, ვანილი 1 ს/კ სოდა
მომზადების წესი:
ჯამზე დაყარეთ ფქვილი, შუაში ადგილი გამოათავისუფლეთ და ჩაყარეთ შაქარი, დაამატეთ კვერცხი და დაასხით გამდნარი კარაქი. ყველაფერი კარგად აურიეთ. ამის შემდეგ, მასას პატარ-პატარა ნაწილებად დაუმატეთ რძე და აურიეთ. დაუმატეთ რომი (ან რომელიმე ლიქიორი, საყვარელი არომატის მიხედვით) და ცოტა მარილი, სოდა და ვანილი.
თუ ბლინების ცომს ცოტა ლუდს შეურევთ, ბლინები უფრო ფუმფულა გამოვა.
როდესაც ცომი მზადაა, სასურველია მისი დაყოვნება. (რაც უფრო დიდი ხნით, მით უკეთესი).
გაცხელებულ ტაფაზე წაუსით კარაქი ან ზეთი, რომ არ მიიკრას. დაასხით სასურველ სისქეზე ცომი, დაბალ ცეცხლზე ჯერ ერთ მხარეს გამოაცხვეთ და მერე მეორეს.
ბლინებს შეგიძლიათ მოაყაროთ შაქრის პუდრა, ან მიირთვათ საყვარელ ჯემთან ერთად.
გემრიელად მიირთვით!
|