მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საგაზაფხულო დიეტა

როგორც იქნა დადგა გაზაფხული, როდესაც ბუნება თვითონ გვეხმარება გახდომაში. წლიური ბიორიტმი ადამიანისა ასეა მოწყობილი: ჭარბი წონისაგან ყველაზე ადვილად სწორედ გაზაფხულობით ვთავისუფლდებით. და კიდევ, ახლად ამოსული თოთო მწვანილები და ბოსტნეული ძალიან სასარგებლო და იმდენად დაბალკალორიულია, რომ მათი ჭამა შეიძლება რაოდენობის შეუზღუდავად. ორგანიზმი ბევრ ენერგიას ხარჯავს მწვანილებისა და ბოსტნეულის მოსანელებლად. კალურიულობა კი ძალიან მცირეა ამ საკვებში. მაგალითად, 100 გრ კიტში - 15 კკალ., პომიდორში -20, ბოლოკში - 16, სალათაში - 11 და ა.შ.

გარდა ამისა, მცენარეული საკვები ძალიან სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისათვის.
მაგალითად, წითელი ფერის საადრეო ხილი და ბოსტნეული შეიცავს კიბოს საწინააღმდეგო ნივთიერებებს, აქტიურად აფერხებენ დაბერების პროცესს, მდიდარია ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

alt

ნიახური მდიდარია A, C, E ვიტამინებით, მინერალური ნივთიერებებით, ცილოვანი და ბოჭკოვანი ნივთიერებებით. დადებითად მოქმედებენ ნერვულ სისტემაზე და ნივთიერებათა ცვლაზე.

ხახვი - B1, B2, PP ვიტამინები, ასკორბინის მჟავა, კაროტინი. რეკომენდებულია დიაბეტის, ავიტამინოზის, ჰიპერტონიისა და ათეროსკლეროზის დროს.

კიტრი - A, C, B1, B2, PP, U ვიტამინები, მინერალური მარილები, ხელს უწყობს გულის, თირკმელების, ღვიძლის მოქმედებას.

კომბოსტო - C, P, B1, B2, PP, U ვიტამინები, კალიუმის მარილი. ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს მონელებას, ხელს უშლის წყლულის წარმოქმნას.

პომიდორი - C, B1, B2, P, K ვიტამინები, კაროტინი, ფოსფორი, კალიუმი. გამოიყენება ანემიის, გულსისხლძარღვთა დაავადების, გასტრიტის დროს.

კარგი იქნება, თუ წელიწადის ამ დროს საგაზაფხულო სალათების დიეტაზე გადახვალთ. ეს დიეტა იმითაცაა კარგი, რომ სწრაფად მზადდება, ძირითადად უმად, ცოცხლად. ეს აუცილებელია ზამთრის შემდეგ ჩვენი გამოფიტული ორგანიზმისათვის.

საგაზაფხულო დიეტა:
1. შეიძლება მიიღოთ შეუზღუდავად მინერალური ან ჩვეულებრივი წყალი.
2. დილით მიირთვით უშაქრო ყავა, ან მწვანე ჩაი ორცხობილასთან ან ერთ ნატეხ შოკოლადთან ერთად.
3. შუადღისით - საგაზაფხულო სალათა.
4. საღამოს 1 ჩ/ჭ რძე.

ახლა კი შემოგთავაზებთ საგაზაფხულო სალათების რამდენიმე ვარიანტს, რომ თქვენი რამდენიმედღიანი მენიუ მრავალფეროვანი და ვიტამინებით გაჯერებული გამოვიდეს.

საგაზაფხულო სალათების რეცეპტები:

• დავჭრათ ნიახური, სალათის ფოთლები, 1 კიტრი, 1 ვაშლი, 1 ტკბილი წიწაკა, 1 პომიდორი. მოვასხათ ლიმონის წვენი, 1 ს/კ ზეთი ან მაიონეზი, ძმარი, და მარილი გემოვნებით.

• 2 საშუალო კიტრი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა, 1 ს/კ მაიონეზი, ან დაბალკალორიული არაჟანი და მარილი გემოვნებით.

• სალათის ფოთლები დავჭრათ, მოხარშული ქათმის ხორცი 150გრ, ზეთისხილი, წვრილად დაჭრილი კამა. მოვასხათ ლიმონის წვენი და მარილი გემოვნებით.

• 1 კოლოფ უცხიმო ხაჭოს შევურიოთ 2 სუფრის კოვზი რძე (შეიძლება მაწონი ან იოგურტი), დავამატოთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში, კამა, ქინძი, ნიორი, და მარილი გემოვნებით, მიღებული მასა შეიძლება წაუსვათ თხელი პურის ნაჭერზე და მიირთვათ ბუტერბროდის სახით პომიდვრის წვენთან ერთად.

• 2-3 ს/კ ჰერკულესის ფაფას დავამატოთ დაჭრილი პომიდორი, კიტრი, მწვანილი, მარილი.

• დავჭრათ უცხიმო, უმარილო ყველი პატარა ნაჭრებად, წვრილად დავჭრათ კამა, ოხრახუში, რეჰანი და პომიდორი. კარგად ავურიოთ, მოვასხათ ლიმონის წვენი, შეიძლება დავამატოთ ზეთისხილიც.

• დავჭრათ ყვავილოვანი კომბოსტო, პომიდორი, წვრილად დაჭრილი ოხრახუში და კამა, დავამატოთ დაბალკალორიული არაჟანი და მარილი.

• 1 კიტრი, 1 კვერცხი (მოხარშული), მწვანე ხახვი. ყველაფერი დავჭრათ, დავამატოთ 1 კოვზი ზეთი და მარილი გემოვნებით.

• მოხარშეთ 1 კარტოფილი, გაფცქვენით და დაჭერით პატარა ნაჭრებად, მოასხით 1 ს/კოვზი ზეთი, დაჭერით წვრილად მწვანე ხახვი და კიტრი, შეიძლება დაამატოთ 1 ვაშლი პიკანტური გემოსათვის, დაუმატეთ მარილი, პილპილი, დაბალკალორიული არაჟანი. ყველაფერი აურიეთ და მიირთვით.

• ავურიოთ წვრილად დაჭრილი მწვანილი (კამა, ოხრახუში, ქინძი, ნიახური, პრასი) დაბალკალორიულ არაჟანი და მარილი. ეს გარნირი შეგვიძლია ორთქლზე მოხარშულ თევზთან ერთად მიირთვათ.

alt

alt

alt

ასეთი დიეტით შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გაძლოთ. მთავარი ის არის, რომ შიმშილის გრძნობა არ შეგაწუხებთ. შედეგს კი მიიღებთ რამდენიმე კვირაში. დაიკლებთ 4-6 კგ-ს, გაგისუფთავდებათ და გაგილამაზდებათ კანი, და თვალებში სხივი ჩაგიდგებათ. გვერწმუნეთ,რაც უფრო მეტხანს გაძლებთ ამ დიეტაზე, მით უფრო მეტ კილოგრამებს დაიკლებთ და თქვენი ანარეკლი სარკიდან დიდ მადლობას გეტყვით! პერლა გისურვებთ ჯანმრთელობას და სილამაზეს!

 

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         
emili .
(2014-03-25 22:06:41)

გააჩნია რამდენია თქვენი წონა (ჭარბი). დასაწყისში უფრო სწრაფად დაიკლებთ. შესაძლებელია კვირაში 3-5 კგ (თუ ძალიან დიდი ჭარბი წონა გაქვთ, გაცილებით მეტიც). თვეში გამოვა 10 კგ დაახლოებით. საქმე იმაშია, რომ პირველი კვირეების დიეტის დროს უფრო საგრძნობი იქნება დაკლება. შემდეგ კი (როცა წონა დარეგულირდება), კლება შემცირდება. მაგალითად, თუ პირველი 3 კვირის განმავლობაში კვირაში 4 კგ-ს იკლებდით, შემდეგი 3 კვირის დიეტით კვირაში 2 კგ-ს დაიკლებთ. 

oto giorgashvili
(2011-05-02 16:42:19)

am dietit 1 tveshi ramdens davikleb?gtxovt daweret! :* = ))

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO