ტაირა ლინ ბენკსი (Tyra Lynne Banks) - ამერიკელი ტოპ-მოდელი, მსახიობი, მომღერალი, პროდიუსერი და ტელეწმყვანი.
რატომაა ის ასეთი პოპულარული?
მას აქვს უნიკალური შარმი, ბუნებრივი სილამაზე და ნიჭი. ის მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელია. არ იცავს დიეტას, მისდევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. არასდროს გამოუყენებია ბოტექსი. ცნობილია, როგორც ტელეწამყვანი ცნობილი ამერიკული გადაცემისა "ტოპ-მოდელი".
ტაირა ბენკსი პირველი შავკანიანი გოგონა იყო, რომელიც მოხვდა ცნობილი ამერიკული ჟურნალების ""Sports Illustrated"-ის, "Swimsuit Edition"-ის, "GQ"-ის და კატალოგ "Victoria's Secret"-ის ფურცლებზე. მაგრამ მისი ნამდვილი კომერციული წინსვლა იყო ტელეეკრანებზე გამოჩენა.
ტაირა ლინ ბენკსი დაიბადა 1973 წლის 4 დეკემბერს, კალიფორნიის შტატში, ქალაქ ინგლვუდში, სრულიად ჩვეულებრივ, საშუალო დონის ოჯახში. მისი დედა მოდის სახლის НАСА- ს მენეჯერი და ფოტოგრაფი იყო. მამამისი კი კომპიუტერის კონსულტანტი. როდესაც ტაირა 6 წლის იყო, მისი მშობლები დაშორდნენ. დედა მეორედ გათხოვდა.
ტაირა ბენკსი სწავლობდა ლოს-ანჯელესში, ჩვეულებრივ სკოლაში "John Burroughs Middle School"-ში, რომელიც დაასრულა 1991 წელს. სკოლის დასრულების შემდეგ ის მიიღეს "USC" და "UCLA"-ში, მაგრამ მალე შავკანიანი ლამაზმანი შეანჩნიეს სამოდელო სააგენტოებმა და ტაირას მოუწია უარი ეთქვა სწავლის გაგრძელებაზე, რათა მოდელის კარიერისთვის დაეთმო მთელი დრო.
მალე მან მიიღო მონაწილეობა ბრიტანული ტელე-შოუს გადაღებებში და გადაიღეს ფილმში "Inferno". მაგრამ ნამდვილი სერიოზული როლი მას ჰქონდა ფილმში სახელწოდებით "უმაღლესი განათლება".
ის ორჯერ შევიდა პლანეტის ყველაზე ლამაზ ადამიანთა სიაში ჟურნალ "People Magazine"-ის ვერსიით და დაწერა წიგნი "ტაირა - გარეგნობა და შინაგანი სილამაზე".
საიდუმლო მისი უნაკლო აღნაგობისა იმაში მდგომარეობს, რომ ის დიდ დროს უთმობს სპორტს, გატაცებულია ჩოგბურთით და კალათბურთით.
1997 წელს ტაირა წლის "სუპერმოდელად" აღიარეს. 2005 წელს ის შევიდა მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ მოდელთა ხუთეულში. ასევე ის შედის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მოდელთა ათეულში.
31 წლის ასაკში ტაირა ბენკსმა დაასრულა მოდელის კარიერა. ამის შენდეგ მან დააარსა საკუთარი სამოდელო სააგენტო "IMG Models".
2009 წელს მან ეშტონ კატჩერთან ერთად გაუშვა რეალითი-შოუ "სილამაზე შიგნიდან" - იმის შესახებ, თუ როგორ ულამაზოდ შეიძლება იქცეობნენ ლამაზი ადამიანები.
გარდა ამისა, ტაირას მიჰყავდა საკუთარი შოუ "The Tyra Banks Show", რომლის პრემიერაც გაიმართა 2005 წლის 12 სექტემბერს. ამ შოუს ფორმატი ძალიან ჰგავს ჩვენებურ "ნანუკა ჟორჟოლიანის" შოუს. 2008 წელს მან "Daytime Emmy Award "-ის პრემიაც კი მიიღო ამ შოუსთვის.
ერთხელ შოუს მსვლელობისას მან მკერდიც კი გაიშიშვლა იმის დასამტკიცებლად, რომ არანაირი ოპერაციები არ გაუკეთებია მის გასადიდებლად.
ნამდვილი დიდება კი ტაირა ბენკსს მოუტანა ლეგენდარულმა შოუმ "ტოპ-მოდელი ამერიკულად", რომლის პრემიერაც შედგა 2003 წელს და მოულოდნელად ტაირა წამყვანის, პროდიუსერისა და მსაჯის ამპლუაში მოევლინა მაყურებელს. ამ შოუმ იმთავითვე მოხსნა ყველა რეკორდი მაყურებლის სიმპატიისა და იარსება რეკორდული 16 სეზონის განმავლობაში!
ტაირა ბენკსმა დაწერა წიგნი "Modelland". და მომავალში გეგმავს ამ სერიის კიდევ სამი წიგნის გამოშვებას.
ავტორი: ემილი.
|