მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
2012 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კურო (19 აპრილი - 20 მაისი).  

ეს წელი კუროებისთვის წარმატებული იქნება, განსაკუთრებით კი წინა წელს წამოწყებულ საქმეში. პოპულარულები იქნებიან საზოგადოებაში. მომგებიანი სოციალური კონტაქტები ელით. მაგრამ ოჯახური ურთიერთობებში კი მოსალოდნელია პრობლემები. პარტნიორი შეიძლება უკმაყოფილო დარჩეს მისი ყოველდღიური რეჟიმით, მოუცლელობით. მსგავსი წვრილმენები კი შეიძლება სერიოზული განხეთქილების საფუძველი გახდეს. 2012 წელს მათი ძირითადი ამოცანაა შეინარჩუნონ კარგი მდგომარეობა და არ დაუშვან გაუარესება. განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოეპყრონ ოჯახსა და ახლო მეგობრებს, რადგან სწორედ აქაა მოსალოდნელი დაპირისპირებები. კუროები მოგებულნი დარჩებიან იმ შემთხვევაში, თუ გონივრულად და სამართლიანად მიუდგებიან საკითხს. მათთვის ეს წელი წარმატებულია, შესაძლებელია გადავიდნენ საზოგადოებრივი მდგომარეობის უფრო მაღალ საფეხურზე. 

ტყუპები (21 მაისი - 20 ივნისი).

ეს წელი ტყუპებისათვის საკმაოდ გაჯერებული და საინტერესო იქნება. ისინი დაუახლოვდებიან თავიანთი წრის ხალხს, ეცდებიან ურთიერთგაგებას. თუ მათთან ურთიერთობა არ გამოუვათ, მყისვე გაწყვეტენ კავშირს. თუმცა არანაირი კონფლიქტი არ ელოდებათ, რადგან ახალ ადამიანებს მოძებნიან, ვისთანაც კომფორტულად იგრძნობენ თავს. უნდა აღინიშნოს, რომ მათი სოციალური ცხოვრება უფრო აქტიური გახდება. მათ ოჯახში ცვლილებები ელით, უფრო გაზაფხულზე. შეიძლება ყოველივე ამის კატალიზატორი აღმოჩნდეს სრულიად ახალი ადამიანი. ეს წელი მათთვის მშვიდი არ იქნება. პროფესიული თვალსაზრისით კარგი წელი ელით. ისინი შეიძლება გამდიდრდნენ კიდევაც. ყურადღება უნდა გაამახვილონ, რომ მოქმედება მოუწევთ უჩვეულო გარემოში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის პროექტი იქნება, რომელიც ამ წლის ზაფხულში დაიწყება. ტყუპებისათვის ეს წელი წარმატების მომტანია. 

კირჩხიბი (21 ივნისი - 22 ივლისი).

ამ ნიშნის წარმომადგენლები მზად უნდა იყვნენ პირად ცხოვრებაში რადიკალური ცვლილებებისათვის. წლის პირველ ნახევარში მათი სიყვარული და დამოკიდებულება დიდი გამოცდის წინაშე დადგება. ზაფხულიდან კი მათი მდგომარეობა გამოსწორებას დაიწყებს. წლის მეორე ნახევარი აღდგენისა და მშვიდობის დამყარების პერიოდი იქნება მათთვის. პროფესიულ და მატერიალურ სფეროში საქმე კარგად წავა. ეს წელი მათთვის მომგებიანი და წარმატებული დაბანდებების წელი იქნება. თუმცა გამონაკლისებიც შეიძლება. ზოგ მათგანს შეიძლება სამსახურიდან წამოსვლაც მოუხდეს, მაგრამ ახალი სამსახური წინაზე კიდევ უკეთესი აღმოჩნდება.  2012 წელს ისინი გაცილებით მდიდრები იქნებიან, ვიდრე წინა წლებში. ეს წელი მათთვის მორალური დაკმაყოფილების წელი იქნება და მათ მეხსიერებაში დიდხანს დარჩება როგორც შესანიშნავი ეტაპი. 

ლომი ( 23 ივლისი - 22 აგვისტო).

წელს ისინი შეძლებენ იამაყონ საკუთარი თავით და თავიანთი მიღწევებით როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე თავიანთ ოჯახშიც. ამ წელს ყველაფერი ისე იქნება, როგორც მათ სურდათ.  არაჩვეულებრივად ჰარმონიული დამოკიდებულებები მეგობრებთან და თანამშრომლებთან ხელს შეუწყობს მათ წინსვლას. ისინი თავს დაანებებენ შვილებთან მბრძანებლობას და საერთო ენას გამონახავენ მათთან. ახლებური ურთიერთობები მათ ბევრ ახალს ასწავლის და ხელს შეუწყობს პიროვნულ სრულყოფაში. და რა თქმა უნდა, სიყვარული, რომელიც გაულამაზებთ მათ ცხოვრებას განსაკუთრებით გაზაფხულზე. ამ გრძნობას არავითარი წინააღმდეგობები არ შეხვდება, გაჯერებული იქნება სინაზითა და რომანტიკით. პრობლემები შეიძლება შეექმნათ მხოლოდ არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო. მათი დევიზი ამ წელს უნდა იყოს პრაქტიკულობა. არ აიღონ თავის თავზე ისეთი ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც გაუჭირდებათ. წელს მათ ელოდებათ კარიერული წინსვლა, კოლეგების პატივისცემა და მატერიალური კეთილდღეობა. 

ქალწული ( 23 აგვისტო - 22 სექტემბერი).

ქალწულებმა უნდა გამოიჩინონ წინდახედულობა, რადგან ეს წელი უბიძგებს მათ აჩქარებული და გაუაზრებელი გადაწყვეტილებებისაკენ. მხოლოდ დაკვირვებულობა და საღი აზრი გადაარჩენს მათ უსიამოვნებებისაგან და ეს მათ ამ წლის განმავლობაში გამუდმებით უნდა ახსოვდეთ. მათ არ ეცლებათ რომანტიკისათვის, იძულებულნი გახდებიან გრძნობები დაუქვემდებარონ ყოველდღიურ საქმიანობას. ეს კი ძალიან სერიოზული საკითხია. პარტნიორს გაუჭირდება თუ არა გათავისება მისი ცხოვრებისეული პრობლემებისა, ამისი პროგნოზირება ძნელია. ეს იქნება მათი გრძნობების სიმტკიცის სერიოზული გამოცდა. პროფესიული თვალსაზრისით მათთვის ეს წელი  მომგებიანი იქნება. მთავარია აუჩქარებლად აარჩიონ პრიორიტეტული მიმართულება. ფულთან მომჭირნეობა მართებთ, რადგან უსახსროდ დარჩენის საშიშროება არსებობს მათი "შოფინგით" გატაცების გამო. 

სასწორი ( 23 სექტემბერი - 22 ოქტომბერი).

ეს წელი სასწორებისთვის ურთიერთწინააღმდეგობების წელი იქნება. ერთის მხრივ ის იქნება სავსე პრობლემებით, რაც მათ მუდმივ ტონუსში ამყოფებს, მეორეს მხრივ კი ისინი ბედნიერნი იქნებიან სიყვარულსა და ურთიერთობებში. ეს გრძნობა მათ დიდ სიხარულს აჩუქებს. ამ წელს რომანტიულ სფეროში მოხდება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენები. დიდია ალბათობა ახალი კავშირისა. მთელი წლის განმავლობაში სასწორები ღიად და აღფრთოვანებით გამოხატავენ თავიანთ გრძნობებს. ისინი იქნებიან იმპულსურები და უშუალოები. მათ ბევრი წინააღმდეგობები შეხვდებათ, მაგრამ მათი უშრეტი ენერგიის, შეუპოვრობისა და მოთმინების წყალობით მატერიალური მდგომარეობა გამოსწორდება და კმაყოფილნი დარჩებიან ამ წლით.

მორიელი (23 ოქტომბერი - 20 ნოემბერი).   

ეს წელი მორიელებს ოცნებების ახდენას უქადის. ისინი შეხვდებიან ადამიანს, რომელიც მათ აღაფრთოვანებს და აიძულებს თავიანთი ყველაზე საუკეთესო თვისებები გამოავლინონ. მორიელები ოცნებებით გაცისკროვნებულნი და ენერგიით სავსენი, გარეგნულადაც უკეთესობისაკენ შეიცვლებიან.  ეს წელი ძალიან სასიამოვნო იქნება მათთვის. თუმცა რომანტიულ სფეროში მოსალოდნელია აღმავალი და დაღმავალი პერიოდები. ამ წელს ინტიმურ კავშირებს ისინი სერიოზულობით მოეკიდებიან, ამიტომ  სავსებით შეგიძლიათ ენდოთ მორიელებს - ყველაფერი, რასაც ისინი გრძნობით იტყვიან, გულიდან წამოსული იქნება. საოცრად ჰარმონიული ატმოსფერო ექნაბათ ოჯახში.  სიყვარული საკუთარ სახლში უფრო მიმზიდველად მოეჩვენებათ. წლის პირველ ნახევარში პროფესულ სფეროში დაღმავალი პერიოდი ექნაბათ. მოვლენები საოცარი სისწრაფით განვითარდება და ეს შეცდომის დაშვების საშიშროებას შექმნის. წლის მეორე ნახევარში საქმე დასტაბილურდება. წლის ბოლო უფრო კიდევ უფრო მომგებიანი გახდება.

მშვილდოსანი (23ნოემბერი - 21 დეკემბერი).

ამ წელს მშვილდოსნებს შეუძლიათ იყვნენ ჩვეულებრივზე გახსნილები, გაუზიარონ ერთი შეხედვით ძალიან პრობლემატური საკითხები სხვებს. ეს ხელს შუწყობს მათ წინსვლას. თუ მოინდომებენ, პირად ცხოვრებაში სურვილების ასრულებასაც შეძლებენ. მარტოხელა მშვილდოსნებისთვის ეს წელი ცხოვრების თანამგზავრის გაცნობის წელი იქნება. დაოჯახებულებს კი ეჭვიანობასთან დაკავშირებით პრობლემები ელით. ამიტომ  უნდა ეცადნონ არ დააეჭვონ მეუღლეები. წელს ისინი უნდა ერიდნონ კონფლიქტებს. დაძაბულობა მათ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს შეუქმნის. პროფესიონალური თვალსაზრისით ეს წელი ზომიერად წარმატებული გამოდგება. ფულთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე და წინდახედულების გამოჩენაა საჭირო, ვინაიდან შესაძლებელია მოულოდნელად საჭირო გახდეს საქმეში ფულის დაბანდება. ეს წელი ძალიან შეუპოვარი და ძლიერი ნებისყოფის მშვილდოსნებისათვის იქნება შემოსავლიანი. 

თხის რქა (22 დეკემბერი - 20 იანვარი).

ეს წელი თხის რქებისათვის მშვიდი, სულიერი განვითარებისა და ზრდის წელი იქნება. აღმავალი გზა რთული და ხანგრძლივი გამოდგება, მაგრამ ისინი მის დაძლევას შეძლებენ და წარმატებითაც დატკბებიან. წლის განმავლობაში იქნება პერიოდები, როდესაც ისინი მთლიანად გადაერთვებიან საქმეში, რაც გამოიწვევს დაძაბულობას ოჯახში. თუმცა კონფლიქტამდე ეს სიტუაცია არ მივა. ოჯახის წევრები გაგებით მოეკიდებიან ამას და რთულ სიტუაციებში გვერდითაც კი დაუდგებიან. ჯანმრთელობა და განწყობა თხის რქებს არ შეერყევათ თუ თვითონ არ გადაიტვირთავენ თავს სტრესით და არასწორი კვებით. საქმიან სფეროში მოსალოდნელია ხარისხობრივად სხვა დონეზე გადასვლა. ამ პერიოდისათვის განსახორციელებელი პროექტები გაცილებით რთული იქნება ვიდრე აქამდე, თუმცა არა დაუძლეველი. ნოვატორული მოქმედებები ვერ შეარყევენ მათ მატერიალურ მდგომარეობას. წლის დასაწყისშივე ისინი მიიღებენ დამატებით შემოსავალს, რომელსაც ისევ საქმეში დააბანდებენ. ეს მათ აიძულებს იყვნენ მომჭირნეები. ამ წელს თხის რქები საკმაოდ ენერგიულები და მიზანსწრაფულები იქნებიან. 

მერწყული (21 იანვარი - 18 თებერვალი).

წელს მერწყულები წინა წლებში გაწეული შრომის შედეგებს მოიმკიან. საქმეები ისე წარიმართება, როგორც ელოდნენ. 2012 წელს მერწყულები მთლიანად ოჯახზე ორიენტირებულნი იქნებიან. ისინი იგრძნობენ განსაკუთრებულ მოთხოვნას ოჯახური სითბოს მიმართ. გასაკუთრებულად თბილი ურთიერთობა ექნებათ მეორე ნახევართან. მარტოხელა მერწყულები კი აუცილებლად შეხვდებიან საკუთარ სიყვარულს. გრძნობები საკმარისად ღრმა იქნება საიმისოდ, რომ ოჯახის შექმნაზე გადაწყვეტილება მიიღონ. მნიშვნელოვანია არ მოხდეს საკუთარი ბედნიერებისადმი გვერდით ჩავლა. პროფესიონალური სფერო მათთვის უმნიშვნელოვანესი გაზაფხულზე გახდება. ამ პერიოდისთვისაა მოსალოდნელი კარიერული ზრდა და შემოსავლების მატება. მერწყულები ყველაფერს გააკეთებენ საიმისოდ, რომ შესაძლებელი რეალობად აქციონ. ამ დროს ისინი ცოტათი დასცილდებიან ოჯახს. საჭიროა ყურადღება, რომ ეს პროცესი უკიდურესობამდე არ მივიდეს. წელს ოჯახური იდილია არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე სამსახურეობრივი მდგომარეობა, სოციალური სტატუსი და აუცილებელია ამ ყოველივეს დაბალანსება. 

თევზები (19 თებერვალი - 20 მარტი).

თევზებისათვის 2012 წელი დაბალანსებული - სამსახურეობრივი და პირადი წარმატებების წელია. თევზები განსაკუთრებულად აქტიურნი იქნებიან საკუთარი ბედნიერებისათვის ბრძოლაში. ნებისმიერი კონფლიქტი ოჯახში აღმოიფხვრება და დადებითად გადაიჭრება. მარტოხელა თევზებისათვის ეს წელი შესაძლებელია იყოს დაოჯახების წელიც, თუ ისინი თავიდანვე განსაზღვრავენ თუ რას ელიან ქორწინებისაგან: ესპანურ ვნებას, მშვიდ ალერსს თუ მატერიალურ თავშესაფარს. უცბად ყველაფრის მიღება ვერ მოხერხდება.თევზები წელს ფულის ხარჯვით იქნებიან დაკავებულნი, თუმცა ეს მათ არ გააღიბებს. ამ წელს საკუთარი სახსრების ყველაზე გამჭრიახი და სარფინი განმკარგველები თვითონ იქნებიან. წელს თევზები პროფესიონალური წარმატების მწვერვალში მოექცევიან. მათი უნარი მყისიერად მოერგონ საბაზრო კონიუქტურას, სასურველ შედეგს მოიტანს. ამ ფონზე ლოგიკური იქნება თანამდებობრივი დაწინაურება სამსახურში. ამ წელს თვით იღბალი იქნება მათი მეგზური. ისინი შეხვდებიან ღირსეულ ადამიანებს, რომელბიც მათ პროფესიულ წინსვლაში დაეხმარებიან.

ვერძი (21 მარტი - 18 აპრილი).

2012 წელს ვერძები ძველი სულიერი კავშირების აღდგენას შეუდგებიან. ეს მათთვის იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ ძალასა და ღონეს არ დაიშურებენ დასახული მიზნის მისაღწევად. ვერძები შეეცდებიან მოძებნონ ყველა ის, ვინც მათთვის ძვირფასია, უთხრან ის რისი თქმაც მანამდე ვერ მოახერხეს, გააკეთონ ის რისი გაკეთებაც არ დასცალდათ ამა თუ იმ მიზეზების გამო. ამ დროს ამოტივტივდებიან სულში ჩამარხული ძველი უსიამოვნებები, პასუხი გაეცემა დაუმსახურებელ წყენებს და ასე მოხდება ოჯახური კარმის განწმენდა. მარტოხელა ვერძები კი იპოვიან მათთვის ძვირფას ადამიანებს. წარსული წარუმატებლობებით გათანგულები 2012 წელს შეძლებენ ძალების აღდგენას. ისინი შეძლებენ ყველაფრის გამოსწორებას და დაკარგული ოპტიმიზმის დაბრუნებას. ეს იქნება აქტიურობის წელი. ვერძებმა უნდა ისწავლონ მათში არსებული უმართავი ენერგიის მართვა და საზრიანად გამოყენება. პროფესიულ სფეროში ვერძებს საშუალება მიეცემათ მიაღწიონ წარმატებას. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შანსის ხელიდან გაშვება, რადგან მეტი შანსი შეიძლება აღარ იყოს. 

 

ავტორი: ემილი.

 

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO