მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
საქორწინო ხელშეკრულება

მსოფლიოს თითქმის ყველა განვითარებულ ქვეყანაში საქორწინო ხელშეკრულება ჩვეულებრივი და ფართოდ გავრცელებული მოვლენაა. ნელ-ნელა ის საქართველოშიც იკიდებს ფეხს. დღეს წყვილები სულ უფრო ხშირად ფიქრობენ საქორწინო ხელშეკრულებაზე, თუმცა საბოლოოდ ამას მხოლოდ მათი მცირე ნაწილი თუ აფორმებს. 

რას წარმოადგენს საქორწინო ხელშეკრულება და არის თუ არა იგი საჭირო? 

ეს არის დოკუმენტი, რომელშიც, უპირველეს ყოვლისა, ასახულია მეუღლეთა ქონებრივი მდგომარეობა და უფლება-მოვალეობანი. მეუღლეებს შორის შედგენილი და გაფორმებული ამ დოკუმენტის დამოწმება ხდება ნოტარიულად. ხელშეკრულება დგინდება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან თითო ეგზემპლარი მეუღლეებისაა, მესამე კი ხელშეკრულების გამფორმებელ იურისტთან რჩება.

ხელშეკრულებაში შეიძლება ასევე დაფიქსირებული იყოს მეუღლეების არამხოლოდ ქონებრივი მდგომარეობა და უფლება-მოვალეობები, არამედ სხვა მრავალი ასპექტებიც. მაგალითად, ინტიმური ცხოვრება და ა.შ.

საქორწილო ხელშეკრულების ვადა განქორწინებისას იწურება. თუმცა მეუღლეებს ამა თუ იმ მოსაზრების გამო შეუძლიათ ხელშეკრულების ვადამდე  შეწყვეტა ან მასში ცვლილებების შეტანა.

ჩვენს ქვეყანაში, კანონის თანახმად, ქორწინების პერიოდში დაგროვილი ქონება განქორწინებისას მეუღლეებს შორის თანაბრად იყოფა. მაგრამ საქორწინო ხელშეკრულება საშუალებას იძლევა ქონება არათანაბრად განაწილდეს. 

კონკრეტულად რა საკითხები შეიძლება იყოს ასახული საქორწინო ხელშეკრულებაში?! 

ხელშეკრულებაში შეიძლება განისაზღვროს ისეთი საკითხები როგორიცაა, გადასახადების გადახდაზე მოვალეობების გადანაწილება ცოლ-ქმარს შორის. მაგალითად, კომუნალური გადასახადების გადახდა დაეკისროს ერთს, ხოლო ავტომობილის შეკეთება მისი დაზიანების შემთხვევაში - მეორეს. 

ხელშეკრულებით შესაძლებელია განისაზღვროს თუ ვისი იქნება ესა თუ ის ქონება თანაცხოვრებისას და ვის საკუთრებაში გადავა  ის განქორწინების შემდეგ. 

ასევე შესაძლებელია განისაზღვროს ვადები ქონების განკარგვაზე თანაცხოვრების პერიოდისათვის. ვთქვათ, ქონებას (ავტომობილს) პირველი ორი წელი განკარგავდეს ერთი, ხოლო მომდევნო წლები მეორე (ან ორივე). 

სხვათა შორის, კანონით, საჩუქრები, რომლებსაც მეუღლეები ქორწინების პერიოდში თანაცხოვრებისას ერთმანეთს ჩუქნიან განქორწინების შემთხვევაში მჩუქებლის საკუთრებაა. ანუ, ქმრის მიერ ცოლისათვის ნაჩუქარი ბრილიანტის ბეჭედი განქორწინების შემდეგ ისევ ქმრის საკუთრებაში რჩება. საქორწინო ხელშეკრულებაში შესაძლებელია ჩაიდოს პუნქტი, რომლის თანახმად თანაცხოვრების პერიოდში გაკეთებული საჩუქრები საჩუქრის მომხმარებელს რჩება. 

საქორწინო ხელშეკრულება საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები  როგორიცაა შვილების შენახვა-პატრონობა. ანუ, განისაზღვროს ყოველთვიური თანხა, რომელიც დაეკისრება თითოეულ მშობელს შვილების შესანახად ან მოხუცი მშობლების უზრუნველსაყოფად. 

შესაძლებელია ასევე ისეთი პუნქტის ჩადებაც, რომლის მიხედვითაც ერთი მეუღლის შემოსავალუუნარობის შემთხვევაში, მეორეს მის რჩენას, შენახვას დააკისრებს.

ამ პუნქტით ყველაზე მეტად ქალია დაინტერესებული, იგი მომავალი დედაა,  დედობა კი მშობიარობასთან, შემდგომ კი ბავშვის აღზრდის გამო დეკრეტულ  შვებულებაში ყოფნასთან არის დაკავშირებული.  ამ პერიოდისათვის ქალი შემოსავალუუნარო იქნება. 

ხელშეკრულებაში შეიძლება  კონკრეტული თანხის განსაზღვრა, რომლის ყოველთვიურად გადახდაც ქმარს დაეკისრება ცოლის მიმართ  ამ უკანასკნელის დეკრეტულ შვებულებაში ყოფნისას. 

დღეს ბევრი წყვილი ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ოფიციალურად რეგისტრაციის გარეშეა. ამ შემთხვევაში წყვილს ერთმანეთის ქონებაზე  არანაირი კანონიერი უფლება არა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ თანაცხოვრების პერიოდში საერთო ფულით  მათ მიერ შესაძლებელია შეძენილ იქნეს სხვადასხვა ქონება: საოჯახო-საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავტომობილი, სახლი და ა.შ.  იგი ეკუთვნის მას, ვისზეც შეძენის პროცესში იყო გაფორმებული, ვისი სახელიც ქვითარზე ან შეძენის დოკუმენტში არის დაფიქსირებული.

არაოფიციალურად თანაცხოვრების დროსაც კი კარგი იქნება, თუ  შედგება ხელშეკრულება, რომელშიც, ისევე როგორც საქორწილო ხელშეკრულებაში, განსაზღვრული იქნება პირების ფინანსურ-მატერიალური, საკუთრებრივი თუ ქცევითი უფლება-მოვალეობები. ასეთი ხელშეკრულება ერთგვარი დაზღვევაა იმ გაურკვევლობებისაგან, რომლებსაც შესაძლოა გაყრისას ჰქონდეს ადგილი.

რა თქმა უნდა, საქორწილო ხელშეკრულება საკუთარი უფლებების დაცვის კარგი საშუალებაა. საკუთარი ქონებისა და ფინანსების დასაზღვევად, უსიამოვნებებისა და დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, იურისტები  გვირჩევენ გავაფორმოთ საქორწილო ხელშეკრულება.

გადადგით ერთი ნაბიჯი წინ და იცხოვრეთ ნაკლები პრობლემებით!

პერლა გისურვებთ უშფოთველ და მოწესრიგებულ ცხოვრებას!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO