ლამაზი დღეები... უაზრო აზრები... უტვინოდ ჩადენილი ცოდვები... თოჯინები... სათამაშოები... დაუვიწყერი ფრაზები... მოსაბეზრებელი და დაუსრულებელი კითხვები, რომლებიც მთავრდებოდა შეკითხვით „რატომ?" - ეს ბავშვობაა.
დაუფიქრებლად ათასგვარ კითხვას ვსვამდი, ხშირად ერთიდაიგივეს, თუმცა მაშინ პასუხები ჩემს კითხვებზე უმტკივნეულო იყო... ჩემი საქმე თამაში იყო, ხოლო სამსახური - საბავშო ბაღი... ვიყავი ბედნიერი რაღაც-რაღაცეების მიუხედავად და მინდოდა, რომ სულ ასე ვყოფილიყავი მთელი ცხოვრება...
პატარა ანი (ანუ მე) იყო პრანჭია, ცელქი და მოუსვენარი გოგო. თუმცა - სულ საჩხუბარი... ხშირად ეკითხებოდა დედას - რატომ დამსაჯე? რატომ არ მიგყევარ შენს დაქალებთან? რატომ არ მყიდულობ იმ თოჯინას? და ა. შ.
გავიდა დრო... გავიზარდე... სხვა მოთხოვნები მაქვს... დროის გასვლასთან ერთად ყველაფერი შეიცვალა.
წავიდა... ჩემი ცხოვრებიდან წავიდა ადამიანი, რომელიც უძლიერესად მიყვარდა, რომელსაც დიდ პატივს ვცემდი. მე ის ყველას და ყველაფერს მერჩივნა... ჩემთვის ის ყველაფერს აკეთებდა. ...მხოლოდ ბავშვობის მოგონებები დამრჩა - სამსახურიდან დაღლილი რომ მოვიდოდა და მძინარეს გულში ჩამიკრავდა. ...ახლა ასე აღარ არის... წავიდა... მე გავუშვი? არა, თვითონ წავიდა... და მე ახლა ვსვამ კითხვას: რატომ?
ავტორი: ანი ჩიხრაძე
|