მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ფიზიოგნომიკა - როგორ გამოვიცნოთ ადამიანის შინაგანი სამყარო მისი გარეგნული ნიშნებით?

დადგენილია, რომ სახის მოყვანილობა და ნაკვთები ადამიანის ხასიათის თავისებურებებზე მეტყველებს. ამის შესახებ არსებობს მეცნიერება, სახელწოდებით - ფიზიოგნომიკა, რომელიც ადამიანის გარეგნული ნიშნებით, უმეტესად სახის ნაკვთებით იკვლევს მის ხასიათს და თვისებებს. ეს მეცნიერება ამტკიცებს, რომ ადამიანის გარეგნული ნიშნების მიხედვით შესაძლებელია მისი შინაგანი სამყაროს გაგება.

შემოგთავაზებთ რამდენიმე მოსაზრებას, რის მიხედვითაც შეგიძლიათ იმსჯელოთ თქვენთვის საინტერესო ადამიანების თვისებებზე.

1.მართკუთხედი სახე მაღალი შუბლით არისტოკრატიულობის ნიშანია. ასეთი მოყვანილობის სახის მქონე ადამიანები, როგორც წესი, შრომისმოყვარენი და ამბიციურები არიან. მათთვის პატივი და მოვალეობა ძალიან მნიშვნელოვანი მცნებებია.

alt

2. ადამიანი, რომლის სახის მოყვანილობა კვადრატული ფორმისაა, შეუპოვარი და ჯიუტია. ის არაა რომანტიული და პოეტური, სამაგიეროდ მყარად დგას ფეხზე.  

alt

3. ადამიანები მრგვალი ფორმის სახით, გამოირჩევიან ეშმაკობით და მოყვარულები არიან ცხოვრებისეული სიამოვნებებისა და მრავალფეროვნებისა.

alt

4. ადამიანები სამკუთხედის ფორმის სახით (განსაკუთრებით ქალები), ყველაზე ხშირად გვხვდებიან. ეს ნიშანი მათი ხასიათის სირბილეზე და მეოჯახეობაზე მეტყველებს. თუ პროპორციული ნაკვთები აქვთ (არა აქვთ დიდი შუბლი გრძელი ნიკაპი), მაშინ ისინი მეუღლის ერთგულები არიან.

alt

გარდა ამისა, სხვა დამახასიათებელი ნიშნებიცაა, რომლებიც ასევე განსაზღვრავენ ადამიანის ხასიათებს.

  • ადამიანები მკაფიოდ გამოხატული ღრმულით ნიკაპზე უპირატესობას ანიჭებენ სასიყვარულო ურთიერთობაში მრავალფეროვნებას.
  • წინ გამოწეული ნიკაპი მამაკაცურობისა და მყარი ხასიათის დამახასიათებელი ნიშანია, ხოლო შიგნით შეწეული ნიკაპი სუსტი ნებისყოფასა და ხასიათის სირბილეზე მეტყველებს.
  • აპრეხილი ცხვირი - ცნობისმოყვარეობის მიმანიშნებელია.
  • თუ ცხვირის წვერი ჩამოგრძელებულია, თითქოს ის ტუჩისკენაა დახრილი, იმაზე მეტყველებს, რომ მისი პატრონი ეჭვიანი, სხვისი აზრების ადვილად გამომცნობია.
  • ფართო თვალის ჭრილის მქონე ადამიანები ფიქრობენ და საუბრობენ სწრაფად, ისინი გამოირჩევიან ცოცხალი ემოციებით, რასაც ვერ ვიტყვით ვიწრო თვალის ჭრილის მქონე ადამიანებზე. 
  • შეშუპებული თვალის უპეები თირკმელების პრობლემებზე და ამ ადამიანის სუსტ ხასიათზე მეტყველებს.
  • ყავისფერი თვალების მქონე ადამიანი თბილი, მოსიყვარულე და მეოჯახეა. თაფლისფერი თვალების მქონე ადამიანი - ეჭვიანი, გონებამახვილი და ლოგიკურად მოაზროვნე. ცისფერი თვალები მეოცნებე, ქარაფშუტა და ალერსიან ადამიანებს აქვთ, რომელთაც კარგი იუმორის გრძნობა და ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული ნიჭი ახასითებთ. მწვანეთვალება ადამიანები ნიჭიერები და მისტიკისკენ მიდრეკილნი არიან. შავთვალება ადამიანები უმეტესად გაუბედავები და მშიშარები არიან.
  • დიდ პირიანი ადამიანები შფოთიანები, მოლაყბეები და მოხერხებულები არიან. ზომიერი პირი კი გაწონასწორებულ და მშვიდ ხასიათზე მიანიშნებს.
  • სქელი ქვედა ტუჩი ადამიანის უგულისყურო და უყურადღებო ხასიათზე მეტყველებს. ვიწრო ტუჩემი ხასიათის სიმკაცრის მიმანიშნებელია.   

იმის მიხედვით, თუ სახის რომელ ნაწილზე აქვს ადამიანს გამონაყარი (მუწუკები), შეგვიძლია დავადგინოთ ამა თუ იმ ორგანოს პრობლემების შესახებ:

  • შუბლზე გამონაყარი წვრილი ნაწლავების პრობლემებზე მეტყველებს.
  • ნიკაპზე გამონაყარი სასქესო ორგანოების პრობლემების მაჩვენებელია.
  • ლოყებზე გამონაყარი კუჭის პრობლემების დროს ჩნდება.
  • წარბებს შორის გაჩენილი გამონაყარი კი ღვიძლის პრობლემების მიმანიშნებელია.

 

ავტორი: ემილი

2014-03-09

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO