გიგა:
მეგალაინიდან გამოვედი ელიავას მხრიდან. ორმა მიკროავტობუსმა არ გამიჩერა. ვდგავარ. ველი შემდეგს. გოგონამ წერეთლის მხრიდან გზაზე გადმოირბინა. ყურებში ყურსასმენები ჰქონდა და ეტყობოდა საკმაოდ ხმამაღლა უსმენდა მუსიკას, რადგან თითქმის მიყვირა, როცა მკითხა, - "სმაილის" მაღაზია ხომ არ იცით სად არისო? - მეგალაინში-მეთქი, ვუთხარი და მომავალ მიკროავტობუსს ავუქნიე ხელი. გოგონამ ხელს გააყოლა თვალი და ელიავასკენ გადაირბინა. - მანდ არა, მეგალაინში! - დავუძახე. მომხედა მაგრამ მივხვდი ვერ გაიგონა და ხელი გავუქნიე - არაა-მეთქი. გოგონამ ფართოდ გამიღიმა და ხელი დამიქნია დამშვიდობების ნიშნად, თან ჰაეროვანი კოცნაც გამომიგზავნა. გამეღიმა, ღირდა მესამე მიკროავტობუსის გაშვებად. ხო მესამე, რადგან როცა გოგონას ხელით ვანიშნებდი "მანდ არაა"-მეთქი, მიკროავტობუსის მძღოლს ეგონა, აღარ ვაჩერებდი და გაზს ისე მიადგა მგონი ახმეტელამდე ვეღარ გააჩერებდა.
ქეთი დუვარდი
დღეს ზარია: - გერმანული კლინიკიდან გიკავშირდებით. ჩვენთან შეგიძლიათ მიიღოთ უფასო კონსულტაცია ..... - არ მცალია ქალბატონო, კურდღელს ვაბალახებ და სხვა დროს დამირეკეთ. - ვპასუხობ გულწრფელად. - მასხარად გვიგდებთ? მივხვდი სიტუაციის კომიკურობას და ხმამაღლა ვიცინი. - თქვენ რომ სპეციალისტი გჭირდებათ, ჩვენ არ გვყავს. -მპასუხობს.
|