მასალა ცომისათვის:
წყალი - 1 ჩ/ჭ.
მარგარინი "ვიტამი" - 120 გრ.
მარილი - 1 მწიკვი.
ფქვილი - 1 ჩ/ჭ.
კვერცხი - 4 ცალი.
მასალა კრემისთვის:
რძე - 2 ჩ/ჭ.
ფქვილი - 2 ს/კ.
კარაქი -100 გრ.
შაქარი - 1 ჩ/ჭ.
ვანილი, კონიაკი, ნახევარი ლიმონის ცედრა.
მომზადების წესი:
პატარა ზომის ქვაბში ჩავასხათ წყალი, ჩავდოთ მასში მარგარინი, დავუმატოთ მარილი და მივიყვანოთ ადუღებამდე, თან ვურიოთ. მარგარინი რომ გადნება, დავამატოთ ფქვილი. (ჭიქა კარგად სავსე უნდა იყოს, რომ ცომი არ გაგითხელდეთ, ან 1 ს/კ ფქვილი კიდევ დაამატეთ ყოველი შემთხვევისთვის). მასა საკმაოდ სქელი უნდა გამოვიდეს. ეს ყველაფერი კარგად ამოურიეთ დ მანამდე არ შეწყვიტო მორევა, სანამ ცომი ქვაბის კედლებს ადვილად არ მოსცილდება. რომ შეატყობთ, ცომი ქვაბის კედლებს არ ეკრობა, გადმოდგით, გადმოიღეთ ცომი ჯამზე დ გააგრილეთ.
ამ დროს ღუმელი უკვე უნდა ჩართოთ 200 გრადუსზე, რომ კარგად გახურება მოასწროს სანამ გამოსაცხობად მზად იქნება "შუ"-ები.
გაგრილებულ ცომის მასას ჯერ 1 კვერცხი შეურიეთ და კოვზით კარგად ამოურიეთ სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ, მერე მეორე, მესამე, მეოთხე.
გაამზადეთ საცხობი ფორმა, დააფინეთ მასზე კალკის ქაღალდი და კოვზით მოათავსეთ ცომი პატარა ბურთულებად (შეგიძლიათ საკონდიტრო ტომარაშიც მოათავსოთ ცომი და ასე გაანაწილოთ ტაფაზე). გაითვალისწინეთ, რომ ცხობისას ბურთულები ზომაში 2-ჯერ გაიზრდებიან და ერთმანეთს არ უნდა მიეკროს.
გამოსაცხობად გამზადებული "შუ"-ები შევდგათ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და ვაცხოთ 20 წთ-ის განმავლობაში. შემდეგ დავუწიოთ 150 გრადუსზე და 15 წთ კიდევ ვაცხოთ.
სანამ "შუები" გამოცხვება მოვამზადოთ კრემი შემდეგნაირად:
რძეში ჩავყაროთ შაქარი და ფქვილი და განუწყვეტელი მორევით ნელ ცეცხლზე ავადუღოთ. გადმოვდგათ ცეცხლიდან, გავაცივოთ და შევათქვიფოთ კარაქი, დავუმატოთ ვანილი, კონიაკი და ლიმონის ცედრა. ვთქვიფოთ გათეთრებამდე.
თქვენი მოხარშული კრემი მზადაა.
გამომცხვარი "შუები" გავაცივოთ, დანით გავსეროთ, გამოვავსოთ შიგნით სიცარიელე კრემით (კოვზის საშუალებით) და თავზე გასაფორებლად მოვაყაროთ შაქრის პუდრა (ამისათვის 1 ჩ/კ შაქარი და ძალიან ცოტა ვანილი საფქვავში უნდა დაფქვათ).
ამ რეცეპტით 12 ცალი დიდი ზომის (მე ასე ვაკეთებ) "შუ" გამოგივათ.
გემრიელად მიირთვით!
ავტორი: ემილი.
2016-04-05.
|