ვერძი. მოგეცემათ შანსი საკუთარ თავს გვერდიდან შეხედოთ და დაშვებული შეცდომები გამოასწოროთ. არ ღირს კომუნიკაცია თქვენთვის უინტერესო ადამიანებთან, ტყუილად ნუ მისცემთ მათ ჭორაობის საბაბს. დღეს ეს ენერგიისგან გამოგფიტავთ. აკონტროლეთ საკუთარი თავი საყიდლების განხორციელებისას: შესაძლებელია აფსოლუტურად უსარგებლო ნივთებში დახარჯოთ ფული.
კურო. ხელსაყრელი დღეა. თქვენ შეძლებთ გამოასწოროთ ძველი შეცდომები, შექმნათ პროექტები და დაიწყოთ ახალი საქმეები. ეს დღე აქტივობასა და უამრავ პოზიტიურ ამოციას გპირდებათ. პირად ცხოვრებაშიც ყველაფერი კარგად იქნება. ზოგიერთ თქვენგანს ელის შეხვედრა ადამიანთან, რომლის დახმარებითაც ბევრ მიზნის მიღწევას შეძლებთ ცხოვრებაში.
ტყუპები. სიტყვები... სიტყვები... სიტყვები... ისინი წვიმის წვეთებივით გეცემიან ყოველი მხრიდან. ერთნი გაოცებენ... მეორენი იმედს გიცრუებენ... მესამენი გულს გტკენენ... კარგი იქნებოდა ქოლგა გამოგეყენებინათ, მაგრამ ბედის ირონიით ის სახლში დაგრჩათ. რა გაეწყობა, მარტოს მოგიწევთ ღვარცოფის გადატანა.
კირჩხიბი. სიფრთხილე გამოიჩინეთ სამუშაოსთან დაკავშირებით. ერთი არასწორი ნაბიჯი და - დაემშვიდობებით ავტორიტეტს ხელმძღვანელებთან. სამსახურში გამუდმებული კარიერული წინსვლის ტენდენციით ხასიათდება თქვენი მდგომარეობა.
ლომი. დღის პირველ ნახევარში ძალიან მარტივი იქნება თქვენით მანიპულირება და აუცილებლად მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამით სარგებლობას მოინდომებს. ფრთხილად იყავით! დღის მეორე ნახევარი მშვიდად და მოზომილად ჩაივლის. უარი თქვით ალკოჰოლზე, - მისგან გაუთვალისწინებელ შედეგებს მოიმკით.
ქალწული. დროა იმოქმედოთ და ოცნებებს ფრთები შეასხათ. ნუ იზარმაცებთ და ყველაფერი გამოგივათ. ეწვიეთ ექიმს და შეამოწმეთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ასევე კარგი იქნება დღეს შიმშილობის, დიეტის ან გამაახალგაზრდავებელი პროცედურების ჩატარება.
სასწორი. დღეს ვარსკვლავები უამრავ სიურპრიზს გჩუქნიან. სამწუხაროდ ყოველი მათგანი სასიამოვნო არ აღმოჩნდება, მაგრამ ბედი დაგეხმარებათ მათ გამკლავებაში. მატერიალური თვალსაზრისითაც არ არის წარმატებული პერიოდი, მაგრამ შეეცადეთ არ მისცეთ ემოციებს გასაქანი. თუ ამ დღეს ძვირადღირებული შენაძენის განხორციელება გქონდათ დაგეგმილი, უმჯობესია ის სხვა დროისთვის გადადოთ. თვალყური ადევნეთ და იზრუნეთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.
მორიელი. ცხოვრებას უყვარს სიურპრიზების მორთმევა და ისინი ყოველთვის სასიამოვნოები არაა ხოლმე. ესეც ერთ-ერთი მათგანია, მაგრამ თუ თავს ხელში აიყვანთ და საკუთარ ემოციებს აკონტროლებთ, დღე ყოველგვარი დანაკარგის გარეშე ჩაივლის. ზომიერება გამოიჩინეთ კვებისას და ალკოჰოლის მიღებისას. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ.
მშვილდოსანი. ორმაგად ურთიერთგმომრიცხავი მოვლენების დღეა. დღის პირველ ნახევარში შესაძლოა სიცოცხლის ხალისი და მოზღვავებული ენერგია იგრძნოთ, დღის მეორე ნახევარში კი იმედგაცრუება და უკმაყოფილება. ამიტომაც თქვენთვისრთული იქნება დამიანების სათანადოდ შეფასება და სწორი ნაბიჯების გადადგმა. ზოგიერთ თქვენგანს არასასიამოვნო ამბავი ელის.
თხის რქა. ხელმძღვანელებზე შთბეჭდილების მოხდენის, საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების დემონსტრირების საშუალება მოგეცემათ. ამასთანავე აუცილებლად უნდა აკონტროლოთ ყოველი ნაბიჯი და არ მისცეთ ემოციებს გასაქანი. დღეს წამოწყებული რომანტიკული ურთიერთობა მყარი და ჰარმონიული იქნება.
მერწყული. ეს დღე თქვენთვის არახელსაყრელი იქნება. ერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას და არასაჭირო საუბრებს. უფრთხილდით ახალ ნაცნობობას, რომელმაც შესაძლოა თქვენს ცხოვრებაში უარყოფითი როლი შეასრულოს. ამ დღის სიზმრები მალე ასრულებას გპირდებათ.
თევზები. დროა ახალი ნივთებით გაახალისოთ საკუთარი თავიცა და სახლიც. ყველა სფეროსა და ურთიერთობებში გენერალური დალაგების დროა. არ არის სასურველი ფულის ხარჯვა, სავარაუდოდ მას უსარგებლოდ დახარჯავთ. გამოიყენეთ ყველანაირი შესაძლებლობა დასვენებისთვის.
ავტორი: ემილი.
2021-04-10
წყარო |