მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ბაბუაწვერები

ჩემი სამუშაო ოთახის წინ - პატარა მიწის ნაკვეთია შემოღობილი, პატარა კიბით და ასევე პატარა აივნით, საიდანაც პირდაპირ ჩემს ოთახში შემოდიხარ. ხშირად მიწევს აივანზე გასვლა, თუნდაც სიგარეტის მოსაწევად და ერთხელაც შევამჩნიე, რომ მიწის ნაკვეთზე (პირობითად ბაღი დავარქვათ) რაღაც საინტერესო ცვლილებები ხდებოდა.

უსახური მოყავისფრო-ნაცრისფერი ფონი - ჩუმად შემოპარულმა მოკრძალებულმა მწვანემ ჩაანაცვლა, რომელიც ნელ-ნელა მოედო ბაღს და საბოლოოდ გააცოცხლა... ლამაზია ახალი, დაუძველებელი მწვანე - თვალებს ეფერება და გულსაც იმედით ავსებს... ერთ დილით შეუმჩნევლად ბაღში ბაბუაწვერას  ყვითელი ყვავილები გაჩნდნენ ზუსტად ისე მოულოდნელად, როგორიც კვირტების გაშლაა ხის ტოტებზე ერთ გაზაფხულის დილას... იშლება ისე, რომ ვერასოდეს იჭერ მომენტს, როდის გადავიდა კვირტი პაწია, ნაზ ფოთოლში, ოღონდ ნამდვილ ფოთოლში.. ყვითელი და მწვანე ერთმანეთს ძალიან უხდება და ყვითელი ბაბუაწვერებიც ულამაზეს მძივებად აეწება ბაღის ქორფა მწვანე სხეულს..

მეორე დილით ბაღის სიმწვანეში და ბაბუაწვერების ყვითელი ყვავილების კომპოზიციაში მატი გარდასახვა მოხდა ჩვენთვის ჩვეული ბაბუაწვერები ამოიწვერა - პატარა თეთრი ქუდებით, რომლებიც ჩემს თვალწინ, საათობრივად იზრდებოდნენ...

ფიქრებმა ბავშვობაში გადამიყვანეს.. მოფარფატე ბაბუაწვერას თუ დიაჭერ, რაც გინდა ჩაუთქვი და ვისთანაც გინდა გააგზავნე, ის აუცილებლად მივა და შენს დანაბარებს გადასცემსო... გამეღიმა, რომ ახლა ჩავწვდი ბავშვობისდროინდელი მითის ნამდვილ სახეს და ძალიან მომინდა ვიღაცისათვის, ბაბუაწვერას მეშვეობით, გულითადი მოკითხვა გამეგზავნა...

დილით საკმაოდ გაზრდილებად მომეჩვენენ ჩემი ბაბუაწვერები და სამახსოვრო სურათებიც გადავუღე... ნაშუადღევს ამინდი მკვეთრად შეიცვალა - ქარი ამოვარდა, წვიმამაც დაუშვა და აცივდა კიდეც... ასეთ ამინდში დავტოვე ბაღი და დილით რომ მოვედი, ელდა მეცა... მწვანე ფერს საბოლაოდ დაემარცხებინა უსახური რუხი და ისე გაძლიერებულიყო ყვითელი ყვავილებიც  კი - დაეფარა, გაესწრო ბალახს მათთვის სიმაღლეში და კარგად თუ არ დაუკვირდებოდი, ვერც შეამჩნევდი.  თეთრქუდიანი ბაბუაწვერები კი - გამქრალიყვნენ... თვალით ვეძებდი და ბოლოს მხოლოდ მათი უქუდო, წვრილი ღეროები აღმოვაჩინე... რა იყო ეს? ქარ-წვიმით განხორციელებული ძალადობა მათზე, თუ მათი ქულა - ქუდების ლტოლვა, ქარს გაჰყოლოდნენ შორს, ძალიან შორს მიუხედავად იმისა, თან წაიღებდნენ ვინმეს დანაბარებს, თუ არა? გული დამწყდა, რომ დანაბარები ვერ გავატანე, რადგან წინა საღამოს, როცა ბაღი დავტოვე, ყველა შემკრთალი ბაბუაწვერა ადგილზე იყო და კანკალებდა..

განწყობა შემეცვალა და იმ დღით აივანზეც არ გავსულვარ იმ "გამოგონილი" მიზეზით, რომ თითქოს სიგარეტის მოწევის შემცირების დრო მომივიდა...
დილით სამსახურში მისულმა, ჩვეულებისამებრ გადავიხედე ბაღში და რაც იქ ვნახე - დამამუნჯა... ენითგამოუთქმელი სიხარული დამეუფლა და ერთ ღამეში მომხდარმა ცვლილებამ გამაოგნა...
ყველა ბაბუაწვერა და მეტიც კი - ადგილზე დამხვდა, მომცრო ლამაზი ქუდებით. მათ ყვავილებსაც ტანი აეყარათ და მწვანედმოდებულ , წვიმისგან გაცოცხლებულ ბალახს - ზემოდან დაჰყურებდნენ.  ბუნებას ორ ღამეში „დარღვეული" წონასწორობა აღედგინა, ხოლო მომდევნო სამი ღამის შემდეგ ბაღში თეთრი, წითელწინწლებიანი პეპელა გამოჩნდა და პირველი ბაბუაწვერაც აფრინდა - ბაღს საპატიო წრე დაარტყა და ნიავს გაყვა, ჩემგან შორს...

სურვილის გატნევაც მოვასწარი, მაგრამ მისამართი ვერ ვუთხარი იმ უბრალო მიზეზით, რომ - არ ვიცოდი... გამეღიმა ჩემს თავზე და ბაბუაწვერაზე... სულში სიცოცხლის გამალებული ფუთფუთი ვიგრძენი, იმედი - მთელი ძალით დუღდა, მოქმედება კი - გამოსასვლელს ეძებდა...

07,05,2015წ

P.S. მივხვდი, რომ ყველა ბაბუაწვერას ერთი სული აქვთ, ისინი ყველანი ერთნი არიან და მათთვის არავითარი მნიშვნელობ არა აქვს უმისამართო ადრესატამდე როგორ მივლენ, ან რომელი მათგანი მიიტანს ამბავს ... მთავარია ადრესატი სულითა და გულით ელოდებოდეს დანაბარებს შორიდან! ერთი ბაბუაწვერა, თუ მეტი არა, აუცილებლად მივა მასთან  და  დანაბარებსაც დაუგვიანებლად გადასცემს...  ჩვენ კი, ედემიდან დედამიწის კატორღაზე გამოძევებული ადამიანები, რომლებიც სათითაოდ დაგვაჯილდოვა უზენაესმა  გულუბრყვილო და წმინდა სულით - დღესაც ვერ ვხვდებით, რამდენი რამ დავკარგეთ ამპარტავნებისა და ერთად ყოფნის აუცილებლობის გააზრების გარეშე...

მე მჯერა, დადგება დრო, ერთმანეთისათვის გულისწადილის გადასაცემად - ბაბუაწვერების უანგარო სამსახური აღარ დაგვჭირდება...

ოღონდ სხვა, უკეთეს განზომილებაში მოხდება ასე...

 

ავტორი: ვ. კვანტალიანი

alt

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO