ვერძი. არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, განსაკუთრებით კი ისეთების, რომლებიც ფინანსებთანაა დაკავშირებული, - შეიძლება აფსოლუტურად არასასურველი შეგედები მიიღოთ. გეგმების დასახვა კი შეიძლება და აუცილებელიცაა. ნუ შეუშინდებით ემოციების გამოხატვას. დაიცავით საკუთარი შეხედულებები და ნურავის მისცემთ უფლებას შეცდომაში შეგიყვანონ. მოსალოდნელია ახალი რომანტიკული ნაცნობობა, რაც ოჯახის შექმნისკენ იქნება მიმართული.
კურო. გიყვარდეს მოყვასი შენი - აი დევიზი და ცხოვრების წესი დღევანელი დღისთვის. თუ მას შეასრულებთ, საღამოს უკვე ჯილდოსაც მიიღებთ. ასევე იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ გულსა და თვალებს.
ტყუპები. თუ ახალი საქმის დაწყება გადაწყვტეთ, ყველაზე ხელსაყრელი დღე გაქვთ ამისთვის. ვარსკვლავები ახალ პერსპექტივებს გპირდებიან. ზოგიერთი თქვენგანისათვის პირად ცხოვრებაშიც მოსალოდნელია გარკვეული ცვლილებები. მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობას გპირდებათ. სასიყვარულო ურთიერთობები კი ბედნიერების დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ.
კირჩხიბი. მიქციეთ ყურადღება საკუთარ ჯანმრთელობას. აირჩიეთ მსუბუქი, ოჯახში დამზადებული, ახალი და ჯანსაღი საკვები. მიიღეთ მეტი ხილი და ბოსტნეული.
ლომი. ბევრი ფულის გამომუშავება გინდათ?! - მაშინ ნუ იზარმაცებთ! როგორც ჩანს, დღეს თქვენს ხელშია ფილოსოფიური ქვა, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეძებდნენ ალქიმიკოსები. სხვაგვარად ვერ ავხსნიდით იმას, რომ რასაც შეეხებით, ყველაფერი მოგების მოტანას დაიწყებს.
ქალწული. პატარა უთანხმოება მთელი დღის განმავლობაში გაგუფუჭებთ განწყობას. შეინიშნება წვრილმანი კონფლიქტები სამსახურში თანამშრომლებთან. ყველაფერი გააკეთეთ, რომ ისინი ისევე სწრაფად დასრულდეს, როგორც დაიწყო. წარმატებული დღეა საკუთარი საოჯახო ვალდებულებების შესასრულებლად.
სასწორი. წორედ ის დღეა, როცა თქვენ შეგიძლიათ რადიკალურად შეცვალოთ საკუთარი ცხოვრება, მაგრამ უარესობისკენ შეცვლით მას თუ უკეთესობისკენ, ეს უკვე თქვენზეა დამოკიდებული. თუ სინდისიერად და სწორად მოიქცევით, მომავალში ყველაფერი კარგად აეწყობა. მაგრამ თუ ასე არ მოიქცევით, მაშინ უკვე თქვენს თავს დააბრალეთ.
მორიელი. არახელსაყრელი დღე გელით განსაკუთრებით მანდილოსან მორიელებს. დღეს განხორციელებული შენაძენი შეიძლება წარუმატებელი აღმოჩნდეს. მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. სასურველია ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. მამაკაც მორიელებს ახალი ნაცნობობა და რომანტიკული თავგადასავლები გელით, რაც სამომავლოდ მხოლოდ ზემდეტ თავსატეხს გპირდებათ.
მშვილდოსანი. იყავით გაბედული და მიზანდასახული, იბრძოლეთ საკუთარი შეხედულებებისათვის და დაიცავით თქვენი გადაწყვეტილებები. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მაგრამ ძველი საქმეების დასრულება ძალიან კარგი იქნება. თუ ჯერ კიდევ არ ყოფილხართ შვებულებაში, დროა ის დაგეგმოთ. დღევანდელი დღე ახალი შეხვედრებისა და ნაცნობობისთვის გამზადებთ, რაც მომავალში შეიძლება რაღაც უფრო მნიშვნელოვანში გადაიზარდოს.
თხის რქა. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფილოსოფურად მიუდექით ყველაფერს, რაც ხდება. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები, აჩუქეთ ყურადღება ახლობელ ადამიანებს. დღეს აუცილებლად უნდა აკონტროლოთ არტერიული წნევა და გაუფრთხილდეთ თვალებს.
მერწყული. სახლის საქმეებით დაკავებისა და ოჯახისთვის ყურადღების დათმობის დროა. ბავშვებისს აღზრდის საკითხები მარტივად და არაჩვეულებრივი შედეგებით შეიძლება მოგვარდეს. უარი უნდა თქვათ აგრესიის გამოვლენასა და კამათში მონაწილეობაზე. უმჯობესია სხვა დღისთვის გადადოთ ურთიერთობების განხილვები.
თევზები. დღეს საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნეთ. შეეცადეთ არ გადატვირთოთ ორგანიზმი მძიმე საკვებითა და დიდი რაოდენობით მატონიზირებელი სასმელებით. პირად ცხვრებაში სრულყოფილება გელით.
ავტორი: ემილი.
2021-04-24.
წყარო |