ვერძი. თქვენი ოცნებების ასრულების დღეა. რასაც ხელს მოჰკიდებთ, ყველაფერი გამოგივათ. შეგიძლიათ თამამად მიიღოთ გადაწყვეტილებები, გარისკოთ, წახვიდეთ სამოგზაუროდ, შეიცვალოთ სამსახური. მაგრამ ამ აურზაურში ნუ დაივიწყებთ ოჯახს.
კურო. ოცნებების განხორციელების მცდელობები დიდ ძალისხმევას მოითხოვს, ამიტომ დღეს ბევრი სამუშაო გელოდებათ. არაა გამორიცხული, რომ გზა და გზა უამრავი რამის გაკეთება მოგიხდეთ, რასაც ბოლო პერიოდში შესაფერისი დროისთვის გადადებდით ხოლმე. დღის ბოლოს კი შედეგებსაც მოიმკით.
ტყუპები. კონცენტრირება მოახდინეთ რაღაც ერთზე და მთელი ძალისხმევა არჩეულ მიმარათულებას მოახმარეთ. გეგმა, რომლის მხარდაჭერასაც სამსახურში აპირებდით, თქვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო გაუქმდება.
კირჩხიბი. უკიდურესად არახელსაყრელი დღე გელით. არ ღირს გარისკვა ან ავანტიურებში მონაწილეობა, არც საწინააღმდეგო სქესის მოხიბვლის მცდელობა და ჯგუფში თავის გამოჩენა. დღევანდელი ურთიერთობები მინიმუმამდე უნდა დაიყვანოთ, რადგან მათ შეიძლება ნეგატიური შედეგები მოჰყვეს. არსებობს პრობლემების შექმნის საშიშროება, რაც თქვენგან სასიცოცხლო ენერგიის მაქსიმალურ ხარჯს მოითხოვს. ვარსკვლავები პირად ცხოვრებაში მოსალოდნელ უეცრად წარმოშობილ პრობლემაზეც გაფრთხილებენ.
ლომი. იდეალური დღეა ურთიერთობებისათვის. დასვით კითხვები, მიიღეთ ინფორმაცია, გაიზიარეთ ცოდნა, მოყევით თქვენს განცდებზე, მაგრამ ნუ იწუწუნებთ ცხოვრებაზე. კარგ ეფექტს მოგცემთ გამაახალგაზრავებელი პროცედურები, საუნა და არომათერაპია. თმებს ნურც შეიჭრით და ნურც შეიღებავთ.
ქალწული. ზოგიერთმა თქვენგანმა დღეს შეიძლება ფიზიკურ დატვირთვას თავი არიდოს და კარგად დაისვენოს. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისათვის, რემონტის ან კეთილმოწყობის წამოსაწყებად. მოსალოდნელია პარტნიორის მხრიდან პირობების შემოთავაზება ოჯახში მშვიდობის დასამყარებლად ან გაწყვეტილი ურთიერთობების აღსადგენად.
სასწორი. დღეს ინტუიცია სწორ გადაწყვეტილებებს გიკარნახებთ. შინაგანი ხმის მოსასმენად განმარტოვდით. დაასრულეთ ძველი საქმეები, მაგრამ ნუ დაიწყებთ ახალს. კარგად დასვენებას შეძლებთ თუ საცურაო აუზს ან აბანოს ეწვევით. არ ღირს ქიმიური პრეპარატების ბოროტად გამოყენება ან ჭარბი კვება.
მორიელი. დღეს შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ ნუ ჩავარდებით პანიკაში. გახსოვდეთ, რომ ავდარს ყოველთვის დარი მოჰყვება ხოლმე. უბრალოდ შეეცადეთ, მკაფიოდ ჩამოაყალიბოთ საკუთარი მიზნები და გაბედულად შეუდგეთ მათ განხორციელებას. მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს.
მშვილდოსანი. ურთიერთგამომრიცხავი მოვლენებით აღსავსე დღეა, რომელიც მოგიტანთ თავგადასავლებს, მგზავრობებს, ცვლილებებს. შეეცადეთ რეაგირება არ მოახდინოთ ჭორებზე, რომლებსაც არაკეთილმოსურნენი გივრცელებენ. სამსახურში ერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებს. შესაძლებელია მივლინებაში გამგზავრებაც მოგიხდეთ, რაც საგრძნობლად გაგიუმჯობესებთ კეთილდღეობას.
თხის რქა. ბევრ თქვეგანს ეს დღე მცირეოდენ ცვლილებებს მოგიტანთ პირად ცხოვრებაში. ზოგიერთ თქვენგანს ოჯახში მატებაც კი გელით. სამსახურეობრივი და საყოფაცხოვრებო საქმეებიც წარმატებული იქნება. შესაძლებელია ფინანსური შემოსავლის რეალური პერსპექტივა გაგიჩნდეთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს, - ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
მერწყული. დაუთმეთ ყურადღება საკუთარ თავსა და თქვენს სულიერ სიმშვიდეს. გაატარეთ დრო განმარტოვებით. გაიხსენეთ წარსული, დაფიქრდით მომავალზე და გადაწყვიტეთ რა აკეთოთ აწმყოში. დაპირებებს ნურც სხვისგან მოითხოვთ და ნურც თავად გასცემთ. თავი შეიკავეთ ცხარე და შემწვარი კერძებისგან.
თევზები. კიდევ ერთი არასასიამოვნო დღე გელით. შეიძლება აგრესიასა და დევნასთან შეჯახება მოგიხდეთ. მთლიანად შეგიპყრობთ ძლიერი ემოციები ან სხვისი გავლენა. შეცდომების თავიდან ასაცილებლად გამოიჩინეთ გონიერება, სიფრთხილე და თავშეკავება. არ ღირს ღამით სეირნობა ან ახალი ნაცნობის გაჩენა.
ავტორი: ემილი.
2021-04-30.
წყარო |