ვერძი. კარგი დღეა არაკეთილმოსურნეებთან ღიად დასაპირისპირებლად. წარმატების გასაღები იქნება თქვენივე კეთილსინდისიერება და შემწყნარებლობა. ამ დღეს შეძლებთ კარგი ურთიერთობის დამყარებას ხელმძღვანელებთან. მოსალოდნელია შეხვედრა ადამიანთან, რომელიც დიდ ხნის წინ ამოშალეთ თქვენი ცხოვრებიდან.
კურო. ყოველთვის როდი ემთხვევა სურვილები შესაძლებლობებს. ზოგჯერ ამის გამო მრავალრიცხოვანი გაუგებრობები წარმოიშობა ხოლმე გარშემომყოფებთან. სწორედ დღეს დარწმუნდებით ამაში კიდევ ერთხელ.
ტყუპები. დღევანდელი დღე არც ერთ ცხოვრებისეულ სფეროში არ დაგიტოვებთ საკუთარი "მეს" გამოვლენის შანსს. დიდი სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ხელსაყწოებისა და სატრანსპორტო საშუალებით სარგებლობისას.
კირჩხიბი. დღის პირველი ნახევარი სირთულეებს გპირდებათ, როგორც პროფესიულ სფეროში, ასევე ოჯახურ ურთიერთობებში. რამდენადმე გაუარესდება ფინანსური მდგომარეობა. შეიძლება თქვენთვის ძალიან ძვირფასი ნივთი დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარი კი ხელსაყრელი იქნება ყველა სფეროში. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ. ამ დღეს ერიდეთ თვითმკურნალობას.
ლომი. დღეს დელიკატურობა და თავშეკავება გმართებთ იმისათვის, რომ საწინაღმდეგო სქესის წარმომადგენელთან ჩხუბი არ მოგივიდეთ და მთელი დღის გატარება არ მოგიხდეთ კონფლიქტურ ატმოსფეროში.
ქალწული. დღეს სავარაუდოა სამსახურეობრივი რომანი. ნუ დაკარგავთ სიფხიზლეს - შეიძლება დაზარალდეთ საკუთარი გულწრფელობით. ყურადღება გაამახვილეთ კვების რეჟიმზე. ასე აიცილებთ თავიდან ავადმყოფობას და გაიკაჟებთ ჯანმრთელობას.
სასწორი. არ გაგიკვირდეთ თუ დაგირეკავთ სკოლის მეგობარი ან ჯგუფელი, რომელსაც მრავალი წლის მანძილზე არ შეხვედრიხართ. ეს იქნება არაჩვეულებრივი და დაუვიწყარი შეხვედრა.
მორიელი. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს. ეს ურთიერთობებს გაგირთულებთ გარშემომყოფებთან. მოსალოდნელია აღმასვლა სასიყვარულო ურთიერთობებში. გზაზე სიფრთხილე გამოიჩინეთ, რადგან ტრავმების მიღების საფრთხე არსებობს.
მშვილდოსანი. დღევანდელი ჰოროსკოპი გირჩევთ წახვიდეთ შესახვედრად ადამიანთან, რომელიც თქვენი წარსულიდანაა. მასთან რეალური შეხვედრა აუცილებლად მოხდება თუ ამას თქვენ მოისურვებთ.
თხის რქა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღეა. ძალიან დიდია ალბათობა ტრავმების მიღებისა, ავარიების და კატასტროფებისა. თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენთ, შეძლებთ უბედურების თავიდან აცილებას. არ ღირს ამ დღეს საკუთარი ძალების გადაჭარბებულად შეფასება. უმჯობესია ყველაფერს მომზადებული შევხდეთ. ყველაზე უარეს სიტუაციაში თქვენ შეძლებთ არ დაეცეთ სულით და მხარდაჭერა აღმოუჩინოთ ახლობელ ადამიანებსა და მეგობრებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.
მერწყული. არ ღირს პრობლემებზე ემოციურად რეაგირება. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. ერიდეთ კონფლიქტებსა და კამათს სამსახურშიც და სახლშიც. ამ დღეს არ არის სასურველი ცხიმიანი საკვებისა და ალკოჰოლის მიღება. ეს ნაგატიურად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
თევზები. დღეს ყველაზე წარმატებული დღე გელით. მოგეცემათ შანსი, რომელიც საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ შესაძლებლობები ყველა წამოწყებაში არნახული წარმატებების მისაღწევად. შეგიძლიათ მეგობრებისა და ერთგული, საიმედო პარტნიორების დახმარების იმედი გქონდეთ. ასევე სავარაუდოა მოულოდნელი, მაგრამ უდავოდ სასურველი რომანტიკული თავგადასავალი.
ავტორი: ემილი.
2021-05-07.
წყარო |