ვერძი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობაში წარმატებები გარდაუვალი იქნება. ვერძების დღეს გაეხსნებათ მყარი ოჯახის შექმნის ბრწყინვალე შანსი.
კურო. თქვენს სამუშაოსა და ბიზნესში ახალი იდეები იქნება საჭირო. ეს დღე ხელსაყრელი იქნება არა მარტო კარგი დასვენებისთვის, არამედ იდეების წარმოშობისთვისაც, რომლებიც ახლო მომავალში საკმაოდ წაგადგებათ.
ტყუპები. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკმაოდ სერიოზული პრობლემები ელით ტყუპებს. განსაკუთრებული ყურდღება დაუთმეთ გულ-სისხლ-ძარღვთა სისტემას.
კირჩხიბი. კირჩხიბებს დღეს ვარსკვლავები ბრწყინვალე შანსს აძლევენ ყველაფერში წარმატების მისაღწევად. მოიტოვეთ უკან თქვენი კომპლექსები და იცხოვრეთ აწმყოთი. არც იფიქროთ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება!
ლომი. ამ დღეს არის ალბათობა შემთხვევითი ტრავმის ან ავადმყოფობისა, რაც თქვენი გეგმების განხორციელებაში ხელს შეგიშლით. იყავით ძალიან ფრთხილად პარტნიორებთან ურთიერთობისას. არ გააფორმოთ მნიშნელოვანი დოკუმენტები და საქმიანი მოლაპარაკებები, ასევე არ წახვიდეთ სამოგზაუროდ. თუ ამ დღეს შეძლებთ თავშეკავებისა და ტაქტის გამოვლენას, შედეგად ეს დაგიფასდებათ. საღამოს მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავი ან მოვლენა.
ქალწული. სასიცოცხლო ენერგია, შინაგანი ხიბლი და სექსუალურობა დღეს უმაღლეს მწვერვალზე გექნებათ. ერთ-ერთი ყყველაზე ხელსაყრელი დღეა ყველა იდეის ხორცშესასხმელად. თუ ყველაფერი კარგად მოიფიქრეთ, დიდი წარმატებები გელით. ამ დღეს შეიძლება დაკავდეთ სპორტით დ ასევე სხვადასხვა სახის ფიზიკური საქმიანობით. შეეცადეთ, რაც შეიძლება დიდი ხნით ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
სასწორი. ახლობლებთან და შინაურებთან ურთიერთობა ყველა პრობლემას დაგავიწყებთ, რაც სამსახურში გქონდათ. რაც უნდა მოხდეს ამ დღეს, არ მისცეთ ემოციებს თქვენი გონების დახშობის უფლება.
მორიელი. ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი დღეა. შესაძლოა სწორედ დღეს მოახერხოთ ადრე დაწყებული საქმეების დასრულება. და თუ ბედი გამოცდას მოგიწყობთ, ეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ და მაშინ გამარჯვება თქვენსკენ იქნება. შეეცადეთ სამსახურში კონფლიქტურ სიტუაციებს თავი აარიდოთ. შესაძლოა თქვენს გარემოცვაში მოშურნეები იყვნენ.
მშვილდოსანი. ნაცრისფერი, ჩვეულებრივი დღე ელით მშვილდოსნებს. იმისათვის, რომ ცოტათი მაინც გააფერადოთ ის, დაკავდით კეთილშობილი საქმით. მოინახულეთ ბავშვთა სახლები, გადაუგზავნეთ ავადმყოფ ბავშვს სამკურნალო ფული. შეიტანეთ შესაწირი ეკლესიაში. სწორედ დღეს ბევრ პოზიტივს ნახავთ თქვენს ცხოვრებისეულ სცენარში და ყველაფერი თავდაყირა დადგება. სამუშაო დღის ბოლო პოზიტური გამოგივათ. საღამო კი ხელსაყრელი იქნება ახალი რომანის გასაჩაღებლად.
თხის რქა. არსებობს ასეთი გამოთქმა: "იმისათვის რომ კარი გაგიღონ, უნდა დააკაკუნოთო". მოგიწევთ ეს გაიხსენოთ დღეს. თქვენი პროფესიონალიზმი და ნებისმიერ სიტუაციიდან გამოსავლის მოძებნის უნარი ყველა პრობლემიდან თავის დაღწევაში დაგეხმარებათ.
მერწყული. თუ გასულ დღეებში მოახერხეთ სისულელეებისგან დაგეცვათ თავი, მაშინ შეძლებთ ახლებურად შეხედოთ მიმდინარე მოვლენებს და გააკეთოთ სწორი დასკვნები. შეეცადეთ ყური არ ათხოვოთ სხვის რჩევებს და იმოქმედოთ ისე, როგორც თქვენი ინტუიცია გკარნახობთ. ეს დაგეხმარებათ ახლობელ ადამიანებთან მრავალ გაუგებრობას აარიდოთ თავი.
თევზები. დიდი ხანია რაც სტომატოლოგთან იყავით? სწორედ დღესაა მისი მონახულებისა და კბილების შემოწმების დრო. შეეცადეთ ეს ვიზიტი არ გადადოთ.
ავტორი: ემილი
2021-06-24
წყარო
|