 ჯენიფერ ანისტონი, მსახიობი: ,,დიდი ხანია თმას ცხენის შამპუნით ვიბან. იგი არაჩვეულებრივს ხდის ჩემს თმას. მის შემადგენლობაში ნაკლები სილიკონია და არც მძაფრი სუნი აქვს. ერთადერთ პრობლემას მისი შეფუთვა მიქმნის, ჩემი შამპუნი შეუმჩნეველი არავის რჩება

ლილი დონალდსონი, ტოპ მოდელი: ,, სტრესის დროს, ვისვამ თიხის თხელ ფენას სახეზე და ამ ნიღბით ვიძინებ,,

ენდი მაკდაუელი, მსახიობი: ,,ჩემი ყველა ბალიშის პირი, აბრეშუმისაა. ეს არა მხოლოდ სასიამოვნოა ჩემი კანისათვის, ასევე, არაჩვეულებრივი გამოსავალია, რომ დილით სახეზე თეთრეულის ნაკეცები არ მეხატოს,,

ევა ლანგორია, მსახიობი: ,,ყოველთვის ვიყენებ, მასკარას ორმაგ დოზას. ეს ხელოვნური წამწამების ეფექს იძლევა და არაჩვეულებრივად უხდება ჩემს სახეს,,
 დიტა ვონ ტიზი, მსახიობი: ,,ყოველთვის ვიცავ ჩემს კანს მზისაგან. მზისაგან დამცავი კრემების აქტიური მომხმარებელი ვარ. ჩემთვის ფაიფურის ფერი კანის შენარჩუნება, უმნიშვნელოვანესია. არ ვეწევი. თამბაქო კანის მტერია. როგორც კი კანის უმნიშვნელო პრობლემასაც კი, ვამჩნევ, მაშინვე დერმატოლოგთან მივდივარ. არსებობს ,,სასწაულმოქმედი,, კრემები პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ექიმთან ვიზიტი, ყველაზე გამართლებულია.
მომზადებულია ინტერნეტ პორტალის www.puretrend.com მიხდვით |