ვერძი. ამ დღეს ახლობლებთან ძალდაუტანებელ საუბრებში გაატარებთ. თქვენ იგრძნობთ, რომ ეს ადამიანები მთელს სამყაროში ყველაზე ძვირფასია თქვენთვის. დააფასეთ ეს.
კურო. სწორედ დღეს შეინიშნება კარგი დღე ახალი და მშვენიერი ურთიერთობის შესაქმნელად. თქვენ იგრძნობთ რა არის ნამდვილი სიყვარული.
ტყუპები. მოსალოდნელია მოვლენათა არახელსაყრელი განვითარება, მოულოდნელი სიტუაციები, უხერხულობა ან ორაზროვნება ურთიერთობებში. არ ჩაერთოთ ოჯახურ კონფიქტებში, ერიდეთ კამათს. ნებისმიერი კონტაქტი შესაძლოა გარშემომყოფებთან კონფლიქტით დასრულდეს. დაუთმეთ მეტი ყურადღება ბავშვების ჯანმრთელობას.
კირჩხიბი. დღის განმავლობაში თქვენ გაგიჩნდებათ დაუოკებელი სურვილი დაეხმაროთ ყველას, ვისაც ეს სჭირდება. ამ დღეს თქვენ, რა თქმა უნდა, კეთილშობილი საქციელით დაკავდებით, მაგრამ ამასთან, ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავსაც.
ლომი. ადამიანები, რომლებიც სამსახურს ეძებენ, დღეს შეძლებენ შვებით ამოისუნთქონ. ისინი იპოვიან სამსახურს, რომელიც მშვენივრად ჯდება მათ ფასეულობათა სისტემაში და კარგ შემოსავალსაც ჰპირდება. ზოგიერთი ლომისათვის არაა გამორიცხული ახალი რომანტიკული ნაცნობობა. სევე კარგი დღეა იმ ადამიანებისთვის, ვისაც სპორტით დაკავება ან უცხო ენების შესწავლა განუზრახავს.
ქალწული. ისაუბრეთ, იხუმრეთ, აჩუქეთ გარშემო მყოფებს შექება და კომპლიმენტები. არასტაბილური დღეა შემოქმედებითი სამსახურეობრივი საქმიანობისთვის. მოსალოდნელია დახმარება ნათესავების მხრიდან. საკუთარი მიზნის მისაღწევად ბრძოლაში არ დაივიწყოთ დასვენება. საღამოს ესტუმრეთ სპორტულ დარბაზს.
სასწორი. აქტუალური პრობლემები, რომელთა ნებსით თუ უნებლიედ გადაწყვეტა გიწევთ, წვრილმანი და არასაჭირო გეჩვენებათ. დღის განმავლობაში გაგიჩნდებათ დაუძლეველი სურვილი რაც შეიძლება შორს გაერიდოთ სახლის დამქანცველ საქმეებს. ცხოვრებაში არსებობს ბევრი მნიშნელოვანი რამ. გადახედეთ მათ.
მორიელი. თუ თქვენ გეგმავთ რაღაც მნიშვნელოვან საქმეს დღეს, უმჯობესია ეს ხვალისთვის გადადოთ. თქვენს საქმეში შესაძლოა პრობლემებმა იჩინონ თავი. ამიტომ არ ღირს გარისკვა. აი, ხვალ კი ყველაფერი ძალიან კარგად იქნება.
მშვილდოსანი. დღე მძიმე იქნება ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის. ამიტომ შეეცადეთ არ დაკავდეთ რისკთან დაკავშირებული საქმიანობით და ნუ ჩაერთვებით საეჭვო თავგადასავლებში. მნიშნელოვანია სიმშვიდის შენარჩუნება. არსებობს საშიშროება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემებისა, რაც, შესაძლოა, ძალიან საშიში აღმოჩნდეს.
თხის რქა. ხელსაყრელი იქნება ეს დღე შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული თხის რქებისთვის. ამ დღეს ისინი შეძლებენ თავიანთი გეგმების რეალიზებას, რაც ძირფესვიანად შეცვლის მათ ცხოვრებას. კარგი დღეა ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან და დამკვეთებთან ურთიერთობების მოსაგვარებლად. მარტოხელა თხის რქებს მომავალ საბედოსთან შეხვედრა ელით.
მერწყული. ძალიან კრიტიკული დღე ელით მერწყულებს. თქვენ გელით შეცდომები არა მარტო პროფესიულ საქმიანობაში, მოსალოდნელია გაუგებრობები პირად ურთიერთობებშიც, რაც გამოწვეული იქნება ეჭვიანობის ან უსამართლო შენიშვნების გამო. შეეცადეთ ამ დღეს ერიდოთ მოგზაურობებს და ფიზიკურ დატვირთვას, - ეს უარყოფითად იმოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. არ არის რეკომენდებული ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება. ეს შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს.
თევზები. საშიში დღეა. ამ დღეს მოსალოდნელია ჯანმრთელობის ძლიერ შერყევა. არსებობს სერიოზული ტრავმის ან დაავადების საშიშროება. ნუ გააკეთებთ ამ დღეს ძვირადღირებულ შენაძენს. ეს შესაძლოა წარუმატებელი აღმოჩნდეს. ერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს. ეს ნერვულ სისტემაზე ცუდად იმოქმედებს. დაუთმეთ მეტი დრო ბავშვებსა და მშობლებს. ისინი დაგეხმარებიან სტრესის მოხსნაში. ამ დღის სიზმრები იმედგაცრუებას გპირდებათ.
ავტორი: ემილი
2021-07-03
წყარო |