ვერძი. თუ დღეს საერთო განწყობას აჰყვებით, ეს არასაჭირო და თანაც დიდი ხარჯებით დასრულდება. შესაძლებელია ამ დღეს თავი ნევროზულად და უკმაყოფლოდ იგრძნოთ. შეეცადეთ თავი აარიდოთ სტუმრობას და ასევე არ მოიპატიჟოთ თქვენთან ისინი. შეეცადეთ არ დაკარგოთ წონასწორობა და იპოვოთ თქვენთვის დასაყრდენი და შვების მომცემი. წაიკითხეთ წიგნი ან უბრალოდ კარგ მუსიკას მოუსმინეთ.
კურო. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, მიმართული იქნება საკუთარი ღირსებისა და ავტორიტეტის ასამაღლებლად. თქვენს ცხოვრებაში შესაძლოა ნამდვილი სიყვარული შემოიჭრას ისე, რომ ვერც კი გაიგებთ ეს როგორ მოხდა.
ტყუპები. კარგი დღეა ხელმძღვანელობასთან, პარტნიორებთან და დამკვეთებთანაც კი სტაბილური, საქმიანი ურთიერთობის დასამყარებლად. თქვენი შინაგანი ენერგია, სექსუალურობა, მომხიბვლელობა დღეს უმაღლეს დონეზე იქნება. თუ ყველაფრს კარგად აწონ-დაწონით და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ეს საკმაო რაოდენობის შემოსავალს მოგიტანთ.
კირჩხიბი. დაუთმეთ ამ დღეს ყურადღება ყველაზე საყვარელს - საკუთარ თავს. მასაჟი, გამაახალგაზრდავებელი კოსმეტიკური პროცედურები, ფიზიკური ვარჯიშები ძალიან მოგიხდებათ. უმჯობესია ალკოჰოლზე უარი თქვათ. ასევე მნიშვნელოვანია აკონტროლოთ ემოციები, რადგან არ მოექცეთ სვხვისი გავლენის ქვეშ ან პროვოკაციას არ აჰყვეთ, რაზეც შემდეგ ინანებთ.
ლომი. ამ დღეს დახმარებისათვის შესაძლოა ნათესავებმა ან მეგობრებმა მოგმართონ. შეეცადეთ უარი არ უთხრათ თხოვნაზე. ნუ გამოიჩენთ სიძუნწესა დ ეგოიზმს. არაა გამორიცხული, რომ ბევრმა თქვენგანმა აღადგინოთ მეგობრული ურთიერთობა მასთან, ვისაც დიდი ხანია ვერ ეწყობოდით. ახალმა პროექტმა ამ დღეს შესაძლოა მოგება მოგიტანოთ.
ქალწული. არავის მისცეთ უფლება თქვენს გეგმებს მოგაცდინოთ. არ გინდათ დრამატიზება, ყველაფერი ცუდი თქვენ მხოლოდ გეჩვენებათ. იყავით თბილი საკუთარი მეგობრების მიმართ. დაუთმეთ მეტი დრო მეორე ნახევარს.
სასწორი. სასწორებმა დღეს ნამდვილად დაიმსახურეს დიდი ხნის ნანატრი დასვენება. უარი თქვით საყოფაცხოვრებო პრობლემებზე. მოდუნდით და საყვარელ საქმეს მიხედეთ. დამღლელი საქმე კი ხვალისთვის გადადეთ.
მორიელი. დღე საკმაოდ მძიმე იქნება. ამიტომ ნუ ეცდებით რაიმე ახლის დაწყებას. დაკავდით ყოველდღიური მიმდინარე საქმეებით. თუ ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს ავად გახდება, ავადმყოფობა ხანგრძლივი დროით გაგიგრძელდებათ. შეეცადეთ ნუ ჩაერთვებით კამათში. უმჯობესია გაუფრთხილდეთ საკუთარ ფსიქიკას.
მშვილდოსანი. კარგი იქნება თუ ამ დღეს პრობლემების გადაწყვეტას მოახმართ როგორც სახლში, ასევე სამსახურში. დღის მეორე ნახევარში ძალიან საინტერესო იდეები დგებადებათ. არაა რეკომენდირებული ამ დღეს ალკოჰოლისა და ცხარე საკვების მიღება.
თხის რქა. ბიზნესით დასაქმებული თხის რქებისთვის ფინანსური მდგომარეობა დღეს რამდენადმე გაუმჯობესდება. აზარტული თამაშების მოყვარულებს ელით დიდი მოგება, ვალების გასტუმრება ან მომგებიანი გარიგებების გაფორმება. სასიყვარულო საქმეებში გაუმართლებთ მანდილოსან თხის რქებს. არაა გამორიცხული ახალი გატაცება ან მსუბუქი ფლირტი. შეეცაეთ ამ დღეს ერიდოთ ალკოჰოლის მიღებას, ამან შეიძლება მოულოდნელი შედეგები მოგიტანოთ.
მერწყული. მერწყულებისთვის დღეს მოსალოდნელია პოზიტიური ცვლილებები პირად ცხვოვრებაში, რაც დადებით კვალს დატოვებს თქვენს სულიერ მდგომარეობაზე. შესაძლებელია შეხვდეთ ადამიანს, რომელიც ძლიერ გავლენას მოახდენს თქენს არა მარტო საქმიან, არამედ პირად ცხოვრებაზეც. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისათვის და მეგობრებთან ან ნათესავებთან სასაუბროდ.
თევზები. თევზებისათვის ყველაფერი საკმაოდ თანაბრად მიედინება საქმეშიც და პირად ცხოვრებაშიც. დღეს არ შეინიშნება არანაირი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მოვლენები. მოსალოდნელია მხოლოდ წვრილმანი უთანხმოებები საყვარელ ადამიანთან.
ავტორი: ემილი.
2021-07-29.
წყარო |