ვერძი. თქვენი ძირითადი ამოცანაა გაუგოთ ადამიანებს, რომლებიც გარს გახვევიან. კონფლიქტის სტადიაში მყოფი ვერ შეძლებთ საკუთარ თავს რაიმე კარგი გაუკეთოთ. თუ ქალაქიდან გასვლის შანსი მოგეცემათ, ისარგებლეთ ამით. გამგზავრება უამრავ სიამოვნებასა და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ.
კურო. დღეს თანამშრომლები შეეცდებიან ხელმძღვანელებთან ცუდად წარმოგაჩინონ. იყავით ამისათვის მზად. ბოლოს და ბოლოს ამას ხომ ვერ შეეგუებით.
ტყუპები. ენერგიისგან დაცლა გელით. გაუფრთხილდით ძალებს და ტყუილად ნუ დახარჯავთ მათ. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს. თუ დღეს ვინმესთან კამათი მოგივათ, შერიგება კარგა ხანს არ მოხდება. არ ღირს ამ დღეს გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა გმართებთ ფინანსურ საკითხებში.
კირჩხიბი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის ხელსაყრელი დღე იქნება. მაგრამ კომერციულ ოპერაციებთან დაკვირვებულობა გმართებთ. სასიყვარულო პაემანმა ან პარტნიორის მხრიდან არასათანადო საქციელმა შესაძლოა გარკვეული იმედგაცრუება მოგიტანოთ.
ლომი. ამ დღემ შესაძლოა მოგიტანოთ სირთულეები პარტნიორებთან ურთიერთობებში და ასევე სახლის სახათაბალო საქმეები. შეეცადეთ არ უღალატოთ მეორე ნახევარს, რადგან ეს შესაძლოა გამჟღავნდეს და შეცდომა ძვირად დაგიჯდებათ. მოსალოდნელია არასასიამოვნო ამბავი შეიტყოთ. შეეცადეთ დახმარებისათვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ. ისინი თქვენ აუცილებლად დაგეხმარებიან.
ქალწული. მძიმე დღე ელით ქალწულებს. სირთულეებია მოსალოდნელი როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ერიდოთ ნებისმიერი სახის გარიგებას და ახალი საქმის დაწყებას. უმჯობესია ადრინდელი საქმეები დაასრულოთ. თავი შეიკავეთ მეორე ნახევართან ურთიერთობების განხილვისაგან. ამან შესაძლოა გაყრამდეც კი მიგიყვანოთ. ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
სასწორი. კარგი განწყობა და ფიზიკური ვარჯიშები დაგეხმარებიან გაუმკლავდეთ ამ დღეს ყველა პრობლემასა და სირთულეებს. ბევრ დროს წაგართმევენ ბავშვები, მაგრამ სწორედ დღეს შეძლებთ მათთან გულახდილ საუბარს. უმჯობესია საღამო ოჯახურ წრეში გაატაროთ ან დივანზე წამოწვეთ და წიგნი წაიკითხოთ.
მორიელი. ადამიანებთან საუბრის, მათი მოსნების უნარის წყალობით თქვენ შეძლებთ სწორი დასკვნები გააკეთოთ და თავიდან აიცილოთ შემაშფოთებელი შეცდომები. სამაგიეროდ, სირთულეებია მოსალოდნელი ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობებში. საღამოს ეწვიეთ სპორტულ დარბაზს. ეს დაგეხმარებათ სხეული ტონუსში ამყოფოთ, განდევნოთ არასაჭირო აზრები და განცდები.
მშვილდოსანი. დაძაბული დღე გელით. მოსალოდნელია გაუგებრობები, სიცრუე, პროვოკაციები. რაც უნდა მოხდეს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და იაზროვნეთ ლოგიკურად. ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს - ის იმედს გაგიცრუებთ. დაუთმეთ დრო ოჯახს. დაკავდით ბავშვების აღზრდითა და სახლის კეთილმოწყობით.
თხის რქა. თქვენ ბედი გაგიღიმებთ და ბედნიერება გეწვევათ. ყველა ჩანაფიქრის ასრულებას ძალიან მარტივად და ძალდაუტანებლად შეძლებთ. თუ არ იცით რომელ დღეს უნდა დანიშნოთ პაემანი - შეგახსენებთ, რომ სწორედ დღესაა ამისი დრო. იხუმრეთ, გაიღიმეთ და თქვენ ყველაფერი გამოგივათ.
მერწყული. ძალიან დაძაბული დღე გელით. ენერგია მოზღვავებული გექნებათ, მაგრამ ეს შესაძლოა თქვენთვის დამანგრეველი აღმოჩნდეს. მოსალოდნელია ჩხუბი ეჭვიანობის ნიადაგზე ან შელახული თავმოყვარეობის გამო. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს უძრავი ქნება, რადგან ძარცვის ან ხანძრის საშიშროება არსებობს.
თევზები. კარგი დღეა ნებისმიერი წამოწყებისათვის. შემოქმედებით გეგმებს სრულად განხორციელება უწერია. სხეული გონებას ემორჩილება, ამასთანავე ფიზიკური დატვირთვა დაგეხმარებათ სულიერი წონასწორობის აღდგენაში. რომანტიკული შეხვედრა წარმატებულად წარიმართება. სექსს კი თქვენთვის სამკურნალო თვისებები ექნება.
ავტორი: ემილი.
2021-09-11.
წყარო |