ვერძი. როდესაც სამსახურში რაღაცას თქვენს წინააღმდეგ აწყობენ, რთული სიტუაციიდან გამოსვლის თქვენი უნარი ყველას ხასიათს უფუჭებს. დღეს განსაკუთრებულად ფრთხილად იყავით.
კურო. ემოციურად რთული და გაჯერებული დღე გელით. მაგრამ თუ არ ინერვიულებთ და იჩქარებთ, ყველა საქმეს მოასწრებთ. უარი თქვით საყიდლებზე. ასევე არ ღირს ფულის სესხება. აი, მაგიდის შეკვეთა და მეგობრებთან დროის გატარება საუკეთესო იქნება. დღე კარგი გასეირნებით დაასრულეთ.
ტყუპები. ნებისმიერი საუბარი დღეს კონფლიქტით დასრულდება. ნუ აჰყვებით პროვოკაციას და სიფრთხილე გამოიჩინეთ საზოგადოებრივ ადგილებში. უარი თქვით ალკოჰოლზე და ზომიერად იკვებეთ. შეუფერებელი დღეა რომანტიკული შეხვედრისა და სექსისთვის.
კირჩხიბი. სავარაუდოდ დღეს შეძლებთ საქმეების მოგვარებას მინიმალური დროისა და ენერგიის ხარჯზე. კარგი დღეა ნათესავების მოსანახულებლად ან მათ სახლში დასაპატიჟებლად. ზოგიერთ კირჩხიბს ამ დღეს ხელის თხოვნა ელის. წარმატებული დღეა შინაური ცხოველის შესაძენად.
ლომი. დღის პირველ ნახევარში თქვენი მანიპულირება ძალიან მარტივი იქნება და გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ვინც ამით სარგებლობას მოინდომებენ. იყავით ყურადღებით! დღის მეორე ნახევარი მშვიდად და ზომიერად ჩაივლის. თუმცა, ალკოჰოლზე უარის თქმა გმართებთ. მის მიღებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოჰყვება.
ქალწული. თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ. შეეცადეთ ყველას და ყველაფერს უფრო მარტივად შეხედოთ. არა უშავს თუ ისე არ გამოვიდა, როგორც გინდოდათ. შეეცადეთ გაიუმჯობესოთ ცხოვრება და ნუ დასვამთ კითხვებს - "რატომ?" "რისთვის?" გათავისუფლდით სინდისის ქენჯნისგან.
სასწორი. საკუთარი შესაძლებლობების, ნიჭის დემონსტრირებისა და უფროსებთან თავის გამოჩენის შანსი მოგეცემათ. მაგრამ უნდა გახსოვდეთ, რომ აკონტროლოთ თქვენი ყოველი ნაბიჯი და მოთოკოთ ემოციები. დღეს წამოწყებული რომანტიკული გატაცება მომავალში მტკიცე და ჰარმონიული აღმოჩნდება.
მორიელი. ცვალებადი განწყობა-ხასიათების დღეა. შეეცადეთ შეინარჩუნოთ პოზიტივი და არ აჰყვეთ ცდუნებებს. თქვენ შეგიძიათ საკუთარი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა თუ ყურადღებით დაუკვირდებით გარშემო მოვლენებს და სწორ დასკვნებს გააკეთებთ. არ ღირს უმოძრაოდ ყოფნა და ალკოჰოლის მიღება.
მშვილდოსანი. მშვილდოსნებს დღეს ყველაფერში წარმატების მიღწევის არაჩვეულებრივი შანსი ეძლევათ. დატოვეთ საკუთარი კომპლექსები წარსულში და იცხოვრეთ აწმყოთი. ფიქრადაც არ გაივლოთ ასეთი შანსის ხელიდან გაშვება.
თხის რქა. ამ დღეს თხის რქებისათვის არაა გამორიცხული შეცდომები და უსიამოვნებები პროფესიულ საქმიანობაში. შეეცადეთ რაც შეიძლება სიფრთხილით მოეკიდოთ ახალ იდეებსა და წინადადებებს. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პატარა პრობლემები. ყურადღება მიაქციეთ სწორ კვებას. უზომო ჭამა ძალიან გავნებთ.
მერწყული. კარგი განწყობა წარმატებული დღის საწინდარია. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და ფილოსოფიურად მიუდექით მოვლენებს. სიხარულით აკეთეთ კეთილი საქმეები. ყურადღებით გაანებივრეთ ახლობელი ადამიანები. შეიმოწმეთ წნევა და გაუფრთხილდით მხედველობას.
თევზები. დღეს ძალიან გადატვირთული დღე გელით. თქვენ შეძლებთ ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვას თქვენს გზაზე. მაგრამ სულიერი სიმშვიდისა და თვითრწმენის შენარჩუნება გაგიჭირდებათ. პირად ცხოვრებაში სიურპრიზი გელით საყვარელი ადამიანისაგან.
ავტორი: ემილი.
2021-09-30.
წყარო |