ვერძი. ამ დღეს შესაძლოა უცებ მოგეჩვენოთ, რომ ყველაფერმა აზრი დაკარგა, მაგრამ შეეცადეთ პანიკას ნუ აჰყვებით. გახსოვდეთ, რომ ავდრის შემდეგ ყოველთვის დარია. უბრლოდ სწორად განსაზღვრეთ პრიორიტეტები და თამამად შეუდექით მიზნისკენ სვლას. მოუსმინეთ ახლობელი ადამიანების რჩევებს. ასევე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. ნუ მიიღებთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს.
კურო. მარტივად გამოგივათ ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ. სავარაუდოდ თანამშრომლებს თქვენი შურთ და ამიტომაც ვერ ახერხებთ მათთან საერთო ენის გამონახვას. დღის მეორე ნახევრში, კარგი იქნება თუ განმარტოვდებით. საღამო სახლში, ტელევიზორთან ან წიგნთან გაატარეთ.
ტყუპები. ზოგიერთ ტყუპებს მატერიალური თვალსაზრისით ცვლილებები ელით. პროექტი, რომელსაც დიდი ხანია ეჭვის თვალით უყურებდით, მოგების მოტანას დაიწყებს. წარმატებული დღე იქნება სამსახურის გამოცვლის მსურველთათვის და სრულებით წარუმატებელი იქნება მათთვის, ვისაც ბავშვის ჩასხვა აქვს განზრახული. ერიდეთ სარისკო საქმიანობას და ასევე ავანტიურულ თავგადასავლებში მონაწილეობას.
კირჩხიბი. კირჩხიბებს სწორედ დღეს მიეცემათ შანსი ფრთები შეასხან საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებულ დიდი ხნის ოცნებას. ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან.
ლომი. ამ ნიშნის ყველა წარმომადგენლისთვის მოდუნების დროა. და თუ მთელი დღეების განმავლობაში მუშაობა გიწევთ, ვალდებული ხართ გამონახოთ დრო სიზარმაცისთვის. მაგალითად, უბრალოდ წამოწვეთ დივანზე ტელევიზორის წინ ან იკითხოთ წიგნი.
ქალწული. თქვენი მთავარი დავალებაა გაუგოთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებს. კონფლიქტურ სტადიაში ყოფნა კარგას არაფერს მოგიტანთ და პირადად თქვენ გავნებთ. თუ დღეს ქალაქიდან გასვლის საშუალება მოგეცემათ, ისარგებლეთ ამით. მგზავრობა ბევრ სიამოვნებასა და სასარგებლო კავშირებს მოგიტანთ.
სასწორი. სამსახურში საკუთარი პოზიციების გასამყარებლად შრომა მოგიწევთ. დაასრულეთ ყველა დაუსრულებელი საქმე და თუ შესაძლებლობა გაქვთ, დაეხმარეთ სხვებსაც. ერთი სიტყვით, დღეს ბევრი უნდა იმუშაოთ.
მორიელი. თქვენ შეგექმნებათ პრობლემები, რომლებიც დაუყოვნებლივ გადაწყვეტილების მიღებას საჭიროებენ. თქვენი ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ მთავარ საკითხებზე. მიჰყევით მოვლენები დინებას, ის თავისთავად გაგიყვანთ თქვენთვის საჭირო ადამიანებამდე. სიმშვიდე და გაწონასწორებულობა შრომისუნარიანობასა და ენერგიას შეგძენთ.
მშვილდოსანი. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული დღეა. შესაძლოა საკმაო ხარჯების გაწევამ მოგიწიოთ ბავშების განათლებასთან დაკავშირებით. პირად ცხოვრებაში უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რაც ფინანსურ ფონზე მომხდარი უთანხმოებით იქნება გამოწვეული. შეეცადეთ გზაზე სიფრთხილე გამოიჩინოთ, რადგან სხვადასხვა სახის ტრავმების მიღების საშიშროება არსებობს.
თხის რქა. მამაკაცი თხის რქებისათვის ეს დღე კრიტიკული და საშიშია. მოსალოდნელია ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება და სხვადასხვა სახის ტრავმების მიღება. შეეცადეთ მარტო სეირნობას და სწრაფად სიარულს ერიდოთ, რაც დიდ რისკთანაა დაკავშირებული. არც მანდილოსანი თხის რქებისთვისაა იოლი დღე, - მათ პირად ცხოვრებაში ელით გართულებები. ეცადეთ ძალიან მტკივნეულად ნუ აღიქვამთ ახლობელი ადამიანების შენიშვნებს.
მერწყული. დღეს საკუთარი კარიერისთვის იზრუნეთ, მაგრამ ახლობელ ადამიანებსაც ნუ დაივიწყებთ. მიზნების მისაღწევად მსხვერპლის გაღება მოგიწევთ - მთელი თავისუფალი დროისა და ზოგიერთი პირადი გეგმებზე უარის თქმით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ კვებას - მოსალოდნელია მოწამვლა.
თევზები. ამ დღეს აუცილებელია თავი აარიდოთ კონფლიქტებსა და ჩხუბს. არაა გამორიცხული, რომ ეს ხელჩართული ბრძოლით დასრულდეს. გაუფრთხილდით ჯანმრთელობას! სეეცადეთ მაქსიმალურად მოახდინოთ კონცენტრირება პროფესიულ საკითხებზე.
ავტორი: ემილი.
2021-10-02.
წყარო |