ვერძი. თქვენ მოგეცემათ შანსი შეხედოთ საკუთარ თავს გვერდიდან და გამოასწოროთ დაშვებული შეცდომები. ნუ ისაუბრებთ თქვენთვის უინტერესო ადამიანებთან და ნუ მისცემთ მათ ჭორაობის საბაბს. დღეს ამან შესაძლოა ენერგიისგან გამოგფიტოთ. აკონტროლეთ თავი საყიდლების დროს. თქვენ შესაძლოა არასაჭირო ნივთებში დახარჯოთ ფული.
კურო. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა, რომანტიკული გატაცება ან სასიყვარულო თავგადასავალი. ყოველგვარი განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე გაუმკლავდებით პროფესიულ სამუშაოს. ბრწყინვალე ორგანიზატორული ნიჭი და სწრაფვა დაგეხმარებათ შემოიკრიბოთ გარშემო თანამოაზრეები. დღის პირველ ნახევარში ჯანმრთელობას გაუფრთხილდით. მოსალოდნელია ტრავმები და დაზიანებები. ასევე მოსალოდნელია ამ დღეს პრობლემები გარშემომყოფებთან.
ტყუპები. დღე აღსავსე იქნება შემოქმედებითი ენერგიით. შექმენით რაღაც ახალი, გარისკეთ, ესაუბრეთ უჩვეულო ადამიანებს. თქვენ ბევრს მოასწრებთ თუ არ იზარმაცებთ და წვრილმანებზე არ მოცდებით. ფიზიკური ვარჯიში კარგად აისახება ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისთვის, ნიშნობისა და დაქორწინებისათვის.
კირჩხიბი. რწმენა იმისა, რომ მეტი შეგიძლიათ დაგეხმარებათ ჩვეულებისამებრ თავდაუზოგავად შრომაში. შეეცადეთ გაისტუმროთ კრედიტები. შემოქმედება და სიყვარული ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ.
ლომი. შეეცადეთ დღეს სამსახურში არ წახვიდეთ. დარჩით სახლში, სადაც ამდენი საქმე დაგიგროვდათ. გააკეთეთ გენერალური დალაგება ან მინი-რემონტი. საღამოს მოამზადეთ სადღესასწაულო სუფრა და დაპატიჟეთ მშობლები. რამდენი ხანია მათთან არ გისაუბრიათ და არ მისცემიხართ მოგონებებს.
ქალწული. კრიტიკული დღე ელით ქალწულებს. მათ სავარაუდოდ თავიანთი სიმართლის მტკიცება მოუწევთ, თანაც ვინე სხვასთან კი არა, საკუთარ თავთან. გაუჩნდებათ აკვიატებული იდეა, რომ რაღაც შეცვალონ თავიანთ ცხოვრებაში. მაგრამ ვარსკვლევები გირჩევენ, რომ ცვლილებებთან არ იჩქაროთ. უმჯობესი ჯერ ყველაფერი კარგად მოიფიქროთ. მოსალოდნელია ჩხუბი საყვარელ ადამიანთან. შეეცადეთ ამ დღეს მეტი ყურადღება გამოიჩინოთ.
სასწორი. კარგი დღეა თვითანალიზისა და საკუთარი თავის სრულყოფისათვის. განმარტოვდით, მიმართეთ მედიტაციასა და სულის განწმენდით მეთოდებს. იკვებეთ მსუბუქად და უარი თქვით ალკოჰოლზე. დღეს თამამად შეგიძლიათ მკურნალობის კურსის დაწყება. პროცესი შეუფერხებლად ჩაივლის, შედეგი კი მოლოდინს გადააჭარბებს.
მორიელი. სანამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და გადაამოწმეთ. მოსალოდნელია სიცრუე ან თაღლითობა თანამშრომელთა მხრიდან. საღამო რომანტიკული შეხვედრისა და სიყვარულზე სასაუბროდ განგაწყობთ. იდეალური დროა ჩასახვისათვის.
მშვილდოსანი. დღეს სასიამოვნო სიურპრიზები გელით. როგორც ჩანს, ხელმძღვანელებმა შენიშნეს თქვენი შრომისუნარიანობა და სხვებზე უკეთ მუშაობის სურვილი. არ გაჩერდეთ, თქვენ სწორი მიმართულებით მიდიხართ!
თხის რქა. ამ დღეს მოსალოდნელია უსიამოვნებები სამსახურში. თქვენ საკუთარი თავით რისკავთ, როცა იღებთ ვალდებულებას წარუდგინოთ ხელმძღვანელობას თანამშრომელთა პრეტნზიების მრავალრიცხოვანი ნუსხა.
მერწყული. თავს ენერგიულად იგრძნობთ. მაგრამ არ ღირს დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღება ან იმპულსური მოქმედებები. ისინი გაუთვალისწინებელ შედეგებს მოგიტანენ. მამაკაც მერწყულებს ვურჩევთ თავი შეიკავონ სასიყვარულო თავგადასავლებისა და ახალი ნაცნობობისაგან. ამას გაგრძელება არ ექნება. მანდილოსანი მერწყულებისთვის კი არ ღირს უიდურესობაშ გადავაარდნა ან სასურველის რალობად აღქმა. ვარსკვლავები გირჩევენ, უკეთ გაერკვეთ საკუთარ გრძნობებში.
თევზები. შეეცადეთ გამოძებნოთ თქვენთვის პოზიტივის მომნიჭებელი მომენტები. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი, რაც შეიძლება სწრაფად დაარულეთ ყველა საქმე და იჩქარეთ მასტან ერთად გაატაროთ დროის უმეტესი ნაწილი. მარტოხელა თევზებს შეუძლიათ საინტერესო ნაცნობობა გააჩაღონ. კარგი დღეა პირადი საჭიროების ნივთების შესაძენად.
ავტორი: ემილი.
2021-10-21.
წყარო |