მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
როგორ გამოვჭედოთ ბედი

როგორ გამოვჭედოთ ბედი

ანუ,

"შემოულაწუნე, მამაო!"

ადამიანების ძალიან დიდ ნაწილს ერთი და იგივე სენი სჭირთ - ისინი თავიანთ უბედურებაში ადანაშაულებენ ან ბედს, ან სხვა ადამიან(ებ)ს. ამ სენს მე „განტევების ვაცის სინდრომს" დავარქმევდი. გეცინებათ?! არადა, სხვა რა შეიძლება იფიქრო მათზე, ვისაც ჰგონიათ, რომ ცხოვრებაში უბედობის, ან ვიღაცის გამო ვერ გაუხარიათ?!

ეს უმარტივესი გზაა: თავს მსხვერპლად წარმოაჩენ, ქვეყანას მოსდებ როგორ გაგაუბედურეს და დაადანაშაულებ სხვას, რომელიც ამას დაიჯერებს და მუდამ დამნაშავედ იგრძნობს თავს შენი ვიშვიშის შემყურე. ამ ფარსში გარშემომყოფებიც ხელს შეგიწყობენ: ქართველებს ხომ კარგად გამოგვდის დამწუხრებული სახით სეირის მაყურებლის როლი და ვაი-უშველებელი, დახმარებისა და ზოგჯერ საჭირო "შემოლაწუნების" ნაცვლად. ...და ასე იცხოვრებ, სანამ თავად მიქელა არ მოგაკითხავს, რომელსაც ძალდაუტანებლად დანებდები იმის იმედით, რომ სააქაოს დაჩაგრულს, გაუხარელსა და წამებულს, საიქიოში მაინც დაგხვდება „კუთვნილი" ბედნიერება...  

მსგავსი მარტივი საქმე სუსტი, ღირსებას მოკლებული და დაბოღმილი ადამიანების არჩევანია, რომლებიც ამ ცხოვრებაში ნამდვილ ბედნიერებას ალბათ არც იმსახურებენ.

გაცილებით ძნელია პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო. ირწმუნო და აღიარო, რომ შენი ბედი შენსავე ხელთ იყო და იქნება ყოველთვის, რომ ღმერთს არ გააჩნია სხვა ხელები შენი ხელების გარდა, რომ შენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს და თუ რამე ისე არ ხდება, როგორც გსურს, ესეიგი სადღაც შეცდომა გაქვს დაშვებული. შეცდომა, რომლის გამოსწორებაც შეგეძლო, ან ჯერ კიდევ შეგიძლია. რომელსაც ცხოვრებისეულ გაკვეთილად მიიღებ და საკუთარი თავის სრულყოფისათვის გამოიყენებ.

ამისთვის პირველ რიგში აზროვნების კონტროლია საჭირო. რადგან ესაა ყველაზე მთავარი, რაც მოქმედებს ჩვენს განწყობაზე, ხასიათზე და სურვილებზე. სწორედ აზროვნებით - აღქმისა და განსჯის უნარით იწყება ყველაფერი. თუ მას ჩვენსავე მტრად და მჩაგვრელად არ ვაქცევთ, თუ მეგობრად და დამხმარედ გავიხდით, რომელიც პოზიტივს, იმედს, მხნეობას, საკუთარი თავის რწმენას, სიყვარულს, ღირსებას, პასუხისმგებლობას, სტიმულსა და ბრძოლის სურვილს შეგვმატებს, ეს უმთავრესი და უპირველესი ნაბიჯი იქნება თვითგაძლიერებისა და გაბედნიერებისათვის.

აზროვნებას სიტყვები მოჰყვება და მეორე ნაბიჯი წარმატებისაკენ სწორედ მათი კონტროლია. დიახ, კონტროლი იმისათვის, რომ ჩვენს მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვის არ შეგვრცხვეს. უფრო მეტიც - უნდა გვახსოვდეს, რომ სიტყვები უკვე მარტო ჩვენზე კი არა, ჩვენს გარშემომყოფ ადამიანებზეც ახდენენ გავლენას. ეს ადამიანები, თავის მხრივ, ჩვენზე მოქმედებენ. ჰოდა, ისე უნდა გავუფრთხილდეთ სიტყვებს, რომ საკუთარ თავს ჩვენივე ნათქვამითა და მისგან ნეგატიურად დამუხტული ადამიანების ზემოქმედებით, ორმაგი ზიანი არ მივაყენოთ.

მესამე ნაბიჯი მოქმედებათა კონტროლია. ადამიანები სწორედ ჩვენი მანერებით, ქცევებით, ნაბიჯებით ხედავენ - ვინ ვართ. მათი საშუალებით იქმნება ჩვენი სახე. სწორედ მათ მივყავართ არჩეული მიზნისაკენ და ჩვენი ვალია ამ სავალ გზაზე არცერთმა ქმედებამ ცხოვრებაში უკან არ დაგვწიოს. თუ ისე მოხდა, რომ წავიფორხილეთ ან წავიქეცით, თავის შეცოდება, სხვების დადანაშაულება და ტალახის სროლა კი არა, - წამოდგომა, მარცხის ღირსეულად შეფასება-აღიარება და გზის გაგრძელება უნდა შეგვეძლოს. წინააღმდეგ შემთხვევაში უბედობას შევეგუებით, ხელები კი ისე გვექნება ტალახით დასვრილი, რომ სიმწრის ცრემლებსაც ვეღარ მოვიწმენდთ.

შეცდომებს ყველა ვუშვებთ, მაგრამ უფრო დიდი  შეცდომაა, როცა ამ დროს სხვისკენ ვიშვერთ ხელს, ვითომ თავად არაფერ შუაში ვართ და საკუთარ თავში არ ვეძებთ მიზეზებს. მათი აღიარება მარტო ღირსების საკითხი კი არაა, ის ბრძოლისუნარიანს გვხდის. როცა ბედს ან ვიღაც სხვას ვაბრალებთ უბედობას, საკუთარი თავი დაჩაგრულად გამოგვყავს და  ქვეცნობერად შეგუებული ვართ იმას, რომ თავად არაფერი შეგვიძლია. ასე გაგვიჭირდება ცხოვრება და მუდამ ვიღაცის ან რაღაც სასწაულის მოლოდინში მოგვიწევს მისი გატარება, რომელსაც, ალბათ, კიდევ დიდხანს დააგვიანდება.

რაც ხდება, მხოლოდ უკეთესობისთვისო, ძლიერი ადამიანები ამბობენ და ასეცაა: მარცხი თუ წარმატება, უბედობა თუ ბედნიერება, ტკივილი თუ სიხარული - ცხოვრებას გვასწავლის და გვაყალიბებს ისეთებად, როგორებიც ვართ. თანაც, ისე არაფერი ზრდის ადამიანს, როგორც საკუთარი შეცდომები. თუ ყველაფერს პოზიტიურად მივუდგებით, სარგებელს გამოვუძებნით და მიღებული გამოცდილებით თავდაჯერებული, ახალი ძალებით შევეცდებით ნაბიჯების გადადგმას, ჩვენივე ბედის გამოჭედვასაც შევძლებთ და წარმატებასაც მივაღწევთ. 

მე კი მხოლოდ ბედნიერებას გისურვებთ, რომ თქვენს სახეზე მოთამაშე ღიმილი გადამდები ყოფილიყოს ყველასთვის!

 

ავტორი: ემილი

2016-10-30.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
რად გვინდა დიზაინ-პროექტი?
ან ოთახების განლაგება არ გაწყობთ; ან იმდენი იდეა გაქვთ, რომ მათი ერთდროულად რეალიზება ერთ ბინაში შეუძლებელია; ან, ბინა ახალ აშენებულ კორპუსში შეიძინეთ, სადაც შიდა ტიხრები საერთოდ არ არსებობს და ვერ გადაგიწყვეტიათ როგორ დააგეგმაროთ...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO