ვერძი. დაფიქრდით საკუთარ მომავალზე, დაგეგმეთ სამომავლო ნაბიჯები. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადახვიდეთ აქტიურ მოქმედებებზე, დრო ჯერ კიდევ არ დამდგარა. თუ მეორე ნახევარი არ გყავთ, შეგიძლიათ ღამის კლუბში წახვიდეთ, ან უბრალოდ გაისეირნოთ - სავარაუდოდ თქვენ მას შეხვდებით.
კურო. კუროებისთვის აუცილებელია ამ დღეს საქმიანი შეხვედრები დაგეგმონ, რადგანაც შემდეგი დღეები არახელსაყრელი იქნება მოლაპარაკებებისათვის.
ტყუპები. დღეს თქვენ საინტერესო და მომგებიანი წინადადებები გელოდებათ, მაგრამ სანამ დათანხმდებით, აუჩქარებლად აწონ-დაწონეთ ყველაფერი და კარგად მოიფიქრეთ. სიტუაცია შეიძლება სწრაფად შეიცვალოს, ამიტომ მზად იყავით გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებისა და სამოქმედო გეგმის შესაცვლელად.
კირჩხიბი. მძიმე დღე გელით ამ ნიშნის წარმომადგენლებს. ამიტომ შეეცადეთ რისკთან დაკავშირებული საქმიანობით არ დაკავდეთ და ასევე ნუ მიიღებთ მონაწილეობას ავანტიურებში. მნიშვნელოვანია სიმშვიდე შეინარჩუნოთ. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საშიშროება არსებობს, რაც, შესაძლოა, ძალიან საშიში აღმოჩნდეს.
ლომი. იმ ლომებმა, რომლებიც სამსახურს ეძებთ, დღეს შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ, რადგან თქვენ სეძლებთ ისეთი სამუშაოს პოვნას, რომელიც თქვენს ფასეულობათა სისტემაშიც წარმატებულად ეწერება და საკმაო შემოსავალსაც გპირდებათ. ზოგიერთი ლომისთვის არაა გამორიცხული რომანტიკული ნაცნობობა. კარგი დღეა მათთვის, ვისაც სპორტით დაკავება ან უცხო ენების შესწავლა სურს.
ქალწული. დღეს განსაკუთრებით გმართებთ ყურადღებიანი და კორექტული იყოთ მეგობრების, პარტნიორებისა და თანამშრომლების მიმართ. არ ღირს ახალი საქმის დაწყება თუ დარწმუნებული არ იქნებით, რომ ამისათვის მზად ხართ. დღის მეორე ნახევარში თქვენ გელით სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრები. რომანტიკული შეხვედრა, შესაძლოა, დაქორწინებაზე წინადადების შემოთავაზებით დასრულდეს.
სასწორი. ყველაფერი, რასაც გააკეთებთ, მიმართული იქნება საკუთარი მნიშვნელობისა და ავტორიტეტის სასარგებლოდ. მარტოხელა სასწორებს ცხოვრებაში შეიძლება გეწვიოთ ნამდვილი სიყვარული და ვერც კი შეამჩნევთ ეს როგორ მოხდება.
მორიელი. მორიელებს მთელი დღის განმავლობაში უფროსების აზრის მოსმენა გმართებთ. უარი არ თქვათ მათ რჩევებზე. ისინი თქვენს დაცვას ცდილობენ დაუფიქრებელი ნაბიჯებისგან. უბრალოდ ისე მოიქეცით, როგორც ისინი გირჩევენ.
მშვილდოსანი. შეეცადეთ ემოციური რეაგირება არ მოახდინოთ საკუთარ პრობლემებზე. ბედი თავად მიუჩენს ყველაფერს თავიანთ ადგილს, თქვენ კი გამოჩენილი მოთმინებისათვის დაგაჯილდოვებთ. სავარაუდოდ მშვილდონების ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები მოხდება, როგორც ფინანსურ სფეროში, ასევე პირად ცხოვრებაში. შეეცადეთ ამ დღეს სტუმრად არ წახვიდეთ და ნურც თქვენთან დაპატიჟებთ ვინმეს. ალკოჰოლური სასმელების მიღებისაგან თავი შეიკავეთ.
თხის რქა. დაღლილობამ ისე შეარყია თქვენი ორგანიზმი, რომ ძალები ძლივს გყოფნით არსებობისათვის. შეეცადეთ, რაც შეიძლება სწრაფად ჩააქროთ ნეგატიური განწყობა.
მერწყული. დღევანდელი დღე ყველაზე ნეგატიურ ტენდენციებს მოგიტანთ. საკუთარი სისუსტეების აყოლით შესაძლოა პრობლემები შეგექმნეთ. კარიერული და ფინანსური თვალსაზრისით პოზიტიური ცვლილებები არ შეინიშნება. დღეს არავის ენდოთ. უმჯობესია საკუთარ ინტუიციას დაუჯეროთ. ალკოჰოლური სასმელებისა და ხორცეული საკვებისაგან თავი შეიკავეთ. ეს თქვენს ჯანმრთელობას ავნებს.
თევზები. თუ მნიშვნელოვანი რამის დაგეგმვა გინდათ, უმჯობესია ის ხვალისთვის გადადოთ. თქვენს საქმეებში შესაძლოა პრობლემებმა იჩინონ თავი, ამიტომაც არ ღირს გარისკვა. აი, ხვალ კი ყველაფერი კარგად იქნება.
ავტორი: ემილი.
2020-12-14.
წყარო |