ვერძი. დღეს ყველა პრობლემის მოგვარებას მხოლოდ ღიმილით შეძლებთ. ასევე მოსალოდნელია სასიამოვნო მოულოდნელობები, საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა. საღამოს კარგი იქნება განმარტოვება საყვარელ ადამიანთან ერთად.
კურო. დღეს საცხოვრებელის კეთილმოწყობით დაკავდით. შესაძლებელია ახალი ავეჯი შეიძინოთ ან მხოლოდ ბინაში მათ გადაადგილებას დაჯერდეთ. დღის ბოლოს ხარისხიან დასვენებას გირჩევთ და უმჯობესია ეს საყვარელ ადამიანთან ერთად გააკეთოთ.
ტყუპები. დღეს ტყუპებს გაუთვალისწინებელი ხარჯები გელით. მოსალოდნელია გარემოცვიდან ვინმემ თქვენით მანიპულირება ან დაშანტაჟება გადაწყვიტოს. მაგრამ გამოიჩინეთ ხასიათის სიმტკიცე და ნუ აჰყვებით პროვოკაციას. ასევე გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. არსებობს ვირუსული ინფექციის საშიშროება.
კირჩხიბი. ბევრ კირჩხიბს დღეს იმედგაცრუება და იმედების მსხვრევა ელის. არ ღირს ახალი საქმის დაწყება და ძვირადღირებული შენაძენის გაკეთება. შესაძლებელია თქვენმა რჩეულმა იმედგაცრუება გაგრძნობინოთ, გამოავლინოს ხასიათის ისეთი თავისებურებები, რაზეც არც კი ეჭვობდით. თუ დასაყრდენს გამოძებნით და საღად იაზროვნებთ, ეს დაგეხმარებათ მრავალი ფინანსური დანაკარგისაგან დაიცვათ თავი და ნერვულ სისტემასაც გაუფრთხილდეთ.
ლომი. დღეს საკუთარი სურიერი და ფიზიური ჯანმრთელობისათვის იზრუნეთ. ფიზიკური ვარჯიში და კოსმეტიკური სალონი დღის საუკეთესო დასაწყისი იქნება. შემდეგ განმარტოვდით და დაფიქრდით განვლილ დღეებზე, მიიღეთ გაკვეთილი შეცდომებისაგან. ასევე კარგია ამ დღეს სწორი დიეტის ან შიმშილობის დაწყება. საღამოც მარტომ გაატარეთ.
ქალწული. არახელსაყრელი დღე ელით განსაკუთრებით მანდილოსან ქალწულებს. დღეს გაკეთებული შენაძენი, სავარაუდოდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მოსალოდნელია განწყობის გაუარესება. გირჩევთ თავი შეიკავოთ ხმაურიანი შეკრებებისა და წვეულებებისაგან. მამაკაცი ქალწულებისთვის მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა და რომანტიკული გატაცებაც კი, რაც მომავალში მხოლოდ ზედმეტ თავსატეხსა და სანერვიულოს მოგიტანთ.
სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს კომერციულ ოპერაციებში ცოტაოდენი მოგება გელით. სავარაუდოდ დამაინტრიგებელ წინადადებას მიიღებთ, მაგრამ შეეცადეთ ზედმიწევნით გადაამოწმოთ ინფორმაცია, რადგანაც შესაძლებელია სიცრუის მსხვერპლი გახდეთ. დღის მეორე ნახევარში უსიამოვნება ან პროფესიულ სფეროში შეცდომების დაშვება გელით. ასევე მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირეოდენი პრობლემები.
მორიელი. ყველაფერი, რასაც ხელს მოჰკიდებთ, მარტივად გამოგივათ. შესაძლებელია თანამშრომლებს თქვენი შურთ და ამიტომაც გიჭირთ მათთან საერთო ენის გამონახვა. დღის მეორე ნახევარში, უმჯობესია, განმარტოვდეთ. საღამო სახლში გაატარეთ ტელევიზორთან ან წიგნით ხელში.
მშვილდოსანი. ამ ნიშნის წარმომადგენლებს დღეს შეცდომების გამოსწორების არაჩვეულებრივი შანსი მოგეცემათ. ძალიან წარმატებული დღეა ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. თქვენ შეძლებთ მომგებიანი შენაძენის გაკეთებას ან ვალების გასტუმრებას. შეეცადეთ გამონახოთ დრო დასვენებისათვის, რათა აღიდგინოთ ენერგია და იმუნიტეტი.
თხის რქა. გინდათ, რომ ცხოვრება თქვენს გარშემო ჩქარი ტემპით ვითარდებოდეს, რომ ადამიანები ერთმანეთს სწრაფად ცვლიდნენ, რომ ყველაფერი გამაოგნებლად ლამაზი იყოს. სურვილი, თავის მხრივ, ცუდი არ არის, მაგრამ ამაზე უნდა იზრუნოთ კიდეც. და ყველაფერთან ერთად, ნუ დაივიწყებთ სიფრთხილეს.
მერწყული. ნურავის მოუყვებით თქვენს გეგმებზე, იმოქმედეთ დამოუკიდებლად, ზოგჯერ საიდუმლოდაც კი - და მაშინ ფორტუნა თქვენს მხარეს იქნება. საღამო ოჯახურ წრეში გაატარეთ. ყურადღება მიაქციეთ საკვებ პროდუქტებს - მოსალოდნელია ძლიერი მოწამვლა. ასევე ერიდეთ ალკოჰოლს.
თევზები. ძალიან ახლობელი ადამიანებიც კი ვერ შეძლებენ გაიგონ მიზეზი თქვენი რისხვის და აგრესიის წარმოშობისა. გარშემომყოფები თქვენს განწყობას მარტო სიტყვებით კი არა, ინტონაციით და მანერებითაც მიხვდებიან. იყავით თავშეკავებული.
ავტორი: ემილი.
2020-12-14.
წყარო |