ვერძი. ჩანაფიქრის განხორციელების დროა. თქვენი მოცდენის უფლება არ მისცეთ ეჭვებსა და სიზარმაცეს. ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნეთ სკუთარი თავის რწმენა. კარგი დღეა შიმშილობისა და სწორი დიეტის შესარჩევად თან დართული ფიზიკური ვარჯიშით. მიაქციეთ ყურადღება კბილებს.
კურო. თქვენ ბევრ კითხვებს სვამთ - რატომ? რისთვის? - ამიტომაც წინსვლის ნაცვლად ერთ ადგილს ტკეპნით. უფრო მარტივად მიიღეთ ყველაფერი და მაშინ ვეღარაფერი (უფრო სწორად, - ვერავინ) შეგიშლით ხელს მიზნის მიღწევაში.
ტყუპები. შეეცადეთ ყველა საქმე გადადოთ და უბრალოდ კარგად დაისვენოთ. კარგი დღეა ქაღალდების მოსაწესრიგებლად, საქმეებისთვის, კეთილმოწყობის ან რემონტის დასაწყებად. ერიდეთ ცხოველის ან საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენას. წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისათვის, რაც დიდხანს დაგამახსოვრდებათ.
კირჩხიბი. ეს დღე აქტიური სამუშაოსთვისაა შექმნილი. თუ ძალებს მოიკრებთ და საქმეზე ორიენტირებას მოახდენთ, ძალიან ბევრის გაკეთებას მოასწრებთ. თვეობით გაწელილი პრობლემები დღეს მარტივად და სწრაფად გადაწყდება. თუ საღამოს რომანტიკული შეხვედრა გაქვთ დაგეგმილი, დიდი ალბათობაა, ის ხელის თხოვნით დასრულდეს.
ლომი. თუ მძღოლი ხართ, საჭესთან ნუ დაჯდებით, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში. მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი სიტუაციები. უმჯობესია თქვენი მანქანა ავტოფარეხში დატოვოთ.
ქალწული. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წარუმატებლობებს და ტყუილად ნუ განერვიულდებით. უბრალოდ უნდა ეცადოთ გადააგოროთ ეს დღე და მერე ყველაფერი მოგვარდება. აი, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუნვა კი აუცილებელია. ეწვიეთ ექიმს და გაესინჯეთ. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ თვალებს.
სასწორი. დღევანდელი დღე ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს. არ გაწყენდათ სპორტით დაკავება ან საცურაო აუზის მონახულება. მიმართეთ საკუთარი პოტენციალი საქმეების მოსაგვარებლად. მიმდინარე საქმეები არც ისე რთული იქნება.
მორიელი. სიფრთხილე გამოიჩნეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობისას. შესაძლებელია ჯიბის ქურდობის მსხვერპლი გახდეთ. ეცადეთ თან არ ატაროთ დიდი ფული და გაუფრთხიდით ჯიბეებს.
მშვილდოსანი. ამ დღეს უამრავი სიხარული გელოდებათ. ყველა საქმე მარტივად და უპრობლემოდ მოგვარდება. თქვენს სულში კარგი განწყობა დაისადგურებს, სახლში კი - სიმყუდროვე და სითბო.
თხის რქა. დღეს შესაძლებელია მიიღოთ ინფორმაცია, რაც ძირ-ფესვიანად შეცვლის თქვენს მომავალ ცხოვრებას. ბევრ თხის რქას მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, რაც შესაძლოა, არასწორი აღმოჩნდეს. შეეცადეთ დამშვიდდეთ, წესრიგში მოიყვანოთ აზრები და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. ასე შეძლებთ შეცდომების თავიდან აცილებას.
მერწყული. ზოგიერთი მერწყული დღეს შორეული ნათესავისგან ამბავს გაიგებს. არ ღირს ამ დღეს ახალი პროექტებისა და საქმის დაწყება, რადგან მათი დასრულება ძალიან ძნელი იქნება. იმ მერწყულებს, რომლებსაც არ შეუძლიათ სათანადოდ შეაფასონ ადამიანური ღირსებები, ჩხუბი და უსიამოვნებები ელით. დღის მეორე ნახევარი მთლიანად სახლის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.
თევზები. სწორედ დღეს შეძლებთ წარმატებულ კომერციულ ოპერაციას. მოსალოდნელია სასიამოვნო ამბავი შეიტყოთ, რაც ბევრ რამეზე იმოქმედებს და რადიკალურად შეცვლის არსებულ მდგომარეობას. შეეცადეთ ამ დღეს გადახედოთ ძველ გეგმებს, საქმეებსა და კონტრაქტებს. პირად ცხოვრებაში წვრილმანი უსიამოვნებებია მოსალოდნელი, რაც პარტნიორის მხრიდან თქვენი შეხედულებების გაუზიარებლობის გამო იქნება გამოწვეული.
ავტორი: ემილი.
2020-12-27.
წყარო |