ვერძი. პოზიტიურ ემოციებს მოგიტანთ ადამიანთან საუბარი, რომელსაც შემთხვევით შეხვდებით. კარგი დღეა სეირნობისა და სხვადასხვა შეხვედრებისათვის. ნუ დაივიწყებთ ახლობელ ადამიანებს. ისინი ძალიან საჭიროებენ თქვენს ყურადღებას.
კურო. ენერგიისგან გამოცლილი იქნებით. არაა გამორიცხული გაუგებრობები პარტნიორებთან უერთერთობებში, რაც ნეგატიურად აისახება საქმეებზე. მამაკაცი კუროებისთვის არ ღირს ახალი საქმის დაწყება, რადგან გეგმები, რომლებიც ერთი შეხედვით პერსპექტიულად გამოიყურება, შესაძლებელია გადახედვას საჭიროებდეს. მანდილოსანი კუროებისთვის არ ღირს უკიდურესობაში გადავარდნა ან სასურველის რეალობად აღქმა. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია გართულებები, რამაც შეიძლება იმედგაცრუება გამოიწვიოს.
ტყუპები. ენერგიისგან დაცლა გელით. გაუფრთხილდით მას და ტყუილად ნუ დახარჯავთ. ერიდეთ კონფლიქტებს. თუ დღეს ვინმესთან იჩხუბებთ, შერიგება დიდხანს არ მოხდება. არ არის რეკომენდირებული გარისკვა. განსაკუთრებული დაკვირვებულობა ფინანსური საკითხების მიმართ გმართებთ.
კირჩხიბი. თუ ექიმთან ვიზიტს გეგმავდით, უმჯობესია ის ხვალისთვის გადადოთ, რადგან ამისათვის არახელსაყრელი დღეა. კარგი იქნებოდა ქველმოქმედებით დაკავება. დაფიქრდით ახლობელ ადაიანებზე. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.
ლომი. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელს დიდი ხნის უნახავი შორეული ნათესავისაგან ამბის გაგება ელის. თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი შენაძენისაგან, რადგან ეს შესაძლებელია წარუმატებელი აღმოჩნდეს. უმჯობესია დღე ოჯახსა და ახლობელ ადამიანებს მიუძღვნათ.
ქალწული. თქვენი წარმატება პირდაპირ იქნება დამოკიდებული თქვენსავე განწყობასა და შრომისუნარიანობაზე. იმპულსური მოქმედებები დაგაზარალებთ. ამიტომ თავი ხელში აიყვანეთ და აკონტროლეთ სიტუაცია. მოსალოდნელია წნევის ცვლილებები, ერიდეთ ტყუილად ნერვიულობას. საღამო მშობლებთან ერთად გაატარეთ. დიდი ხანია ისინი არ მოგინახულებიათ.
სასწორი. გარკვეული დროით დაივიწყეთ ყველა საქმე, უსიამოვნებები და კარგად დაისვენეთ. არაა გამორიცხული სასიხარულო შეხვედრა ძველ მეგობრებთან. მაგრამ ასევე გელით არასასიამოვნო მომენტებიც - პრობლემები ოჯახში. სცადეთ შეიცვალოთ გარემო და ნუ გააკეთებთ ნაჩქარევ დასკვნებს.
მორიელი. ზოგიერთ ამ ნიშნის წარომადგენელს საკუთარი პრონციპებისა და აზრის აქტიურად დაცვა მოუწევს. მიუხედავად ყველა დაბრკოლების და სირთულისა, შეეცადეთ სიმშვიდე შეინარჩუნოთ. არსებობს გარშემომყოფებთან კონფლიქტები ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების საშიშროება. ნუ წახვალთ სტუმრად და ნურც თქვენთან დაპატიჟებთ ვინმეს.
მშვილდოსანი. ამ დღემ შესაძლოა მოგიტანოთ სირთულეები პარტნიორებთან ურთიერთობებში და სახლის სახათაბალო საქმეები. შეეცადეთ არ უღალატოთ მეორე ნახევარს, თორემ ეს გამჟღავნდება და შეცდომა ძვირი დაგიჯდებათ. შესაძლებელია არასასიამოვნო ამბავი შეიტყოთ, მაგრამ დახმარებისათვის ახლობელ ადამიანებს მიმართეთ, ისინი არ გაგაწბილებენ.
თხის რქა. საღამომდე პრობლემები და წარუმატებლობები გდევთ თან, მაგრამ თქვენ ყველაფერს გაუმკლავდებით. დღის მეორე ნახევარში დასვენება არ გაწყენდათ. შეგიძლიათ მოაწყოთ პიკნიკი ან პარკში ატრაქციონებზე გაერთოთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა დაგეგმეთ, ეს დაუვიწყარი იქნება.
მერწყული. ერთ-ერთი ყველაზე საშიში დღეა. ძალიან დიდია ალბათობა ტრავმების მიღების, ავარიების ან კატასტროფისა. თუ განსაკუთრებულ სიფრთხილეს გამოიჩენთ, შეძლებთ უბადურების თავიდან აცილებას. არ ღირს საკუთარი ძალების გადაჭარბებით შეფასება, უმჯობესია მომზადებული შეხვდეთ ყველაფერს. ყველაზე უარეს შემთხვევაში ნუ დაეცემით სულით, მხარდაჭერა აღმოუჩინეთ ახლობელ ადამიანებსა და მეგობრებს. ამ დღის სიზმრები ასრულებადია.
თევზები. ვარსკვალავები საკუთარი შინაგანი სამყაროს შეცნობისათვის განგაწყობენ. გაიხსენეთ წარსული, დაფიქრდით აწმყოზე და იქნებ მომავლიც დაინახოთ. ასევე კარგია დღეს დიეტის ან შიმშილობის დაწყება. აკოჰოლი მცირე დოზითაც კი გავნებთ. მოსალოდნელია გულთან დაკავშირებული გართულებები.
ავტორი: ემილი.
2021-12-30.
წყარო
|