ვერძი. თავს ენერგიულად იგრძნობთ. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი დღეს საინტერესო ფინანსურ წინადადებას მიიღებთ. საქმე შეიძლება სარისკო იყოს, მაგრამ კარგ შემოსავალს გპირდებათ. ეს ძალიან წარმატებული დღეა რომანტიკული შეხვედრისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. ამ დღეს მოსალოდნელია წვრილმანი უსიამოვნებები, მაგრამ თქვენ მათ გაუმკლავდებით მეგობრების ან ნათესავების დახმრებით.
კურო. დღეს თქვენს გარშემო მღელვარე მოვლენები წარიმართება. შეეცადეთ სახალხოდ არ გამოხატოთ ნეგატიური ემოციები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შინაგანი წონასწორობა. ეს დიდი როლს ითამაშებს თქვენი მომავლისათვის.
ტყუპები. ფინანსურ სფეროში წარმატებული დღე გელით. დაგეგმეთ ბიუჯეტი შემდეგი წლისთვის. შესაძლებელია უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება.
კირჩხიბი. ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე აღმოჩნდებით კომპლიმენტებისა და ყურადღების ცენტრში. ეს დღე ინტუიციის უჩვეულო გამონათებას გჩუქნით. არაა გამორიცხული, რომ ტელეპათიური ან ექსტრასენსული უნარებიც კი გამოავლინოთ.
ლომი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის დღის პირველი ნახევარი სირთულეებს გპირდებათ, როგორც პროფესიულ, ასევე ოჯახურ ურთიერთობებში. ფინანსური მდგომარეობა რამდენადმე გაუარესდება. შესაძლებელია თქვენთვის ძალიან ფასეული ნივთი დაკარგოთ. დღის მეორე ნახევარი კი ყველა სფეროში ხელსაყრელი იქნება. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა უამრავ სასიამოვნო და დაუვიწყარ წუთებს გაჩუქებთ. შეეცადეთ თვითმკურნალობით არ დაკავდეთ.
ქალწული. თქვენ მარტივად ივიწყებთ წყენებს. ამით სარგებლობენ ადამიანები თქვენს გარშემო. ...დასკვნების გაკეთების დრო დადგა.
სასწორი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისთვის ხელსაყრელი დღე იქნება. თქვენ შეძლებთ მოაგვაროთ მრავალი სხვადასხვაგვარი პრობლემა, როგორც საქმიანი, ასევე პირადი. ზოგიერთი ამ ნიშნის წარმომადგენელი სამსახურში ცოტაოდენ ჰონორარს მიიღებს კარგად შესრულებული სამუშაოსთვის. ოჯახშიც სიმშვიდე და კეთილდღეობა დაისადგურებს.
მორიელი. ძალიან დაძაბული დღე გელით. ყურადღებით დაუკვირდით მოვლენებს. ძლიერად მოეჭიდეთ მიღწეულს და მეტს ნუ მოინდომებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი დომინირების სურვილი და გადამეტებული თავდაჯერება პროტესტის საბაბი გახდება ახლობელი ადამიანების ან ნათესავების მხრიდან.
მშვილდოსანი. რწმენა იმისა, რომ მეტი შეგიძლიათ, ჩვეულზე უფრო მეტად თავდაუზოგავად შრომაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ ყველა კრედიტი გაისტუმროთ. შემოქმედება და სიყვარული ამ დღეს მცირე დოზით გექნებათ.
თხის რქა. პატარა რჩევა: გადახედეთ თქვენს მენიუს. უარი თქვით საკვებზე, რომელიც თქვენი ჯანმრთელობისთვის მავნებლად ითვლება. უმჯობესია რაც შეიძლება მეტი ხილი, ბოსტნეული, ჩირი და ნიგოზი მიირთვათ. მაშინვე მსუბუქად იგრძნობთ თავს და ენერგიაც მოგემატებათ.
მერწყული. მერწყულებს დღეს განწყობა და ფიზიკური მდგომარეობა გაგიუარესდებათ. თქვენი აზრები მოქუფრული იქნება.
თევზები. ეს დღე აღსავსე იქნება ავანტიურული თავგადასავლებით და არაპროვოცირებული კონფლიქტებით. ბედი კიდევ ერთხელ მოინდომებს თქვენს შემოწმებას ხასიათის სიმტკიცეზე და ახალ გამოცდას მოგიწყობთ. თავს ენერგიულად იგრძნობთ, მაგრამ დატვირთვის გაზრდა არ ღირს, რადგანაც ეს უარყოფითად აისახება თანამშრომლებთან ურთიერთობებზე. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ მთელი თავისუფალი დრო ახლობელ ადამიანებთან გაატაროთ.
ავტორი: ემილი.
2021-01-02.
წყარო |