ვერძი. დღეს ყველა შეეცდება თქვენს წყობილებიდან გამოყვანას, მაგრამ თუ თავის ხელში აყვანას შეძლებთ და პროვოკაციებს არ აჰყვებით, დიდი უსიამოვნებებს აიცილებთ თავიდან. დღის მეორე ნახევარში ექიმთან შეიარეთ გასასინჯად. ჯანმრთელობა დიდ ყურადღებას საჭიროებს.
კურო. დღევანდელი დღის დევიზი იქნება: "გულწრფელობა! გულწრფელობა! და კიდევ ერთხელ გულწრფელობს!" ტყუილი კარგს არაფერს მოგიტანთ და აუცილებლად გამჟღავნდება. უსიამოვნებების თავიდან ასაცილებლად ისაუბრეთ სიყვარულზე. ამ სფეროში დიდი წარმატება გელით. შესაძლოა დაქორწინებაც კი შემოგთავაზონ.
ტყუპები. ყოველთვის როდი ემთხვევა შესაძლებლობები თქვენსავე სურვილებს. ზოგჯერ ამის გამო გარშემომყოფებთან მრავალრიცხოვან გაუგებრობებს აქვს ხოლმე ადგილი. დღეს კიდევ ერთხელ დარწმუნდებით ამაში.
კირჩხიბი. არსებობს დღეები, როცა ხელიდან ყველაფერი გიცვივათ და ცხოვრების საშინელი ეტაპი იწყება. ასე ყველას ემართება და ნუ ინერვიულებთ. ეს ცხოვრებაა! მთავარია გახსოვდეთ, რომ ავდდარს ყოველთვის დარი მოჰყვება ხოლმე. მოინახულეთ მშობლები, თქვენ ისედაც ძალიან იშვიათად ხვდებით ერთმანეთს.
ლომი. რომანტიკულ ურთიერთობებში აქტივობა გელით. საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებისგან თქვენს მიმართ გაძლიერებული ყურადღებაა მოსალოდნელი. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები შესაძლოა საკუთარ საბედოსაც შეხვდეთ. ამ დღეს რეალიზებულმა შემოქმედებითმა ნიჭმა შესაძლოა რადიკალურად შეცვალოს თქვენი ცხოვრება და ახალ, აქადე მიუწვდომელ მწვერვალებზე აგიყვანოთ. ამ დღეს კარგი იქნება სტუმრების გამასპინძლება ან თავად წასვლა სტუმრად.
ქალწული. ბევრ თქვენგანს ამ დღემ შესაძლოა მცირეოდენი ცვლილებები მოგიტანო პირად ცხოვრებაში, ზოგიერთს ოჯახში მატებაც კი გელით. წარმატებული იქნება სამსახურეობრივი და საყოფაცხოვრებო საქმეები. მოსალოდნელია ფინანსური შემოსავლის რეალური პერსპექტივა. ერიდეთ ალკოჰოლსა და ცხიმიან საკვებს. ეს ცუდად აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე.
სასწორი. ბოლო პერიოდში თქვენ უფრო მეტს ხარჯავთ, ვიდრე გამოიმუშავებთ, მაგრამ ეს შემთხვევითი არაა. ვარსკვლავები მიგანიშნებენ სასიამოვნო მოულოდნელობაზე, როგორიცაა ხელფასის მატება, დიდი ხნის დავიწყებული სესხის დაბრუნება ან საინტერესო საქმიანი წინადადება. ერთი სიტყვით, საინტერესო პერსპექტივები გელოდებათ, ოღონდ გულხელდაკრეფილი ნუ დაჯდებით.
მორიელი. ძალიან რთული იქნება კონფლიქტების თავიდან აცილება. ნერვები დაწყვეტაზე გექნებათ. შეეცადეთ მეტი დრო მარტოობაში გაატაროთ, ურთერთობები მინიმუმამდე დაიყვანეთ. უარი თქვით ალკოჰოლსა და ჭარბ კვებაზე. კარგი იქნება თუ საკუთარ მეორე ნახევარსაც არ ნახავთ დღეს.
მშვილდოსანი. კრიტიკული დღე გელით. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენლებს მტრობასთან და ღალატთანაც კი მოგიწევთ შეჯახება. დილიდანვე თავბრუს დაგახვევთ უამრავი სხვადასხვაგვარი საქმე. შეეცადეთ ერიდოთ კონფლიქტებს ხელმძღვანელებთან და პარტნიორებტან. ბევრ დროსა და ენერგისას წაგართმევთ სახლის საქმეები. შეეცადეთ დაუთმოთ დრო ბავშვებსა და მშობლებს.
თხის რქა. ძალიან დაძაბული დღე გელით, რომელიც თქვენგან საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებას მოითხოვს. დიდი სიფრთხილით უნდა განსაზღვროთ პრიორიტეტები. მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ მიზნის მიღწევას. ნუ გამოავლენთ ზედმეტ ამბიციებს ან პირიქით - თვითგანადგურებას. ყოველი წინ გადადგმული ნაბიჯი მიზნის მისაღწევად, დამოკიდებული იქნება თქვენს მოქნილობასა და პრაქტიკულობაზე.
თევზები. თქვენი ემოციები ამოხეთქვას მოისურვებენ, რაც აფსოლუტურად სხვა მიმართულებით წაგიყვანთ, მაგრამ თუ მათ გაკონტროლებას შეძლებთ, დღე ყოველგვარი განსაკუთრებული დანაკარგის გარეშე ჩაივლის. არც პირად ფრონტზე იქნება ყველაფერი იდეალურად, ამიტომ სხვა დროისთვის გადადეთ სერიოზული საუბრები. ალკოჰოლი მხოლოდ გაართულებს თქვენს მდგომარეობას. უმჯობესია მასზე უარი თქვათ.
ავტორი: ემილი.
2021-02-11.
წყარო |