ვერძი. ზოგიერთ ამ ნიშნის წარმომადგენელს დღეს იმის მტკიცება მოგიწევთ, რომ სწორად იქცევით, - თანაც მტკიცება ვინმე სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის. გაგიჩნდებათ აკვიატებული აზრი, რომ რაღაც შეცვალოთ ცხოვრებაში. მაგრამ ცვლილებებთან აჩქარება არ ღირს, ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ. წარმატებული პერიოდია ბავშის ჩასახვისათვის.
კურო. ხელსაყრელი დღეა საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად ან სახლში რემონტის დასაწყებად. ასევე წარმატებული აღმოჩნდება დღევანდელი შენაძენი ან ავეჯის განლაგების შეცვლა. ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლებს დღეს გელით შეხვდრა ადამიანთან, რომელთანაც სერიოზული ურთიერთობაა შესაძლებელი.
ტყუპები. უმჯობესია შინაგანი აქტივობა მოთოკოთ. მიიღეთ სწორი გადაწყვეტილებები. ყველაფერი თქვენს ხელთაა. შესანიშნავი შანსი გეძლევათ საკუთარი თვალსაწიერის გასაფართოვებლად. მთავარია სწორად გამოიყენოთ ის.
კირჩხიბი. ამ ნიშნის წარმომადგენლებისათვის ხელსაყრელი დღე იქნება. მაგრამ კომერციული ოპერაციებისას დაკვირვებულობა გმართებთ. სასიყვარულო შეხვედრა ან პარტნიორის უღირსი საქციელი გარკვეულ იმედგაცრუებას მოგიტანთ.
ლომი. არ ღირს გონების დაძაბვა. რაც შეიძლება ნაკლებად დატვირთეთ ხელები და მხრები. გადაწყვიტეთ მხოლოდ გადაუდებელი საკითხები. დღეს სასურველია კარგი დასვენება. შეიარეთ ეკლესიაში და დაფიქრდით ცხოვრების აზრზე.
ქალწული. აუცილებელია ეს დღე მთლიანად საკუთარ თავს მიუძღვნათ. თქვენს მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება სრულიად დამაკმაყოფილებელი იქნება. პირად ცხოვრებაში ასევე ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. მეორენხევართან ურთიერთგაგების გამონახვის კარგი შანსი გეძლევათ. ის უსიტყვოდაც კი გაგიგებთ და თქვენს ყოველგვარ წინადადებას გაიზიარებს.
სასწორი. მოსალოდნელია კონფლიქტი ახლო ნათესავთან. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენ რაიმეს გაძალებენ, გავიწროვებენ ან თქვენი სურვილის წინააღმდეგ გაუძულებენ რაიმეს კეთებას, დროა მშვიდად, მაგრამ მკაფიოდ დაიცვათ თქვენი პოზიციები. ვარსკვლევები თქვენს მხარეს არიან.
მორიელი. ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი ცვლილებისათვის, როგორც საქმეში, ასევე პირად ცხოვრებაში. იყავით თამამი და შეუპოვარი, - თქვენ ყველაფერი გამოგივათ. ასევე კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად. აიღეთ შვებულება და სადმე გაემგზავრეთ დასასვენებლად.
მშვილდოსანი. საკუთარ ჯანრთელობაზე ზრუნვა გმართებთ. არსებობს სხვადასხვაგვარი დაავადებების რისკი. ვარსკვლავები გირჩევენ ერიდოთ ხმაურიან შეკრებებსა და წვეულებებს. ეს დღე თქვენთვის ხორციელ ვნებებთან ბრძოლის დღედ ითვლება. ამ დღის სიზმრები 1 კვირაში აგისრულდებათ.
თხის რქა. ნუ მიაქცევთ ყურადღებას წარუმეტებლობებს და ტყუილად ნუ განაწყენდებით. უბრალოდ, ეს დღე როგორმე უნდა გადააგოროთ და მერე ყველაფერი მოგვარდება. აი, საკუთარ ჯანრთელობაზე ყურადღების მიქცევა კი აუცილებელია. შეიარეთ ექიმთან გასასინჯად. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეთ მხედველობაზე.
მერწყული. კამათი, გაუგებრობები, სკანდალები... ამ დღეს ეს ყველფერი არ იქნება რადგანაც საკუთარ თავში დიპლომატის უნარებს აღმოაჩენთ და მარტივად გაერკვევით ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი. ამიტომ გაიხსენეთ ყველა, ვის დარწმუნებასაც აქამდე ვერ ახერხებდით ან ვერ მოასწარით და სწრაფად იმოქმედეთ.
თევზები. ეს დღე უფრო შესაფერისია ფიქრისა და გააზრებისთვის, ვიდრე დამღელილ საქმეებისა და საუბრებისთვის. მეგობრები და ნაცნობები თქვენს დახმარებას მოისურვებენ იმისათვის, რომ სასურველს მიაღწეიოთ. მიიღეთ მათი რჩევები მადლიერებით. საღამოსთვის ნუ დაგეგმავთ რომანტიკულ შეხვედრას, მას წარმატება არ უწერია.
ავტორი: ემილი.
2021-03-03.
წყარო |