ვერძი. დღეს მოსალოდნელია წარმატებები საქმიან სფეროში, რომლებსაც თქვენი გაყვანა შეუძლიათ განვითარების ახალ დონეზე. კარგი დროა თვითანალიზისა და განათლებისათვის. ასევე ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის (ოღონდ, არა სადღე-ღამისო) და უფროსი თაობის ნათესავებთან სასაუბროდ.
კურო. ვერც კი შეამჩნევთ, როგორ დასრულდება სამუშაო დღე. საღამოს მოდუნდით და დაისვენეთ. გირჩევთ, რაც შეიძლება შორს გახვიდეთ სახლიდან.
ტყუპები. უკიდურესად არახელსაყრელი დღე გელით. თქვენი გეგმები და ჩანაფიქრები არ ასრულდება. ერიდეთ დაუფიქრებელ მოქმედებებს. ისინი გაგირთულებენ ურთიერთობებს გარშემომყოფებთან. ოჯახშიც შეეცადეთ არ გადაამლაშოთ, წინაღდეგ შემთხვევაში ეს ჩხუბით დასრულდება. ნუ მიიღებთ ალკოჰოლს.
კირჩხიბი. წვრილმანი საყოფაცხოვრებო საკითხები ვერ გაგიფუჭებენ დღეს განწყობას. თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა, რომ დაიწყოთ ახალი საქმე, რომელიც კარგ შემოსავალს მოგიტანთ. შესაძლებელია გამონახოთ საერთო ენა ადამიანებთან, რომლებიც ადრე ძალიან გაღიზიანებდნენ. ასევე შესაძლებელია ამბავი შეიტყოთ შორეულ ნათესავზე, რომელზეც დიდი ხანია არაფერი გსმენიათ.
ლომი. კრიტიკული დღე გელით. შესაძლოა კრიმინალთან, ძარცვასთან ან სხვა სხის დანაკარგთან მოგიხდეთ შეჯახება. ზოგიერთი თქვენგანისათვის შეიძლება ამოტივრტივდეს არასასიამოვნო ფაქტები წარსული ცხოვრებიდან, რაც თქვენს ავტორიტეტს შელახავს. შეეცადეთ დასახმარებლად მეგობრებს ან ნათესავებს მიმართოთ, - მათი დახმარება გელით. თუ აზარტული თამაშების მოყვარული ხართ, დღეს ამისგან თავი შეიკავეთ.
ქალწული. ძალიან ხელსაყრელი დღეა მანდილოსანი ქალწულებისთვის. ზოგიერთი თქვენგანი შეხვდება ადამიანს, რომელსაც მომავალ ცხოვრებას დაუკავშირებს. დღევანდელი მოვლენები სერიოზულ გავლენას მოახდენს მამაკაცი ლომების მსოფლმხედველობასა და ცხოვრებისეულ პრინციპებზე. ზოგიერთ ქალწულს მიეცემა შესაძლებლობა შეიცვალოს საქმიანობის სფერო, ასევე გამოავლინოს შესაძლებლობები, რომლებიც ჩანაფიქრის განხორციელებაში დაეხმარებათ.
სასწორი. თქვენ მეგობრის ღალატი გელით. ამ დღეს ძალიან იმედგაცრუებული და შოკირებული იქნებით. მაგრამ არაფერია. დაე, ყველაფერი ისე დარჩეს, როგორც არის. რაც უნდა მოხდეს, ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისთვის.
მორიელი. დღეს ადვილი იქნება თქვენი წონასწორობიდან გამოყვანა. მოსალოდნელია სერიოზული ჩხუბი ხანგრძლივი შედეგებით. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფულს: ნურც ისესხებთ და ნურც გასცემთ.
მშვილდოსანი. მოსალოდნელია კონფლიქტები სამსხურში, მაგრამ თუ ემოციებს აკონტროლებთ, ყველაფერი მოგვარდება. უარი თქვით მაღაზიებში სიარულზე. ეს კარგს არაფერს მოგიტანთ - სულ ტყუილად დახარჯავთ ფულს. დღის მეორე ნახევარში თავის ტკივილი და წნევის ცვლილებები გელით. საღამო სახლში გაატარეთ.
თხის რქა. კეთილი, ბედნიერი დღე გელით. დაკავდით საკუთარი თავის შეცნობითა და სრულყოფით, დაიტვირთეთ სასიამოვნო მოგონებებით. თქვენ შეძლებთ წარსულში დაშვებული შეცდომების გამოსწორებასა და შერიგებას მათთან, ვისაც აწყენინეთ. დღეს დაწყებული რომანტიკული ურთიერთობა ძალიან ჰარმონიული და მყარი იქნება.
მერწყული. თქვენ დღეს ენერგიით სავსე და მომხიბველელი იქნებით, ამიტომაც ყველაფერი მარტივად და ძალდაუტანებლად გამოგივათ. ბავშვები თავიანთი წარმატებებით გაგახარებენ. თქვენი განწყობა კი ძალიან სწრაფად შეგეცვლებათ ხოლმე. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად და ორგანიზმის განსაწმენდად.
თევზები. როგორც იქნა, დადგა დრო, როცა ცხოვრების ახალი ეტაპი შეგიძლიათ დაიწყოთ. მომავალი საქმე კარგ შემოსავალს მოგიტანთ. ზოგიერთი თქვენგანი გაიცნობს ძალიან გავლენიან ადამიანებს, რომლებიც გადამწყვეთ როლს შეასრულებენ თქვენს მომავალ ცხოვრებაში. რაც უნდა აკეთოთ დღეს, ყველაფერში მოგებული დარჩებით.
ავტორი: ემილი.
2021-03-06.
წყარო |