მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
მე სიკვდილისთვის მზად ვარ

ცისფერი თვალები ძალიან ლამაზი სათნო თვალები შემომყურებენ იმედის თვალებით...- მეშველება რამე მეკითხება ?! - იცი გუშინ ომში ვიყავი ვიბრძოდი.- მერე?- ფეხს ვერ ვადგამდი,ვერ ვლაპარაკობდი...- მერე ბატონო მერაბ გააგრძელეთ- მერე შენ დაგინახე ხელი გამომიწოდე და ფეხზე დამაყენე..- არა, ეს მე არ ვიქნებოდი.- დიახ შენ იყავი.- სახეზე ძალიან თბილი, ღიმილმა გადაურბინა,თვალში ცრემლი ჩაუდგა. - ღმერთი არ არსებობს ასეთ მდგომარეობაში, რომ ვარ .- აბა, რას ამბობთ ბატონო მერაბ, იქნებ სინანულია საჭირო უფალი,რომ დაინახოთ,იქნებ აქ ამისთვის ვარ, რომ ეს გითხრათ და სული დაგიმშვიდოთ.- ისევ ღიმილი, ხოო მე ვიცინი ასეა ნამდვილად ...შენი იმედი მაქვს დამანახე უფალი.- მომენდე და ერთად დავინახავთ,ახლა გამიღიმე თქვენი ლამაზი თვალებით და დამპირდით პატარა ბავშვივით აღარ იცელქებთ.- გამიცინა...- მეშინია რამე არ გავაფუჭო.- მე აქ იმისთვის ვარ თქვენი გაფუჭებული " დავალაგო"- ერთად ვიხტუნებთ,წვიმის წვეთებში ბავშვებივით,სასტუმროები გაქვთ ასაშენებელი დაგავიწყდათ?!....- ეჰ,როგორი სისუფთავეა? - სად ბატონო მერაბ?! დავეკითხე...- შენს გულში შვილო....წამიერად მეც წამსკდა ცრემლი და ღაწვებზე ჩამოგორდა..- რატო ტირიხარ შვილო.. მოხდა რამე?!- არა... არაფერი ყველაფერი იდიალურდააა.- ნამდვულად იდიალურადა შვილო.დღეს შენ უწამლოდ მიწამლე და უფალი დამანახე..მზად ვარ სიკვდილისთვის.- ბატონო მერაბ თქვენ დამპირდით ერთად ვიხტუნებდით წვიმის გუბეებში.- მადლობა შვილო მე უკვე ვარ ბედნიერი წვიმის წვეთები მეცემა გულზე...შენ მაგრძნობინე უფლის ხელები.- არ წახვიდეთ, აი აქ ყველაფერია რაც თქვენ გიყვართ,არ გაბედოთ წასვლა ხმაში სიმკაცრე შემეპარა.არ გაბედოთ თვალების დახუჭვა...!!!- მადლობა შვილო,უფალთან წვიმას შენით გავიხსემებ...მადლობა გულწფელიბისთვის...- და წვიმა.... სასტუმრო...?!- ამაოა ყველაფერი ვიბრძოლე ყველაფერი მქონოდა, ყველაფერი მაქვს, მაგრამ სიყვარული უმადურობის,ღალატის გამო დავკარგე, და აი შენით ვიპოვე უფალი..- აი ბატონო მერაბ სასწრაფოც მოვიდა გაუძელით...- ხელი მომკიდე შვილო მეშინია...მე თქვენთან ვარ..ხმამაღლა ვტიროდი- როგორი თბილი ხელები გაქვს ..- სასწრაფოდ ჟანგბადი მომაწოდეთ კვდება კაცი! - მაცადეთ!!! ჩაილუღლუღა ...მთელი ცხოვრება ვინ აღარ იყო ჩემს ცხოვრებაში,რას აღარ მივაღწიე, და აი ჩემს ბოლო ჟამს უცხო გოგოა ჩემს გვერდით ვინც თავდაუზოგავად მივლიდა და ცხოვრების მთავრი არსი ახლა ამ ბოლო 2 კვირაში გავიგე. საამაყო შვილი ხარ, დედა ბედნიერია შენით. - დედა არ მყავს ბატონო მერაბ.- მაშინ მე ვეტყვი ასეთი კარგი შვილი რომ ჰყავს.. - აი ისევ ამაყენე ფეხზე ხედავ? დავფრინავ ჩემო გოგო....- ჩქარა საკაცეზე დააწვინეთ... - არ გამიშვა დავეცემი ჩემო გოგო მე ხომ ბებერი უძლური, 80 წლის ვარ.- ხელებ გამოშვერილი მეუბნეოდა ვეღარ საუბრობდა ბუტბუტებდა ხელი არ გამიშვა უფსრკულში ჩავარდებიო..- დაიკეტა სასწრაფოს კარები.მე კი შოკირებული დავრჩი..უამრავი ფიქრები ერთმანეთში იზილებოდა.. ბედნიერების და სევდის ფიქრები.ბედნიერებაა უცხო ადამიანმა ჩემით ნუგეში ნახა,უფალი შეიყვარა, იმედი დაინახა. სევდა იმიტომ რომ მთელი მისი ცხოვრება თვალწინ მქომდა გადაშლილი,მასთან გულწფელი საუბრები... როგორ ცდილობდა ცხოვრებაში დაშვებული შეცდომები გამოესწორებინა,მაგრამ უძლური იყო ... ენაც კი აღარ ქონდა მთელი, სიტყვებს ძლივს ვარკვევდი საუბრის დროს... მეტყოდა ხოლმე " ბევრი ცუდი სიტყვა უთქვია ჩემს ენასო" მხოლოდ შენ გესმის უსიტყვოდ ჩემიო და გამიღიმებდა ხოლმე, თავისი ლამაზი ცისფერი თვალებით.როგორი ბედნიერი იყო , რომ ვიჯექი და მის გამოგონილ სამყაროში მეც მასთან ერთად დავეხეტებოდი... ბედნიერი ვარ რომ ეს მე ვარ ვიკა. ეს ყველაფერი მე გადამხდა ...და ვამაყობ ჩემი თავით თუნდაც 1 ადამიანს ნუგეშისსიტყვით ვუწამლე.გავაცინე,სიკვდილის დროს,შიდი გაუქარწყლე, იუმორი გავუღვიძე და ხელი ჩამჭიდა მე ერთ ციცქნა გოგოს ორმეტრიანმა კაცმა,უსაშველოდ მდიდარმა, საშველად.ამან დამანახა თუ რამხელა თანაგრძნობა შემძლებია. ეს ჩემი ნიჭია უფლისგან ბოძებული.მადლობა უფალს ... ჯერ კიდევ  ადამიანი მქვია❣ #ვიკტორიასხედვა

 

ავტორი: ვიკა თხლაშაძე

14.08.2022 წ.

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO