მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ოქტომბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ადამის მისტერია

ღმერთმა პირველად ადამი შექმნა მიწისგან, შთაბერა სული და ის ზეციურ იერარქიას  რომ წარუდგინა, ანგელოზები "შეძრწუნდნენ" მისი სილამაზით და სრულყოფილებით... დაასახლა ედემის ბაღში ადამი და შეუდგა უფალი მის სწავლებას... მხოლოდ ორი ხის - ცნობადის (აბსოლუტური ცოდნის მფლობელობა) და სიცოცხლის (მარადიული  სიცოცხლით ტკბობა) ხეების ნაყოფის გასინჯვის უფლება არ ჰქონდა ადამს, რადგან მზად არ იყო, რადგან ჯერ  არ ქონდა მიღებული საკმარისი ცოდნა...

ბოლომდე გაუწვრთნილმა ადამმა მოწყენილობა იგრძნო და უფალს ტოლ-სწორი მეგობრის შექმნა სთხოვა, რადგან ცხოველებთან, ფრინველებთან და სხვა მიწიერ არსებებთან მისი ურთიერთობის ინტერესი ამოიწურა და მარტოობამ შეაწუხა. უფალმა ცეცხლის ალისგან შეუქმნა მეგობარი, პირველსახე ქალისა - ლილე და მიუძღვნა ადამს.. არ მოეწონა ცეცხლისგან შექმნილ ულამაზეს ლილეს უფლის კალთას ამოფარებული, ინფანტილი ადამი და პირდაპირ ჯოჯოხეთში ჩაყვა სატანას... როგორც აპოგრიფები გვიამბობენ,  „ძალიან უყვარს" სატანას ლილე და ლილეს დამსახურებაა ის, რომ ჯოჯოხეთი კიდევ არსებობს, რომ ის ჯერ კიდევ ერთიანად არ ჩამწვარა და მასში მყოფ სულებს - კიდევ ერთი შანსი მიეცემათ მეორე მოსვლისას, მარადიული ტანჯვის ადგილი დატოვონ და სასუფეველში მიიღონ სიმშვიდე და ნეტარება... მაგრამ ლილეს, ჯოჯოხეთის დედოფალს გაბანგულ - გაბრუებულს, ნახევრად ძილ - ღვიძილში ამყოფებს ბნელეთის ბატონი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ქვესკნელის უდედოფლობას, რადგან მაშინ დაიწყება მისი მარადიული ტანჯვა და დაუსრულებელი აღსასრულიც - ცეცხლოვან ტბაში...

უფრო მეტად მოიწყინა ადამმა.. შეეცოდა უფალს, დააძინა, გამოუღო ნეკნი და გამოუძერწა ულამაზესი ევა - მორჩილი, თავმდაბალი, მოსიყვარულე - ადამის სხეულისა და სულის ერთ ნაწილად... რათქმაუნდა ორი ხის ნაყოფის აკრძალვა მასაც ეხებოდა... გავიდა დრო, ლუციფერს  არ აწყობდა ადამისა და ევას მოძლიერება უფლის ხელში, რადგან ლილეს დაკარგვის საფრთხე შეექმნებოდა, რაც მისი აღსასრულის დადგომის დაწყებას განაპირობებდა  კიდეც.  ჯოჯოხეთის დასასრულის გასაღები კი - ლილეში იყო ჩადებული.. შეძვრა ეშმაკი სატანა გველის სხეულში,  აცდუნა ევა და აკრძალული ნაყოფიც დააგემოვნებინა... მაგრამ ამაზე არ გაჩერდა და ევას მეშვეობით ადამსაც დაარღვევინა უფლის კანონი...  ღმერთმა ეს ყველაფერი იცოდა და საყვედური ადამს უთხრა, რადგან ევას  სრულყოფილებამდე ლილეს ბნელეთში ჩაკარგულ ნაწილთან სრული შერწყმა უნდა აღსრულებულიყო... და გამოჩნდა ადამის მოუმწიფებლობაც, მან უდიერად მიმართა უფალს: "მე რას მერჩი, შენმა შექმნილმა ევამ მომცა  აკრძალული ხის ნაყოფი!"-ო. ღმერთმა ჩათვალა, რომ ადამი და ევა, მიუხედავად არასრულყოფილებისა, მაინც  მზად იყვნენ სხვა, უფრო მარტივ განზომილოებებში - "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის", გამოდევნა სამოთხიდან და სასჯელად დედამიწის კატორღა მიუსაჯა. დედამიწაზე სატანის გამგებლობაა, მაგრამ ლტოლვილები უფალმა დაიცვა ეშმაკის პირდაპირი ძალადობისგან, ხოლო ადამიანს მისცა არჩევანის უფლება შავსა და თეთრს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, ნათელსა და წყვდიადს შორის...

...და ხორციელდება უფლის ნება და კანონი თანდათანობით. ძე კაცისამ თავის ადამიანური სუსტი ბუნებით, ურთულეს გამოცდას გაუძლო და კაცობრიობას მხსნელად მოევლინა,  „გარხსნა ბჭენი ჯოჯოხეთისანი" და მართალი სულები სასუფეველში დააბრუნა. მარჯვნივ მოისვა მამამ ძე ერთადერთი და ამით ტოლ-სწორობა გამოხატა საკუთარ ბოლო ქმნილებისადმი... ახარა მთავარანგელოზმა გაბრიელმა მარიამს უფლის კურთხევა „დედათა შორის უპირველესობისა" და ევას აღუდგინა  დედობის ღვთაებრივი მადლი.. მაგრამ რა ხდება კონკრეტულ მისტერიაში სადაც ადამი, ლილე და ევა მონაწილეობენ?

მომაკვდინებლად  ახსოვს ადამს  ლილეს არჩევანით მიღებული შეურაცხყოფა.. თან ეშინია ევაში ლილეს საწყისის, იმ საწყისის გაღვიძების, რომელმაც ქალი, პირველშექმნილი - ბნელეთის დედოფლად აქცია! მთელი ცხოვრება ებრძვის ევას და მას ამაში ერიც და ბერიც ეხმარება...  უფლის ნებით, ამ შიშის დაძლევა  თვითონ ადამმა უნდა შეძლოს ცალსახად, მაგრამ ამას ევას გარეშე ვერ იზამს, რადგან სრულყოფილებას რომ მიაღწიოს, სრულყოფილ ნახევარს უნდა შეერწყას...

ევა არაა სრულყოფილი, რადგან ლილეს საწყისი აკლია, მაგრამ მას ლილეს გაღვიძება საკუთარ სულსა და სხეულში შეუძლია! ...და დაიწყო ევამ ბრძოლა საკუთარი უფლებებისათვის - ხან ემანსიპაცია-მასკულინიზაციის, ხანაც ფემინიზაციისა და სექსის თავისუფლების ცხოვრების წესად შემოღების გზების ძიებით და ადამი ამით კიდევ უფრო მეტად დააშინა...  თანამედროვე ევათა ამ მასიურ მოძრაობას აუცილებლად მოყვება ლილეს საბოლოო გაღვიძება, რაც მისგან ქვესკნელის აუცილებელ მიტოვებას გულისხმობს და გახდებიან ერთი სრულყოფილი ნახევარი ლილე და ევა, ორი დიამეტრალურად განსხვავებული საწყისით... ქალი კი - ცეცხლოვანი და მიწიერი საწყისებით, კვიცია მოუსვენარი და გაუხედნავი, რომელიც  უბადლო მხედარს ელის. ის დედოფალია - რომელსაც სარეცელს მხოლოდ ჭეშმარიტი მეფე გაუყოფს...

... და მოვა ჟამი, როცა ადამს ჭეშმარიტი მეფობა გაწევა მოუწევს მთელი თავისი სიდიადით, სამართლიანობით, კეთილშობილებით, სიმამაცით.... და დადგება დრო, რომ მანვე უნდა  აღასრულოს უფლის ნება: ადამ, შენ მეფე ხარ ყოველთა!.. უფალმა მომავალ მეფეს ღვთაებრივი საჩუქარი გაუკეთა ქალის სახით და მოთმინებით ელოდება როდის შეისისხლხორცებს ღირსეულად ის ამ ღვთაებრივ საჩუქარს. მაგრამ შეძლებს კი ადამი გახდეს ნამდვილი მეფე? ოღონდ ღვთის ხელით კი არა, არამედ თავისი ნების მეშვეობით?.. თუ შეძლებს, მაშინ დაესმება დასტური ღვთის ნებას და დადგება ათასწლოვანი ბედნიერების ხანა ადამის მოდგმისათვის! და მისტერიაც აქ დასრულდება...

ასე, რომ ყველაფერი წინაა და ყველაფერი ადამის არჩევანზე  და უნარზეა დამოკიდებული... და ებრძვის მთელი ბნელეთი ადამს! შენ კი სადა ხარ ადამ?  თვით უფალიც კი უძლურია დახმარება გაგიწიოს... ივარგე ადამ! და შენთან ერთად გაიხარებს შენი მოდგმა!..

22.07.2015 წელი                                                                                                             

ვარლამ კვანტალიანი

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO