მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ოჯახური პრობლემები (გაგრძელება)

 ფუნქციონალური ოჯახური უთანხმოებები
არაფერია იმაში საგანგაშო, როდესაც ხანდახანობით ოჯახში წარმოიშობა აზრთა სხვადასხვაობა. ბავშვების აღზრდაზე, ფინანსურ საკითხებზე, თავისუფალი დროის გატარებაზე შეიძლება გქონდეთ სხვადასხვა შეხედულებები. ცუდია, თუ რაღაც საკითხებში თქვენ აღმოაჩენთ ინტერესების სრულ შეუთანხმებლობას. კიდევ უარესი, თუ ეს ხდება მიზეზი ჩხუბის და ხანგრძლივი კონფლიქტების. სიტუაცია კიდევ უფრო უარესდება, როდესაც ეს რომელიღაც ერთ საკითხში წარმოშობილი კონფლიქტი გადადის სხვა დანარჩენ ოჯახურ ურთიერთობებში და აუარესებს ოჯახის ცხოვრებას. არადა ასე ძალიან ხშირად ხდება და რაც მთავარია, ეს ხდება ჩვენი სურვილების გარეშე. ეს ცუდი განწყობა გადაედება ბავშვებს და გარშემომყოფ ადამიანებს. გაგრძელება შეიძლება იყოს ყველანაირი, რადგან ჩხუბის დროს ძალიან ბევრი არასწორი რამ შეიძლება იყოს ნათქვამი. ხშირად ხდება, რომ ჩხუბი რაღაც უმნიშვნელო საკითხთან დაკავშირებით არამარტო ხელს უშლის ოჯახის ფუნქციებს, არამედ ანგრევს ურთიერთობებს. საწყენია, რომ უმეტეს შემთხვევაში ჩხუბის დაწყების მიზეზი არავის არ ახსოვს. ამიტომ საჭიროა ეს კინკლაობა ჩავსვათ რაგაც ჩარჩოებში. ეს განსაკუთრებით რთულია მამაკაცებისათვის, რომლებიც უფრო მძიმედ აღიქვამენ ოჯახურ ჩხუბს. შედარებით ადვილია ქალებისათვის, რადგანაც ნერვული სისტემა სხვაგვარად აქვთ მოწყობილი და ძალიან სწრაფად შეუძლიათ შეიცვალონ თავისი ხასიათი და მოქმედება. ამიტომ უნდა დაივიწყოთ თანასწორობის თემა და პრობლემა "მე რატომ უნდა დავიწყო პირველმა". უნდა შეეცადოთ შერიგებას. ეს სულაც არ ნიშნავს სისუსტის გამოვლენას და არაპრინციპულობას. საქმე ეხება ოჯახში მშვიდობის დამყარებას. არ დაგავიწყდეთ, რომ სულ პატარა სიხარულებმაც კი შეიძლება სასწაულები მოახდინოს ოჯახის ცხოვრებაში.

 ფარული პრობლემები
ოჯახური პრობლემები ყოველთვის არ არის მკვეთრად გამოხატული და თვალსაჩინო. პრობლემების ნამდვილი მიზეზის ძებნა ძალიან რთული და ზოგჯერ შეუძლებელიც კია. ადამიანები ხშირად ვერ აცნობიერებენ თავის მოქმედების ნამდვილ მოტივებს. ან აცნობიერებენ და მალავენ. ოჯახურ პრობლემებს ზოგჯერ აქვთ ღრმა საწყისი მიზეზები, რომელთა პოვნა ძნელი, მაგრამ აუცილებელია. ხშირად ხდება, რომ ერთ-ერთი მეუღლე დასაწყისშივე ოჯახის გამო თმობს რაღაცას, მაგალითად კარიერას, მაგრამ გადის წლები, სიტუაცია იცვლება და ის იწყებს თავისი მისწრაფებების დაბრუნებას. იცვლის ცხოვრების სტილს, რათა დაამტკიცოს, რომ ინტერესი მის მიამრთ ისევ აქვს საზოგადოებას და საჭიროდ აღარ თვლის ამ საქმეში ბავშვების და ოჯახის სხვა წევრების ჩართულობას. უმეტეს შემთხვევაში ასეთი სიტუაცია ოჯახის დანგრევით მთავრდება. ამ სიტუაციაში არ არსებობს აფსოლუტური სიმართლე, გაურკვეველია ვინ არის დამნაშავე, იმიტომ რომ ორივე მხარე ამ სიტუაზიას თავისი პოზიციიდან უყურებს. აზრთა სხვადასხვაობები და მისწრაფებები ყოველთვის უნდა განვიხილოთ და თავიდანვე ერთად ვეძებოთ გამოსავალი.

 ოჯახური ტრამვები
არავინაა დაზღვეული უსიამოვნებებისაგან. ბედის დარტყმები არასასიამოვნო ტკივილს იწვევს, რომელიც დიდი ხნით რჩება ოჯახში. იმის თქმა, რა ტიპის უსიამოვნებები რამდენ ხანს მოქმედებს ოჯახზე, ძნელია. ყველა ადამიანი ამას ინდივიდუალურად აღიქვამს. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც დაბადებიდანვე აქვს თანდაყოლილი ჯანმრთელობის პრობლემები, შეიძლება აღიქვან, როგორც სასჯელი და ოჯახისთვის მუდმუვი პრობლემების წყარო; ან აღიქვან, როგორც ჩვეულებრივი ბავშვი, რომელსაც, უბრალოდ, მეტი ყურადღება და სიყვარული სჭირდება.
ერთერთი ყველაზე გავრცელებული ოჯახური ტრამვა, რომელიც ყველაზე მწვავედ აღიქმება, არის ღალატი.
ქალები ღალატს უფრო ადვილად გადაიტანენ, ვიდრე მამაკაცები. კაცებისათვის ღალატის ფაქტის აღიარება გაცილებით უფრო მძიმეა. ეს იწვევს თვითშეფასების დაწევას, იზრდება დეპრესიული მდგომარეობის ალბათობა, უბედური შემთხვევების, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების და სექსუალური ფუნქციების დაქვეითების. ამის საპირისპიროდ, ქალებში ქმრის ღალატი ხშირად იწვევს პიროვნულ ზრდას და მიღწევებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. შეკითხვა, ვინ არის უარესად, არააქტუალურია. სიტუაციის გამოსწორება, ურთიერთობის აღდგენა, აი ეს არის მთავარი. ამ შემთხვევაში ჩხუბის გარეშე არ გამოვა. მაგრამ თუ ისევ ერთად ყოფნა გსურთ, არ ღირს ყველაფერი ძველის გახსენება.

 პრობლემები, რომლებიც საჭიროებენ ქირურგიულ ჩარევას. კარდინალური გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება გადავდოთ ხანგრძლივი დროით. რაც უფრო დავაგვიანებთ, მით უფრო გართულდება საქმე. ყველა ავადმყოფობა არ ექვემდებარება თერაპიულ მკურნალობას, ზოგჯერ საჭიროა რადიკალური და გადამწყვეტი მოქმედებები. ადამიანები ხშირად ცდილობენ მათ გადავადებას, იმის იმედით რომ ყველაფერი თავისთავად გადაწყდება, ხანდახან ასეთი გადავადება გამართლებულია, მაგრამ ზოგჯერ ხდება დამატებითი ტკივილის მიზეზიც. მაგალითად, გაყრის ზღვარზე მისული ცოლ-ქმარი ხშირად ცდილობენ გაწელონ დრო ბავშვების გამო. ისე იქცევიან, თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ბავშვები ოჯახურ სიტუაციას შიგნიდან გრძნობენ და ეს იწვევს მათ დეზორიენტაციას.
ყველა ავადმყოფობის პროფილაქტიკა უფრო ადვილია, ვიდრე მისი მკურნალობა. ძნელია ოჯახისათვის მოიფიქრო გამაჯანსაღებელი პროფილაქტიკური პროგრამა. ამისათვის საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმათ ვინც თავს კარგად გრძნობს 5-10-15 და მეტი ერთობლივი ცხოვრების შემდეგ. რას აკეთებენ ისინი? არაფერს განსაკუთრებულს. უბრალოდ ფიქრობენ თავის ოჯახზე პოზიტიურად და ოპტიმისტურად, თავს თვლიან მის ნაწილად რაც არ უნდა მოხდეს.
თქვენც ეძებეთ თქვენი საკუთარი რეცეპტები. რადგანაც ოჯახის სიჯანსაღე უმთავრესად თქვენზეა დამოკიდებული.
პერლა გისურვებთ ოჯახურ ბედნიერებას!

 

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO