გაზაფხული ახლოვდება და უკვე ვიწყებთ ფიქრს ღია ფეხსაცმლისა და თხელი ტანსაცმლის ტარებაზე. ზამთრის ცივი დღეების შემდეგ, თმასა და კანს განსაკუთრებული მოვლა ჭირდება. განსაკუთრებით კი ქუსლებს. სადაც ყველაზე ადვილად უხეშდება კანი.
განსაკუთრებული მოვლის შემთხვევაშიაც კი, ქუსლები ზამთარში ხშირად უხეშდება. ამას იწვევს ვიტამინების, ჰაერისა და მზის სხივების ნაკლებობა. მუდმივად თბილად ჩაცმული ფეხი, სათანადოდ ვერ ნიავდება, ამასთანავე, ორგანიზმს ვერ მიეწოდება ყველა საჭირო ვიტამინი, როგორც წელიწადის სხვა დროს და კანი უხეშდება.
გთავაზობთ გაუხეშებული ქუსლების მოვლის 2 მეთოდს. პირველს, მსუბუქი პრობლემისათვის, ხოლო მეორეს, ქუსლებზე ნახეთქების მოსაშორებლად.
თუ ქუსლები მოვლილი გაქვთ, მაგრამ ცივი ზამთრის შემდეგ ჯანსაღი ფერი და სირბილე აკლია, შეგიძლიათ შემდეგ ხერხს მიმართოთ:
1. მოხარშეთ შვრიის ფაფა. (შედარებით სქელი მასა) გაურუეთ მასში რამდენიმე წვეთი გლიცერინი. დაიდეთ მასა ფეხის ტერფებზე და ცელოფნით შეიხვიეთ. ზედ ჩაიცვით შალის წინდა ან რაიმე შალის ნაჭერი შემოიხვიეთ. 2 საათის შემდეგ ფეხები დაიბანეთ და რბილი პირსახოცით გაიმშრალეთ. წაისვით რომელიმე მკვებავი კრემი. რეკომენდებულია 2 ან 3 პროცედურა.
თუ თქვენთვის წინდის ჩაცმას ყოველთვის მისი დახევა მოყვება და ღია ფეხსაცმლში ქუსლების გამოჩენა გესირცხვებათ, ეს მეთოდი სწორედ თქვენთვისაა.
2. აიღეთ ერთი წილი ნიშადურის სპირტი და 2 წილი გლიცერინი. აურიეთ ერთმანეთში და შეანჯღრიეთ.
საღამოს, დაბანილი ფეხის ქუსლებზე და ტერფებზე წაისვით ხსნარი. როგორც კი გაშრება, ჩაიცვით წინდა და დილამდე არ გაიხადოთ. (ხსნარს მძაფრი სუნი აქვს და შეეცადეთ ცხვირი მოარიდოთ). მეორე დღეს, თბილ, შამპუნგარეულ წყალში დაილბეთ ფეხები და პემზით ნაზად გაიხეხეთ. ქუსლებიდან მოგშორდებათ მკვდარი უჯრედები. გადაივლეთ თბილი წყალი და კარგად გაიმშრალეთ.
ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველდღე 1 კვირის მანძილზე. (თქვენი ქუსლების მდგომარეობის გათვალისწინებით + - 4 დღე). გარწმუნებთ, დაგავიწყდებათ, რომ ოდესმე უხეში ქუსლები გქონიათ.
|