 ქალთა დღესასწაული ახლოვდება და დროა მამაკაცებმა საჩუქრებზე იფიქრონ. არც ისე ადვილია ზუსტად მოარგოთ საჩუქარი თქვენთვის საინტერესო მანდილოსნის გემოვნებას. ამ სასიამოვნო მისიის შესრულება რომ გაგიადვილდეთ, უბრალოდ წარმოიდგენეთ ის ქალბატონი, ვისთვისაც საჩუქარი უნდა აარჩიოთ. ჩვენ კი შემოგთავაზებთ სხვადასხვა ტიპის ქალბატონებისათვის მისაღები საჩუქრების რამოდენიმე ვარიანტს, რომლის მიხედვითაც უფრო ადვილად აარჩევთ თქვენი ჯიბისა და სურვილებისათვის შესაფერის ნივთს და თქვენთვის საინტერესო ქალბატონის სიხარულსა და კეთილგანწყობასაც მოიპოვებთ. და კიდევ, არ დაივიწყოთ ყვავილები. 8 მარტს ხომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია.
საქმიანი ქალისათვის. უმეტეს დროს ის ატარებს საქმიან შეხვედრებზე და უპირატესობას ანიჭებს ეფექტურ და თეატრალურ ნივთებს, რომლებიც იწვევენ საჭირო შთაბეჭდილებებს.
 ექსცენტრიული ქალბატონისათვის. მას ხიბლავს შოკირება, ამიტომ მისთვის საუკეთესო საჩუქარი იქნება კაშკაშა ფერის აქსესუარები. მოსწონს უჩვეულო ფორმები და აუცილებლად ულტრამოდური.

დიასახლისისათვის. მას უყვარს სახლში ტრიალი, სადაც გარს აკრავს მდიდრული და ლამაზი ნივთები.
 რომანტიული ქალბატონისათვის. მას უყვარს ყვავილები და პეპლები, სუნამოები და სამკაულები. და კიდევ საათობით გაუთავებლად სერნობა წვიმის ქვეშ. რა შეიძლება იყოს უფრო რომანტიული?
 სიმდიდრის მოყვარული მანდილოსნისათვის. ბრილიანტები მისი მეგობრები არიან და მან იცის მათი ფასი. ამასთანავე მას კარგი ინტუიცია აქვს. ის მაშინვე მიხვდება, რომ თქვენში არ შეცდა.

ავტორი: ემილი.
|