.jpg&width=300&height=300) მასალა:
500 გრამი სპაგეტი 250 გრამი შებოლილი ლორი 2 კვერცხი 1 ცალი საშუალო ზომის ხახვი 50 გ. არაჟანი რეჰანი პარმეზანი
მომზადების წესი: ხახვი დაჭერით წვრილად და მოთუშეთ ტაფაზე წვრილად დაჭრილ ლორთან ერთად. ზედმეტი ცხიმის დამატება საჭირო არ არის, ლორის ცხიმი მოსათუშად საკმარისია. როცა ხახვი და ლორი ოქროს ფერს მიიღებს, გადმოგდით ცეცხლიდან.
2 კვერცხის გული კარგად ათქვიფეთ და დაუმატეთ არაჟანი. მასას შეურიეთ მოთუშული ხახვი და ლორი და ისევ აურიეთ.
მოხარშეთ სპაგეტი მარილიან წყალში. (ხარშვის დრო განსხვავებულია სპაგეტის სახეობიდან გამომდინარე. წაიკითხეთ შეფუთვაზე მითითებული ხარშვის დრო)
მოხარშულ და გადაწურულ სპაგეტს დაასხით წინასწარ მომზადებული სოუსი და კარგად აურიეთ.
სუფრაზე მიტანამდე, სპაგეტის შეგიძლიათ მოაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანის ფოთლები ან (და) გახეხილი პარმეზანი, გემოვნებით.
გემრიელად მიირთვით.
|