მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ფეხსაცმელი ყველა სიტუაციისთვის

ფეხსაცმლის სწორად არჩევა ადვილი საქმე სულაც არ გახლავთ. ის უნდა იყოს ლამაზიც, მოდურიც, ხარისხიანიც, მოხერხებულიც და კარგად უნდა იჯდეს ფეხზე, რომ თავი კომფორტულად იგრძნოთ. თქვენი ჯანმრთელობა მათ ხარისხზე და მოხერხებულობაზეა დამოკიდებული.

ჩნდება კითხვა: როგორ მივაღწიოთ ჰარმონიას?

პირველ რიგში, გადაწყვიტეთ რისთვის იქნება თქვენი ფეხსაცმელი განკუთვნილი.
გამოსასვლელად თუ აპირებთ მათ შეძენას, შეგიძლიათ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე შეაჩეროთ არჩევანი. მაგრამ არ გადაამლაშოთ, განსაზღვრეთ ქუსლის სიმაღლე, რომელზეც ლამაზად და მოხდენილად შეძლებთ სიარულს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებიც კი შეიძლება საკმაოდ მოხერხებული და კომფორტული იყოს, მთავარი მისი ფორმა და მასალაა. მაგრამ ეცადეთ ადეკვატურად შეაფასოთ საკუთარი თავი.

alt

თუ თქვენი წონა იდეალურისაგან ძალიან შორსაა, ამ შემთხვევაში წვრილქუსლიანი ფეხსაცმელები არ იქნება თქვენთვის კარგი არჩევანი. შეიძლება ფეხსაცმელზე ქუსლი მოგტყდეთ ან ფეხი გადაგიბრუნდეთ. გარდა ამისა, თუ სქელი ფეხები გაქვთ, ელეგანტურად გამოჩნდებით უფრო მდგრად და მასიურ ქუსლებიან ფეხსაცმელებში.

alt

თუ ყოველდღიური ფეხსაცმელების შეძენა გსურთ და ამასთანავე დღის განმავლობაში დიდხანს გიხდებათ ფეხით სიარული, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეპყროთ ამ საკითხს. ამ შემთხვევაში უმჯობესია არჩევანი შეაჩეროთ პრაქტიკულ ფეხსაცმელებზე, ნეიტრალური ფერის და დეკორატიული დეტალების გარეშე, რომელთაც ექნებათ არაუმეტეს 2-4 სმ სიმაღლის ქუსლები.
ყოველდღიურად სახმარად ასევე არასასურველია სქელი პლატფორმის ძირის მქონე ფეხსაცმელებიც. ასეთი ფეხსაცმელები არ არის დრეკადი და სიარულის დროს ძალიან ღლის ფეხებს.

alt

ფეხსაცმელისათვის საუკეთესო მასალას წარმოადგენს ტყავი. სანამ ჩაიცმევთ, უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად ბუნებრივი მასალებისაგან არის ფეხსაცმელი შეკერილი. ძირები უნდა იყოს რბილი და მოქნილი, (ძალიან თხელძირიანი ფეხსაცმელიც არ არის მიზანშეწონილი). რაც შეეხება ზედაპირს, ტყავი დეფორმაციას უნდა იტანდეს და ნაოჭებს არ უნდა იკეთებდეს. კარგი იქნება თუ სუპინატორები ექნება და ნატურალური მასალისაგან იქნება შიგნითა პირი შეკერილი.

alt

თქვენი მოწონებული ფეხსაცმელების გასინჯვის დროს აუცილებლად ორივე ფეხზე უნდა ჩაიცვათ ისინი და გაიარ-გამოიაროთ. ზუსტად თქვენი ზომა უნდა იყოს, არც მეტი და არც ნაკლები. გამყიდველები ხშირად ირწმუნებიან, რომ მოჭერილი ფეხსაცმელები გაიწევენ. ეს შეიძლება მართალიც გამოდგეს, მაგრამ მთლად ამის იმედად ნუ დარჩებით. ის ხომ თქვენ უნდა დაცვითოთ! მჭიდრო ფეხსაცმელებით სიარული აუტანელია. გარდა იმისა, სისხლის მიმოქცევა ფერხდება და მავნედ მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე. თუმცა არც მეორე უკიდურესობაში გადავარდნა გირჩევთ: ძალიან თავისუფალი ფეხსაცმელი, ულამაზოდ გამოიყურება, თანაც თავისუფლებას შეჩვეულ ფეხს შემდეგში გაუჭირდება უფრო ვიწრო ფეხსაცმლის ჩაცმა.

საგაზაფხულო-საშემოდგომო ფეხსაცმელი (თუ გავითვალისწინებთ ამ სეზონებზე წვიმიან ამინდებს) არ უნდა ატარებდეს წყალს, მაგრამ ამავე დროს უნდა "სუნთქავდეს".
ზემოთ ჩამოთვლილი რჩევების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს ასევე ამ სეზონისათვის სპორტული ფეხსაცმელებიც.

alt

დაიმახსოვრეთ წესი: რაც უფრო თვალში მოსახვედრი და მიმზიდველია ფეხსაცმელები, მით უფრო მოვლილი და ლამაზი უნდა იყოს ფეხები, რადგან ყველა ფეხებზე დაგიწყებთ ყურებას და თუ ნაკლი გაქვთ, ადვილად გამოაშკარავდება.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ მკვეთრი ჰორიზონტალური ქამრები და გადასაკრავები ვიზუალურად ამოკლებენ ფეხებს. კრემისფერი ფეხსაცმელები, პირიქით, ვიზუალურად უფრო გრძელს აჩენენ მათ.

და ბოლოს, გადაწყვიტეთ რამდენი ფულის დახარჯვას აპირებთ ამ სიამოვნებისათვის. თუ თქვენ ეძებთ ხარისხიან და გამძლე ფეხსაცმელებს, რომლებიც უნდა გემსახუროთ არანაკლებ 2 წლის განმავლობაში, არ დაიშუროთ ფული მის შესაძენად და მიაშურეთ კარგ მაღაზიას.

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ინტერიერის კომპიუტერული დიზაინი
პერლა გთავაზობთ ინტერიერის კომპიუტერულ დიზაინს.
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO