![](imggen.php?filename=product/161_52860233_p.jpg&width=300&height=300) 20-იანი წლების მსუბუქი, ჰაეროვანი სამოსი, ბიჭური ვარცხნილობა და ჭრელი ფერები, დიდხანს არ დარჩენილა მოდური. 30-იანი წლების კრიზისმა, მოდას კვლავ დაუბრუნა კონსერვატული, შედარებით თავშეკავებული სტილი, როგორც ეს ომამდე იყო..
ქალის ყოველდღიურ ჩაცმულობაში, მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა პიჯაკმა. გრძელი კაბები კი გამოსასვლელი, საღამოს ჩაცმულობისთვის შეუცვლელი გახდა.
![alt](../uploads/images/30_wlebis_moda/soiree2.jpg)
მხრები მსუბუქად ამაღლებულია სპეციალური სატენებით და 30-იანი წლების ქალის სილუეტს V-ს ფორმას აძლევს. შეიმჩნევა ზურგმოშიშვლებული კაბების ტენდენციაც. 30-იანი წლებში, ქალი თავისი საქმიანობისა და ცხოვრების წესის შესაბამისად იმოსებოდა. ერთმანეთს ენაცვლება, გრძელი, თავისუფალი კაბები და ვიწრო, წელზე მომდგარი სილუეტები. ზურგზე ტალღებად ჩამოშლილი ან განასკვული კაბები..
![alt](../uploads/images/30_wlebis_moda/579_001.jpg)
ფემინისტთა სამწუხაროდ, 30-იანი წლების მოდამ, კვლავ დაუთმო ადგილი ვიწრო კორსეტებს. მართალია იგი ზღუდავდა ქალს, მაგრამ, თხელი მუცლის ილუზიის შესაქმნელად, შეუცვლელი საშუალება იყო.
![alt](../uploads/images/30_wlebis_moda/watermark.jpg)
20-იანი წლების ზარის ფორმის ქუდები, ასიმეტრიულად დახურებულმა, ფარფლებიანმა ქუდებმა ჩაანაცვლა. გვერდულად დახურებული ქუდიდან, დატალღული ან ხვეული თმა მოუჩანდათ ქალებს.
30-იან წლებში მოდური გახდა თმის შეღებვა. მისი პოპულარობა, კინოს მსახიობების დიდი დამსახურება იყო.
მოდის ფოტოგრაფია, სწორედ 30-იანი წლებიდან იდგამს ფეხს. ფოტოგრაფები მენ რეი (Man Ray) და კრისტიან ბერარდი (Christian Bérard), პირველები იყვნენ, ვინც ფოტო მასალით გააფორმა ჟურნალები: Vogue, Marie-Claire და Harper's Bazaar. სარეკლამო ილუსტრაციებში გამოჩნდა ქალის ფოტოები. ფოტოსესიის თემატიკა განსხვავებული იყო: ქალი მოდურ ტანსაცმელში, ქალი საჭესთან, ქალი ოჯახში მოფუსფუსე, სპორტსმენი ქალი..
30-იანი წლების დიზაინერებს შორის, შესამჩნევი წარმატებით სარგებლობდა Vionnet-ს მოდის სახლი. მათ დაიწყეს ისეთი მასალის გამოყენეა, რაც მანამდე არავის უცდია. მათ პირველად შეიმუშავეს 3 განზომილებიანი სამოსის თარგი. ამით სამოსი უფრო მოცულობითი გახდა.
30-იანი წლებიდან ნეილონმა საკუთარი ადგილი დაიკავა ქალის ტანსაცმლის წარმოებაში. მისი წარმატება კი უფრო გაიზარდა, შემდეგი ათწლეულის პერიოდში.
|