* * * * აფთიაქში: - ორსულობის ტესტი გაქვთ? - რომელი გნებავთ, დადებითი თუ უარყოფითი?
* * * * დაქალი მეორე დაქალს საქმროს აცნობს: - აი, თინიკო, ესაა ის ცხენიანი პრინცი, მე რომ ვოცნებობდი... - ვაიმე, რა ლამაზი ცხენია!
* * * * ფეხბურთის ორი გულშემატკივარი ხვდება ერთმანეთს: - ეჰ, გასულ თვეს ჩვენი გუნდის თამაშზე ძალიან ცოტა ხალხი მოვიდა. - გასულ თვეს ვინ ჩივის, გუშინ მატჩის წინ სალაროში დავრეკე, თამაში როდის იწყებათქო... და თქვენ როდის გაწყობთო, მიპასუხეს.
* * * * რაჭველები მშენებლობიდან ძველ აგურებს ისვრიან. აღშფოთებული გამვლელი დაუძახებს, რას აკეთებთ კაცო, დაიყვირეთ მაინც როცა აგურს აგდებთო. - ჩვენ რა გვაქვს საყვირალი, ქვე შენი ჭირიმე. ვისაც მოხვდება იმან დეიყვიროს!
* * * * სვანს ეკთხებიან: - გუშინ შენი კატა ასე საშინლად რატომ კნაოდაო? - იმიტომ, რომ ვბანდიო. - მეც მყავს კატა და მეც ვბან, მაგრამ ასე არ ჩხავისო. - შენ, ძმაო, ალბათ არ წურავო.
* * * * მთვრალი მამაკაცი ავტობუსში ასვლას ცდილობს. მგზავრებმა სიცილი დააყარეს: - იცინეთ, იცინეთ...- გაბრაზდა მთვრალი, - ვნახოთ ბოლოს ვინ გაიცინებს - მე ავტობუსის მძღოლი ვარ!...
* * * * გურულმა პორნოგრაფიული ფილმი ნახა. მივიდა სახლში და ცოლს ასწავლის. - ასე ქენი! ქნა ცოლმა. - ეხლა ასე! ისევ უჯერებს ცოლი. - ეხლა დაიყვირე! - შევარდნაძის კუბო დავდგი!..
* * * * გურული მოდის ყბაახვეული
- რა გჭირს, ძამა?
- მარტო ვარ სახლში და რომ მოვკვდე, ყბას ვინ ამიხვევს?
* * * * უკაცრავად, ცენტრალური საარჩევნო კომისიაა? - დიახ. - პრეზიდენტობა მინდა! - გიჟი ხარ? - ეგ აუცილებელი მოთხოვნაა?
* * * * ქალი საყვარელთან ერთად ლოგინშია, რეკავს ტელეფონი: - გისმენ... ააა, კარგი, კარგი... - ვინ იყო? - ჩემი ქმარი იყო, მითხრა, რომ დააგვიანდება, შენ გეთამაშება ჭადრაკს.
* * * * - ბავშვებო, ვინ იცის რა ჰქვია ადამიანს, რომელიც მაშინაც ლაპარაკობს როდესაც არ უსმენენ? - მასწავლებელი, მასწავლებელო.
სიცილი კარგია, მაგრამ ახლა ცოტა ტვინის ჭყლეტაც: - აბა იპოვეთ ზემოთ მდებარე სურათზე ადამიანის თავი! |