მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ბინის რემონტი

გსურთ თქვენი ბინის გადაკეთება და ახალი, კომფორტული ინტერიერის შექმნა?

ეს არც ისე ძნელია, მაგრამ თუ საქმეს გამოუცდელი ადამიანი მოჰკიდებს ხელს, შეიძლება ძალიან ძნელიც კი აღმოჩნდეს. უცოდინარობით რომ არ დაზარალდეთ, პერლა გთავაზობთ რჩევებს, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ბინის რემონტის დროს.

1. ნებისმიერი სარემონტო სამუშაოები იწყება სარემონტო მოედნის მომზადებით: ბინა უნდა დავცალოთ, მოვახდინოთ შიდა ტიხრებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი (არ შეიძლება დაანგრიოთოთ საყრდენი კედლები), გავასუფთაოთ ძველი მოსაპირკეთებელი მასალებისაგან კედლები, ჭერი, ავყაროთ იატაკი, სანტექნიკა, კარ-ფანჯარა და ის ყველაფერი, რაც ხელს შეუშლის კაპიტალურ რემონტს.
შეიძლება იფიქროთ, რომ ამაზე ადვილი არაფერია - აიღებთ და მოისვრით ყველაფერს, რაც ხელს გიშლით. მაგრამ გეტყვით, რომ ძალიან ცდებით! ეს ყველაზე არასასიამოვნო, ბინძური და თანაც სახათაბალო საქმეა. შეიძლება დაუდევრობით დაზარალდეთ, ფანჯარა გაგიტყდეთ ჩამოღების დროს და დაშავდეთ; წყლის მილი დააზიანოთ და მეზობელთან პრობლემები შეგექმნათ, ელ.გაყვანილობის შიშველ ხაზს შეეხოთ, ან სულაც ლიფტი გამოიყვანოთ მწყობრიდან სამშენებლო ნაგვის გატანის დროს... გამოდის, რომ ამ საქმეს, ისევე როგორც ყველა საქმეს, ნამდვილად სჭირდება ცოდნა.

დემონტაჟის შემდეგ ბინა უნდა გაასუფთაოთ, სამშენებლო ნაგავი ტომრებში ჩაყაროთ, ბინიდან გაზიდოთ და ნაგავსაყრელზე წაიღოთ. რის შემდეგაც შეგიძლლიათ ჩათვალოთ, რომ რემონტის პირველი ეტაპი უკან მოიტოვეთ.

2. რემონტის მეორე ეტაპი სამშენებლო მასალაბის ობიექტზე მიტანაა. ამ შემთხვევაში ზუსტად უნდა იცოდეთ რა ხარისხისა და რაოდენობის მასალა დაგჭირდებათ. მასალა შეიძლება მოიტანოთ ეტაპიბრივად (ანუ როდის რა დაგჭირდებათ, იმის მიხედვით. სხვა შემთხვევაში, ბინაში ვეღარ დაეტევით). ობიექტზე მოტანილი მასალები უნდა განალაგოთ ისე, რომ სივრცე დაგრჩეთ სამოძრაოდ და საქმიანობაში ხელი არ შეგიშალოთ. ამავე დროს, ისინი ყოველთვის ხელთ უნდა გქონდეთ. არ იფიქროთ მათი ავტოფარეხში, საწყობში ან სადმე სხვაგან დაწყობა, რადგან მასალების აქეთ-იქით თრევა ორმაგად დაგღლით და დროსაც წაგართმევთ. თანაც არ დაგავიწყდეთ, რომ რაც უფრო მძიმეა მასალა, მით უფრო ძვირი ჯდება მისი გადატანა.

3. ახლა კი შეგიძლიათ დაიწყოთ ყველაზე საპასუხისმგებლო საქმე: მონიშნოთ ტიხრების ადგილები და შეუდგეთ მათ ამოყვანას. ამის პარალელურად შეიძლება იმუშაოს ელექტროტექნიკოსმა - გაიყვანოს სადენები კედლებზე და ჭერზე. ასევე შეიძლება გათბობის გაყვანილობის გაკეთება და სანტექნიკის მილების შეცვლა.

4. შემდეგი ეტაპია ლესვა. მლესავები გაასწორებენ და გალესავენ კედლებს, კუთხეებს, ჭრილებს. ამის პარალელურად უნდა დააყენოთ ფანჯრები და რაფები. სანამ ნალესი გაშრება, შეიძლება დაიგოს ბეტონის საფარი, ეგრეთწოდებული "სტიაჟკა"; ასევე შეიძლება გაიყვანოთ წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის მილები სამზარეულოს, სააბაზანოსა და საპირფარეშოში.
ამის შემდეგ ელექტროტექნიკოსი დააყენებს მრიცხველს, ავტომატურ გადამრთველებს...

როცა ნალესი გაშრება (კარგი იქნება თუ 1 თვე მაინც გავაჩერებთ სრულ გაშრობამდე) უნდა დაიწყოს სამღებრო სამუშაოები და პარალელურად უნდა დაიწყოთ მოპირკეთება კერამიკული ფილებით.

alt

6. სამღებრო სამუშაოების დასრულების შემდეგ ვაგებთ პარკეტს. ჯერ იგება ეგრეწოდებული "შავი იატაკი" _ ამისათვის ყველაზე ხშირად იყენებენ ფანერას. ამის შემდეგ იგება პარკეტი (ნატურალური ხის ან ლამინირებული). ნატურალური ხის პარკეტის დაგების შემდეგ, ხდება მისი მოხვეწა, ესმევა გრუნტი და 2-3 ფენა ლაქი. ბოლო ფენა ლაქის წასმიდან 3-5 დღის შემდეგ შეგიძლიათ შეხვიდეთ და განაგრძოთ ბინის სამუშაოები, მაგრამ იქ ნუ დაიძინებთ, სანამ ლაქის სუნი იგრძნობა.

alt

7. ყველაზე ბოლო ეტაპი გახლავთ ბინის წესრიგში მოყვანა. უნდა გაიწმინდოს, გაიფხიკოს დასუფთავდეს ფანჯრები, კარებები, მეტლახი... გავიტანოთ ბინიდან მორჩენილი მასალები, ხელსაწყოები და მუშაობის დროს დაგროვილი სამშენებლო ნაგავი..

და თქვენი ბინა მზადაა ავეჯის, სანათების, ფარდებისა და სხვა აქსესუარების მისაღებად!

იმედია ჩვენი რჩევები გამოდგადგებათ ბინის რემონტის დროს! პერლა გისურვებთ სარემონტო სამუშაოების წარმატებით დაგვირგვინებას!

ავტორი: ემილი.

alt

alt

შეაფასეთ სტატია :
         
zura chikviladze
(2012-05-07 16:01:54)
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO