მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სურვილი ტკბილია, სასურველად ყოფნა კიდევ უფრო ტკბილი!

სექსუალურობა ქალის ყველაზე ძლიერი იარაღია. სწორედ ის აიძულებს თაყვანისმცემლებს თქვენს ფერხთით დაემხონ, საქმიან პარტნიორებს კი - კომპრომისებზე წავიდნენ. ამ იარაღით აღჭურვა კი ყველა ქალს როდი შეუძლია?! იმისათვის, რომ სასურველნი, სექსუალურები და მომხიბვლელები ვიყოთ, საჭიროა რამოდენიმე მეთოდის ცოდნა და ცხოვრებაში მათი გატარება.

ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ამ შემთხვევაში არის გაბედულება იმისა, რომ იყო ის, რაც სინამდვილეში ხარ.

თანამედროვე კულტურა და მორალი ჯერ კიდევ არ გათავისუფლებულა ძველი გადმონაშთებისაგან. ჩვენ ისევ მოკრძალებული ქალიშვილების, პოტენციური ცოლების, ერთგული მეგობრების როლებს ვასრულებთ. ისეთების, რომლებიც არაფერს წარმოადგენენ მამაკაცის ძლიერი მხრების გარეშე. დღითი დღე ვსწავლობთ თავაზიანად გავიღიმოთ, თავი ავარიდოთ მწვავე სიტუაციებს, ვიყოთ ყველასთვის მოსაწონი. გვეშიანია ჩვენმა აზრმა ვინმეს ანტიპატია არ გამოიწვიოს და ამასთან ვკლავთ საკუთარ "მეს", ვაფერხებთ ჩვენი შინაგანი ენერგიის გამომზეურებას (ნებისმიერი ენერგიისა, მათ შორის - სექსუალური). და აი, მთელი გარე სამყარო ხედავს მის წინაშე არა მებრძოლ ამორძალს, რომელიც ძალადობს ცხოვრებაზე და ცდილობს საკუთარ თავის დამკვიდრებას, არამედ მორჩილ, შაბლონურ ნახევარქალს, ნახევართოჯინას.

არადა, სულ არ არის ძნელი უბრალოდ ვისწავლოთ საკუთარი თავის წარმოჩენა, არ გვრცხვენოდეს საკუთარი ამბიციების, ვითამაშოთ დაკანონებული წესების გარეშე, ვიყოთ გაბედულნი, თამამნი და მხიარულნი. მხოლოდ ასე თუ შევძლებთ შევასრულოთ საკუთარი დანიშნულება, ამოვისუნთქოთ თავისუფლად და შევიგრძნოთ სამყარო მთელი მისი მშვენიერებით. მხოლოდ ასე გავათავისუფლებთ ჩვენს სექსუალურობას გამოგონილი წესიერების მჭიდრო ბორკილებიდან.

alt

კიდევ ერთი დამღუპველი ჩვეულება ჩვენი თანამედროვეების - გაქცევა საკუთარი თავისაგან! სულ იმის ცდაში ვართ ვიყოთ საზოგადოების წევრი - ნებისმიერი საეჭვო თავყრილობის, ნებისმიერ კომპანიის, ოღონდ კი არ აღმოვჩნდეთ საკუთარ თავთან მარტო. ამ ჩვეულებამ სამეცნიერო დასახელებაც კი შეიძინა - სოლოფობია (solofobiya) - და პირველი ადგილი დაიკავა 21-ე საუკუნის ფობიათა შორის.

ამ შემთხვევაში არ ვცდილობთ საკუთარი საქციელი გავიაზროთ და გავაანალიზოთ. სხვებისთვის ვცხოვრობთ, მათ აზრს უფრო მეტ მნიშვნელობას ვანიჭებთ, ვიდრე საკუთარს. თავს ვიჩაგრავთ და ვზარალდებით, რადგან ისევ და ისევ იკარგება ჩვენი "მე"! სულში უზარმაზარი ვაკუუმი გვიჩნდება და მამაკაცებსაც ისე ვუყურებთ, როგორც სოციალური პარტნიორის კიდევ ერთ შტრიხს. გვეწყება მარტოხელობის შიში და აუცილებელი ხდება ვიყოთ ვიღაცასთან (ხშირად კი სულ ერთია, ის ვინ იქნება). ამ შემთხვევაში ჩვენ ვიზიდავთ ჩვენისთანავე სოლოფობს და არა ძლიერ, წარმატებულ და საინტერესო თანამგზავრს. გვავიწყდება, რომ რაც უნდა ოჯახური იდილია გვქონდეს, საკუთარი აზრების, შეხედულებების, შემოქმედებითობის, პირადული ნიშნების გარეშე ვერასოდეს ვიქნებით ბედნიერნი.

alt

უფრო მეტიც, გარშემომყოფნი ქვეცნობიერად ყოველთვის აღგვიქვამენ როგორც ქალს, რომელსაც სურს დაუსრულებლად მიიღოს და სამაგიეროდ არაფერი გასცეს (უფრო სწორად გასაცემი არაფერი იქნება). ამიტომ საკუთარი თავი უნდა მოგვწონდეს, გვიყვარდეს და უარი არ უნდა ვთქვათ საკუთარ შეხედულებებზე, უნდა გვახსოვდეს, რომ ქალი, რომელიც უფრთხილდება შინაგან ჰარმონიას, ყოველთვის იბრწყინებს ენერგიით და სხვის თვალშიც სექსუალურად და სასურველად გამოიყურება.

კიდევ ერთი საინტერესო ასპექტი - გარეგნობა და იმიჯი.
...მაღალი ქუსლები, შეუცვლელი მინი, ღრმა დეკოლტე... მაგრამ თუ ამ ყველაფერს ჩაიცმევს "გამოუსვლელი" ქალი? როგორ ფიქრობთ, გამოუვა მას ოვაციების მიღება? პირველ რიგში, იგი კომფორტულად ვერ იგრძნობს თავს. ამის გამო უხერხული, ხელოვნური მოძრაობები და მანერები ექნება. გარშემომყოფნი კი მისი პირველი ამოსუნთქვისთანავე მიხვდებიან შეუთავსებლობას პიროვნებასა და ვიზუალურ მხარეს შორის.

alt

ტანსაცმელისა და სუნამოს არჩევის დროს უნდა გახსოვდეთ, რომ ყიდულობთ თქვენსავე ტყავს, სარკეს, რომელიც აირეკლავს თქვენს გემოვნებას, ხასიათს, თქვენს განზრახვას, ან თქვენსავე როლს ამ საღამოსათვის. მთავარია, რომ არ მისცე საშუალება სოციალურ სტერეოტიპებს მიუახლოვდეს შენს ინდივიდუალურობას.

ჩიტებიც კი ირჩევენ პარტნიორებს, რაღაცით გამორჩეულებს სხვებისაგან. ჩვენ კი ადამიანები, ისე დაჟინებით ვცდილობთ შევეწინააღმდეგოთ ბუნების წესებს და გამოვიგონოთ თავის არიდების ნებისმიერი საბაბი, ოღონდაც არ ვიყოთ ნამდვილად სექსუალურები! თუმცა, შეიძლება ეს შეცდომაც არ იყოს, არამედ ღრმად დამარხული შიში სოციალური საშიშროებისა.

alt

გავთავისუფლდეთ ამ შიშისაგან! სექსუალურობა ხომ მართლაც ძლიერი იარაღია! გეკითხებით, მზად ხართ თუ არა იყოთ ამ იარაღის შეუცვლელი მბრძანებელნი? მაშ, გამოვუცხადოთ თამამი გამოწვევა შაბლონებს და გავიდეთ ბრძოლის ველზე, რომ დავტკბეთ ჩვენს მხარეს მომართული მამაკაცების აღფრთოვანებული მზერით!

 

ავტორი: ემილი.

 

 

შეაფასეთ სტატია :
         
ზვიად ხაჩიძე
(2011-08-07 11:51:43)

არსებობენ ქალები და ქალები რომლებიც ქალებს გავნან ;)

 


(2011-08-07 01:43:36)

თურმე რა ძნელია იყო მამაკაცი,რამდენი წითელი კოჭის გორება ჭირდება...

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO