მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
სამუშაო ადგილის მოწყობა თქვენს ინტერიერში

ბინაში ყოველთვის არ ხერხდება გამოჰყოთ ცალკე ოთახი კაბინეტისათვის. სამაგიეროდ მისი მინიატურული ასლი შეგიძლიათ განათავსოთ რომელიმე სხვა ოთახში.  მთავარია თქვენთვის მოხერხებული, სასიამოვნო იყოს მუშაობა და არაფერმა შეგიშალოთ ხელი მნიშვნელოვანი სამუშაოს შესრულების დროს.

ამისათვის ორი ზონა უნდა გამოჰყოთ ერთ ოთახში. როგორც წესი, "მინი-კაბინეტის" განთავსებისათვის არჩევენ ხოლმე საძინებელ ოთახს (უფრო იშვიათად - სასტუმრო ოთახს). საერთო სივრცის ორ ზონად გაყოფის ოპტიმალურ ვარიანტად, ამ შემთხვევაში, ითვლება სტელაჟი ღია ან კომბინირებული თაროებით. ის გამოჰყოფს საძინებელს სამუშაო ზონისაგან, იტევს ყველა საჭირო დოკუმენტებს, ნივთებს და ასევე, ქმნის მინიმალურ ხმის იზოლაციას. ასეთ ვარიანტში მოგიწევთ შემოიფარგლოთ მხოლოდ სამუშაო მაგიდით, კომპიუტერითა და სავარძლით.

alt

კაბინეტის მაგიდა - მთავარი ადგილია მრავალრიცხოვანი საქმიანი ქაღალდებისათვის  და კომპიუტერისათვის.  მნიშვნელოვანია მათ მიღმა თავი   მოხერხებულად და მყუდროდ იგრძნოთ. შემოფარგლულ სივრცეში უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ერგონომიული ფორმის მაგიდას. ის მარტივი და მოხერხებულია. აქვს ტევადი უჯრები და დაკიდული კედლის თაროები ყველა ბიზნეს-აქსესუარებისათვის. ასეთი მაგიდებისათვის მასალები, როგორც წესი, ლამინირებული დაფებია, ფეხები კი ძირითადად მეტალისაგან მზადდება.

alt

აუცილებელია კარგად მოიფიქროთ განათების განთავსება. ოთახის ინტერიერი, კომპიუტერის სამუშაო ზონის ჩათვლით, მოითხოვს განათების სწორ ორგანიზებას. სინათლე უნდა იყოს საკმარისი მუშაობისათვის და ამასთანავე, არ უნდა ანათებდეს საძინებელ ზონას - უნდა იყოს მიმართული ეკრანისა და კლავიატურისკენ; არ უნდა იყოს დამაბრმავებელი, არ უნდა ტოვებდეს ჩრდილებს ეკრანზე და არ ღლიდეს თვალებს.  მიმართული ადგილობრივი განათების მიღმა ასევე საჭიროა იყოს საერთო გაფანტული განათებაც კონტრასტის შემცირების მიზნით (მაგალითად ჭერის წერტილოვანი ნათურები).   

alt 

ასევე მნიშვნელოვანია ჰარმონია. განსაკუთრებული ყურადრება უნდა დაუთმოთ იმას, რომ სამუშაო ზონა ოთახში განთავსებისას საერთო ინტერიერს სწორად ერწყმოდეს. რა თქმა უნდა, მინიატურული კაბინეტი გამოყოფილი უნდა იყოს დანარჩენი სივრცისაგან, მაგრამ არ უნდა იყოს კონტექსტიდან ამოვარდნილი. თუ სხვა ავეჯი ღია ფერისაა ოთახში, არ ღირს მუქი ფერის საწერი მაგიდის არჩევა. აქსესუარების არჩევის დროს, ასევე მიაქციეთ ყურადრება მათ სტილს. თუ კლასიკური სტილის საძინებელ ოთახში აწყობთ სამუშაო ზონას, ისიც ამავე სტილში უნდა გადაწყვიტოთ და განათებაც იგივე სტილში შეურჩიოთ.

alt

და ბოლოს: ყველაზე კარგი ვარიანტია სამუშაო ზონისთვის გამოჰყოთ ადგილი ფანჯარასთან. კიდევ უკეთესია, თუ მაგიდა ისე იქნება დადგმული, რომ კედლისაკენ ზურგით იჯდეთ: ეს იძლევა ფსიქოლოგიურად მშვიდ  განწყობას და ეხმარება კონცენტრირებაში. მოაშორეთ სამუშაო მაგიდიდან ყველა საგანი, რომლებიც მუშაობის პროცესში არ დაგჭირდებათ თუ არ გინდათ ყურადღება გაგეფანტოთ. ტელეფონი ისე დააყენეთ, რომ ხელი მიგიწვდებოდეთ, რადგან არ მოგიწიოთ სამუშაოს მიტოვებამ ყოველი ზარის დარეკვის დროს.

alt

ისარგებლეთ ამ რჩევებით და თქვენ შეძლებთ სრულფასოვანი სამუშაო ზონის შექმნას სახლის ნებისმიერ თავისუფალ კუთხეში, რომელიც თქვენი ინტერიერის და თქვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.

ავტორი: ემილი.

alt

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO