მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
ნიკოლ კიდმანის საყვარელი დიეტა

საკმარისია ნიკოლ კიდმანი ვახსენოთ და თვალწინ წარმოგვიდგება მისი უნაკლო ფიგურა, დახვეწილი სახის ნაკვთები, გემოვნებით შერჩეული ტანზე მომდგარი ულამაზესი და უძვირფასესი სამოსი, ქერა თმა... სინამდვილეში კი ის დაბადებიდან წითურია, მაგრამ ასეთი ნიკოლი მხოლოდ მის მშობლებს თუ ახსოვთ. 

თავისი სილამაზისა და აღნაგობის შესანარჩუნებლად ჰოლივუდის ვარსკვლავს საკუთარი დიეტა აქვს. მთელი ცხოვრება დიეტაზე ყოფნა არც ისე კომფორტულია და ცხოვრებას ნამდვილ კოშმარად აქცევს. ნიკოლიც ამ დიეტას მიმართავს მხოლოდ ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენების წინ (მაგალითად, "ოსკარის" დაჯილდოვების ან ფილმის პრემიერის).

ამ დიეტის დაცვისას აუცილებელია მიიღოთ  დღეში 1,5 ლ გამოხდილი წყალი და საერთოდ ამოიღოთ კვების რაციონიდან ალკოჰოლი, შაქარი და მარილი. დიეტის პირველ კვირაში დაიკლებთ თითქმის მთელ ზედმეტ წონას, შემდეგ კვირაში - 100-150 გ-ს დღეში, მაგრამ გახდომის შედეგი მთლიანად გამყარდება. 

I დღე:

  • საუზმე - შავი ყავა
  • სადილი - 2 ცალი მაგრად მოხარშული კვერცხი, ისპანახი, ცოცხალი პომიდორი.
  • ვახშამი - 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, მწვანე სალათის ფოთლები. 

II დღე:

  • საუზმე - ორცხობილა, შავი ყავა.
  • სადილი - 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი.
  • ვახშამი - 1 ნაჭერი ლორი, კეფირი. 

III დღე:

  • საუზმე - ორცხობილა, შავი ყავა.
  • სადილი - ნიახურის ძირები (ზეთში შემწვარი), პომიდორი, ხილი.
  • ვახშამი - 2 კვერცხი (მაგრად მოხარშული), 1 ჩ/ჭ გახეხილი სტაფილო, 1 ნაჭერი უცხიმო ყველი.

IV დღე:

  • საუზმე - შავი ყავა.
  • სადილი - 1 კვერცხი (მაგრად მოხარშული), 1 ჩ/ჭ  გახეხილი სტაფილო, 1 ნაჭერი უცხიმო ყველი.
  • ვახშამი - ხილის სალათი (დიდი პორცია). 

V დღე:

  • საუზმე - შავი ყავა.
  • სადილი - უცხიმო თევზის დიდი პორცია.
  • ვახშამი - 1 ჩ/ჭ გახეხილი სტაფილო. 

VI დღე:

  • საუზმე - ორცხობილა, შავი ყავა.
  • სადილი - ქათმის ფილე (მოხარშული) მოზრდილი ნაჭერი.
  • ვახშამი - 2 კვერცხი (მაგრად მოხარშული). 

VII დღე:

  • საუზმე - უშაქრო მწვანე ჩაი.
  • სადილი - 1 ნაჭერი მოხარშული ხორცი, ხილი.
  • ვახშამი - მოხარშული თევზი ბოსტნეულით.

alt

ავტორი: ემილი.

შეაფასეთ სტატია :
         

(2013-07-23 21:12:16)

ეს დიეტა მე უკვე დავიცავი 2 თვის წინ და დავიკელი 8 კგ. შემდეგ კიდევ  გავიმეორე 3 დღე და მთლიანობაში დავიკელი 9.5 კგ. ახლა ისევ ვაპირებ რომ 1 კვირა მაინც დავიცვა, არც ისე იოლი დასაცავია, თუ ჭამა გიყვართ ჩათვალეთ რომ თითქმის მშიერი ხართ.


(2013-05-01 01:44:13)

თუ ვინმეს აინტერესებს ამ დიეტის შედეგი მე ვიცავ. უკვე 4 კგ. დავიკელი. ვნახოთ კიდევ რამდენს დავიკლებ 4დღე დამრჩა. ამ დიეტით 2 კვირაში წესით 6-7 კგ. უნდა დავიკლოთ და ალბათ ასეც იქნება.

TATIA TATIA
(2012-02-06 22:52:33)

ეს დიეტა მეც გამომადგება. არც ძნელი დასაცავი არაა.

კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
ფერთა სიმბოლიკა
ადამიანი ფერებს არა მარტო ხედვით აღიქვამს, არამედ მთელი არსებით, კანით, შეგრძნებით. თქვენ თუ იცით რამდენი ფერი არსებობს?
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO