მთავარი
 
მოდა
 
ჯანმრთელობა და სილამაზე
 
ქალი და მამაკაცი
 
,,შოუბიზნიუსი,,
 
ოჯახი და ბავშვები
 
ასტროლოგია
 
დიზაინი და არქიტექტურა
 
სამზარეულო
 
საქორწილო აურზაური
 
ეს საინტერესოა
 
კარიერა
 
მოზაიკა
 
ფსიქოლოგია
 
იუმორი
 
თინეიჯერების გვერდი
 
აწარმოე საქართველოში
 
ავტო
 
კონტაქტი

იმეგობრეთ ჩვენთან - გახდით ჩვენი მკითხველი!

|
 
პერლას დღიური
ღიმილის საერთაშორისო დღე - ოქტომბრის პირველი პარასკევი - 2024-10-04
შოკოლადის საერთაშორისო დღე - 2024-07-11
1 ივნისი - ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე - 2024-06-01
ბოლო ზარი - 2024-05-13
3 მარტი დედის დღეა! - 2024-03-03
ფორუმის სიახლეები
dedamtili
ვის ეკუთვნის სიტყვები?
გასაოგნებელი ისტორიები
რა ჩავიცვა : )
როგორ დავაღწიოთ განსაცდელს თავი?
კალენდარი
«    ნოემბერი    » «    2024    »
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
 
 
გამოკითხვა
როგორ შეაფასებდით ჩვენს საიტს?
მშვენიერია
ნორმალურია
ცუდია
 
 
უარის თქმასაც მოხერხება უნდა

ადამიანური ურთიერთობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ჩვენი ცხოვრება სწორედ ამ ურთიერთობებით ფასდება და ამიტომ ყოველთვის უნდა ვეცადოთ მათ შენარჩუნებას.

ადამიანთა დახმარება ყველაზე კეთილშობილური საქციელია, მაგრამ არასდროს რომ არავის უარი არაფერზე ვუთხრათ, არ გამოდის. ჩვენს გარშემო ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი ადამინები, ვისაც ჩვენი ყურადღება, განწყობა, დრო, ფული, თავისუფლება, გვერდით დგომა სჭირდება. მაგრამ ცხოვრება ხომ ჩვენია! და ჩვენი გეგმები გვაქვს საკუთარ ცხოვრებაზე. ეს კი არანაირად არ ემთხვევა ჩვენს გარშემომყოფ ადამიანთა გეგმებს.

ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ვერ ვახერხებთ უარის თქმას და ხშირად საკუთარ საქმეს ვაფუჭებთ. მეგობარზე რომ აღარაფერი ვთქვათ, აბა, გამოტყდით, რამდენჯერ დაუთმეთ აბეზარ გამყიდველს მაღაზიაში და შედეგად სრულიად არასაჭირო ნივთი შეიძინეთ?! კიდევ უარეს შემთხვევაში კი (მორიდებულობის გამო) უარს ვერ ვამბობთ, ვპირდებით დახმარებას ახლობელ ადამიანს და ვერ ვუსრულებთ. შედეგად მას დროს ვაკარგვინებთ, ვაფუჭებთ მასთან ურთიერთობას და საკუთარ სახელსაც ჩირქს ვცხებთ. შემდეგ სინდისის ქენჯნა არ გვასვენებს და საკუთარ თავს ვერ ვპატიობთ. ყველაფრის თავი და თავი კი ჩვენი შიშები, უნებისყოფობა და საკუთარი თავის რწმენის ნაკლებობაა.

სადაა გამოსავალი? როგორ მოვიკრიბოთ გამბედაობა, ნებისყოფა, როგორ ვუთხრათ უარი ახლობელ ადამიანებს და ამასთანავე კარგი ურთიერთობა შევინარჩუნოთ?

უარის თქმას, სიმტკიცე, მოხერხება და გამბედაობა უნდა. ის თავდაჯერებულად და სათანადოდ უნდა იყოს ნათქვამი. უარის მიზეზი განმარტებული უნდა იყოს. არგუმენტი კი ნამდვილი და არა გამოგონილი, გაბერილი. ტყუილად არ უნდა მისცეთ ადამიანს იმედი, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ. ეს მისი მოტყუება და ღალატის ტოლფასი იქნება. უმჯობესია თავიდანვე ყველაფერი თავის ადგილზე დააყენოთ.

მაშ, ასე, დავეუფლოთ უარის თქმის ხელოვნებას:

  • არ იჩქაროთ პასუხის გაცემა, კარგად დაფიქრდით დადებით და უარყოფით მხარეებზე, შეამოწმეთ ყველა ვარიანტი - რამდენად მოხერხებულია თქვენთვის ეს წინადადება? რატომ გადაწყვიტეთ მაინცდამაინც უარის თქმა? არგუმენტები უნდა იყოს მყარი. უარი თქვით მხოლოდ მის შემდეგ, როცა შინაგანად დარწმუნდებით, რომ სწორედ ასეა საჭირო.

  • უარი თქვით მყარად, მაგრამ არა უხეშად. ეცადეთ თქვენი სიტყვები მშვიდი, დამაჯერებელი იყოს. სხვა შემთხვევაში მეორე მხარე იფიქრებს, რომ თქვენ მერყეობთ, ან სხვა სახის დახმარება შეგიძლიათ გაუწიოთ (მაგალითად, ნაკლები თანხა ასესხოთ) და თავის თხოვნას გააგრძელებს. 

  • ახსენით თქვენი უარის მიზეზი. მხოლოდ არ იცრუოთ! ტყუილი მაშინვე გამოაშკარავდება, სინდისი მეტად შეგაწუხებთ, მეგობართან კი ურთიერთობა გაგიფუჭდებათ.

  • გააკეთეთ პატარა კომპლიმენტი: "მსიამოვნებს, მე რომ მომართე დახმარებისთვის", "ასეთი წინადადება შეიძლება შემოგთავაზოს მხოლოდ ძალიან ძლიერმა ადამიანმა" . ოღონდ მეტისმეტი არ მოგივიდეთ და თქვენი სიტყვები ფლირტს ან პირფერობას არ დაემსგავსოს. და კიდევ, ეცადეთ თქვენი უარი არ ჟღერდეს, როგორც იმედი სამომავლოდ.

  • უკარნახეთ თქვენი ვერსია სიტუაციიდან გამოსასვლელად. შეეცადეთ სწორი გზა უჩვენოთ პრობლემის გადასაჭრელად.

  • ყოველთვის ისაუბრეთ მეგობრული ფორმით, არ იუხეშოთ და არ უპასუხოთ აგრესიულად. თქვენი დავალებაა შეინარჩუნოთ თანამოსაუბრესთან ნორმალური ურთიერთობა.

  • არასოდეს გამოიყენოთ გამაღიზიანებელი სიტყვები, როგორიცაა: პრობლემა, შეცდომა, დაბნევა, პირიქით, არასწორი... ხშირად სიტყვები ნებისმიერ ურთიერთობას აფუჭებენ. რომ გავიგოთ, რომელი სიტვები შეიძლება იყოს გამაღიზიანებელი, წარმოსთქვით ისინი ხმამაღლა და მიაყურადეთ თქვენს შეგრძნებას. შემდეგ კი შეეცადეთ შეცვალოთ ისინი სხვა უფრო პოზიტიური სიტყვებით.

  • ადამიანს ყოველთვის ამახსოვრდება საუბრის უკანასკნელი ფრაზა. ამიტომ ეცადეთ თქვენს თანამოსაუბრესთან საუბარი პოზიტიურად დაასრულოთ. მას უნდა დარჩეს საუბრიდან სასიამოვნო შეგრძნება და არა წყენა უარის გამო. შეგიძლიათ გამოიყენოთ ფრაზები: "მადლობა გაგებისათვის, ვიმედოვნებ, რომ ჩემი უარი არ გააფუჭებს ჩვენს შორის ურთიერთობას მომავალში, მე ყოველთვის მზადა ვარ დაგეხმარო..."

  • ელეგანტურად თქვით უარი, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როდესაც ნამდვილად არ შეგიძლიათ ამ საქმის შესრულება. დროულად უარის თქმა ზოგჯერ არანაკლებ მნიშვნელოვანია ურთიერთობაში. ადამიანებთან კარგი ურთიერთობა ძალიან ძვირი ღირს. ზოგჯერ კი თქვენს უარსაც შეუძლია ის შეინარჩუნოს.

ავტორი: ემილი.

 

შეაფასეთ სტატია :
         
კომენტარის დასატოვებლად გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია !
სქესი: მამრობითი
მდედრობითი
წონა: კგ
სიმაღლე: სმ
სიგამხდრის წონა= კგ
იდეალური წონა = კგ
მასის ინდექსი = კგ/მ2 =
მინიმალიზმი ინტერიერში ანუ „არაფერი ზედმეტი“
რაც შეიძლება მეტი სივრცე, შუქი და ყველაზე აუცილებელი ფუნქციონალური ნივთები - ეს არის ის ძირითადი საფუძვლები, რომელბზეც აგებულია თანამედროვე ინტერიერი მინიმალისტურ სტილში...
დაწვრილებით .>>
ერთ ოთახიანი ხრუშჩოვკის დიზაინი
ამ ბინის დიზაინისათვის ძირითადი მოთხოვნა იყო, რაც შეიძლება მარტივად და მინიმალურ ფასად გადაკეთებულიყო ბინა ისე, რომ კომფორტული და ლამაზი ყოფილიყო...
დაწვრილებით .>>
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
© Perla.ge Woman web site 2010
 
Created By VISUAL STUDIO